პატიება

როგორ გადავაბიჯო წყენას?

მინდა რომ განვთავისუფლდე! მინდა რომ ვაპატიო და გავაგრძელო ცხოვრება გამწარების გარეშე.

როგორ ხდება ეს?
იქნებ უბრალოდ ვეძემ მიზეზს წასასვლელად?

როცა ტკივილს აყენებ სხვას...

როცა იცი, რომ ტკივილს აყენებ ადამიანს, რომელიც გიყვარს. უბრალოდ შენი არსებობით მის ახლომახლო. რომ ის ცდილობს თავი დაიცვას შენგან. და გინდა რომ დაეხმარო. რომ აღარ ტკიოდეს. მაგრამ ნებისმიერი შენი ქმედება მისთვის მტკივნეულია.

ერთადერთი გზაა _ გაქრე.

მუსიკა

გავიგე მუსიკის ფანების. როცა არ გინდა გაიგონო რეალური სამყარო.

ან შეიძლება ქეთოსავით დაყრუვდე.

სიბერე

რატომაა რომ ზოგი მოხუცი ბრძენი ხდება და ზოგი _ ჩერჩეტი ბავშვი? სადაა გამყოფი ხაზი, სადაც წყდება, ვინ საით წავა?

ალბათ შიშში.

ბავშვობაში დაბრუნება ალბათ სიკვდილის შიშია. დედის/მამის/დამცველის ძიება. მეთოდი - უსუსურობის დემონსტრირება. "თუ დიდხანს იტირებ, დედა მოვა და მოგეფერება". ნუ, თუ დედა არა, ვინმე მაინც.

შიშისგან გაქცევის კიდევ ერთი გზა ისაა, მამაჩემმა რომ აირჩია _ გამოშტერება. "არ გავიგო რომ ვკვდები".

კიდე არსებობს ბიძაჩემის ვარიანტი _ მოკვდე, სანამ ახალგაზრდა ხარ.