მშობლობის ასაკი ასაწევია

 ახალგაზრდები არ უნდა ზრდიდნენ ბავშვს. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. ძალიან ბევრ მოუშუშებელ ტრავმას აყენებენ. მშობელი ზრდასრული უნდა იყოს. პასუხისმგებლობის აღების და ზიდვის უნარი უნდა გააჩნდეს. და საკუთარი თავის გაწირვის 

მარა ზოგი სამუდამოდ ბავშვი რჩება. არასოდეს ხდება ზრდასრული. ასეთები შვილებს არ უნდა ზრდიდნენ.

როგორ მოშუშდეს წყენა?

ვინ იძიებს შუერს იმ ბავშვისთვის, ვისაც ბავშვობა წაართვეს? ან ვისზე იძიებს შურს? დაბერებულ-დაჩაჩანაკებულ მოხუცზე? როგორ? რა აზრი აქვს? რას მიაღწევ? რომ უმწეოზე მოძალადედ იგრძნო თავი? როგორც შენზე ძალადობდნენ, სანამ უმწეო იყავი? ეს ხომ კიდევ უარესია!

არადა რა დააშავა იმ ბავშვმა. როგორ უნდა აპატიოს? როგორ უნდა მოუშუშდეს ეს იარა?

ბავშვი მეხამრიდი არ არის

"მე ხომ მიჭირს! მე ხომ ცოდო ვარ! ვინმე ხომ უნდა დამეხმაროს!" - და აფხანენ ნერვებს შვილებს. ახვევენ თავზე თავის მარცხს, შიშს, იმედგაცრუებას, . გეგონება ბავშვი კი არა, მეხამრიდი იყოს.

რა ლოგიკაა ეს? ვინც ცოდოა ყველას ეხმარება ვინმე? ზრდასრულობა იმას ნიშნავს, რომ შენი ტვირთი ზიდო, გადახარშო, მოინელო, თუ მწარეა, მაინც ღეჭო, ითმინო, მაგრამ შხამი ბავშვს არ გადაუნაწილო, დააცადო გაზრდა, სილაღე, ბავშვობა.


ერთფეროვანი უმრავლესობა საშიშია

ხალხის მასა, რომელსაც საკითხების უმრავლესობაზე ერთი აზრი აქვს - დიდი ძალაა. მაგრამ თუკი ისინი დიდ უმრავლესობაშია, ისინი კლავენ ინდივიდის უფლებას და ქმნიან ტოტალიტარულ სახელმწიფოს.

სულ რომ ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ჰქონდეთ ერთი აზრი - მაინც იგივე გამოდის. იმ უფლებების საწინააღმდეგოში გადადყავთ სიტუაცია. გავრცელებული აზრის წინააღმდეგ წასვლა იმხელა ბულინგია, რომ მისი გამბედავი მხარდამჭერებს ვერ ნახულობს.

აზრთა მრავალფეროვნება აუცილებელია იმისთვის, რომ მასის ტერორი არ დამყარდეს.

თვალთმაქციები

მე ვფიქრობ, რომ "ჰომოფობია" არასწორი სიტყვაა. ჰომოსექსუალების არ ეშინიათ. სამარცხვინოდ მიაჩნიათ. იმად, რაც უნდა დამალო, არ გაამხილო, არ გამოამზეურო.

ხოდა იქნებ პრობლემა იმაში კი არაა, რომ რაღაცა (ჰომოსექსუალები, ისტერიჩკა ქალები, შშმ ბავშვები) არ მოგწონს - მოწონება/არ-მოწონება ყველა ადამიანის პირადი უფლებაა, - არამედ იმაში, რომ მიგაჩნია, რომ რაც არ-მოსაწონია, ის დამალული უნდა იყოს. ანუ იყოს, მარა ჩუმად, თავისთვის. არ გამოჩნდეს. თვალებში ნუ მეჩხირება. მომცეს საშუალება წარმოვიდგინო, ვითომ არ არის.

თვალთმაქცობის მოთხოვნაა ანუ. ცუდი არსებობს, მაგრამ ნუ ამზეურებ, ნუ გამოაჩენ.

ეთიკის გარეშე?

 ადამიანის უფლებების/თავისუფლების პარადიგმას ბოლომდე თუ მივყვებით, საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს ნორმა და არა-ნორმა. ყველა ადამიანს, მის ყველა ქცევას, სურვილს თანაბარი დასაშვებობა უნდა ჰქონდეს. 

ეს კლავს საზოგადოების ეთიკას. ყველაფერი დაშვებული ხდება.

ეთიკა კი საზოგადოებაში ადამიანების ძირითადი მარეგულირებელი ძალაა.

ანუ ადამიანი თავისუფალი რომ იყოს, საზოგადოების მხრიდან მისი კონტროლი უნდა გაქრეს. მაგრამ მაშინ რაღაა საზოგადოება?