რობოტების ევოლუცია

ლემის ფანტასტიკებს ვკითხულობდი. დასახელება აღარ მახსოვს, რაღაც გრძელი და საკმაოდ მოსაწყენი ისტორია იყო, ბევრი ჯახა–ჯუხით, ბოევიკი რა, ფაქტიურად. საინტერესო იყო თეორია _ რობოტების ევოლუციის შესახებ.

ნუ, მოკლედ, პლანეტაზე მოხვდნენ (ფაქტიურად ჩამოვარდნენ) გონიერი არსებები, რომლებსაც თან ახლდათ რობოტები. ეს არსებები დაიღუპნენ ვარდნისას. რობოტები გადარჩნენ. რობოტებს ქონდათ რაღაც დავალება (установка) – რა, უცნობია, სავარაუდოდ ტერიტორიის შერჩევა და დაცვა ყველაფერი მოძრავისგან (რაც იმ არსებებისთვის მავნე შეიძლება ყოფილიყო). ნუ, რაღაც ასეთი, რაც მათ თავდაცვას და აგრესიას იწვევდა. და ქონდათ კიდე თავისმაგვარების (უფრო სწორად თავის მსგავსების, და არა ზუსტი კოპიოების) შექმნის უნარი.

ნუ, პირველი, რაც ამ რობოტებმა ქნეს, _ გაანადგურეს ყველაფერი ცოცხალი იმ პლანეტის ხმელეთზე (წყალში ვერ ჩადიოდნენ). მერე რატომღაც რობოტების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა (ალბათ სამიზნე გამოელიათ). ხოდა აქ დაიწყო ევოლუცია, რომელიც არ მახსოვს ათასობით თუ მილიონობით წლები მიმდინარეობდა (პრინციპში გამრავლების, ერთმანეთის ხოცვის და ცვალებადობის სიჩქარეს გააჩნია, თორე რამოდენიმე ასეული წელიც ეყოფოდა, ჩემი აზრით). ხოდა, მოკლედ საინტერესო ისაა, რომ ამ ჯგუფების ევოლუცია წავიდა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით (რაც მთლად ლოგიკური ვერაა, თუ მიზანი განადგურება გაქვს და არა თვითშენარჩუნება) – ერთი ჯგუფი წავიდა გიგანტიზმისკენ, მეორე _ დაწვრილებისკენ. თან ორივე მასალად რკინას იყენებდა, რომელიც ამასობაში გამოელიათ. ანუ რესურსებიც შეზღუდული ქონდათ.

ევოლუციის შედეგად გიგანტებმა თანდათან დაკარგეს მობილურობა და ერთ დიდ სხეულად გაერთიანდნენ (ისევ ალოგიკურია აგრესორისთვის, ეს უფრო თავდაცვითი რეაქციაა). იარაღი რა ჰქონდათ, უცნობია, ვინაიდან ადამიანების იქ მოხვედრისას უკვე განადგურებულები არიან.

"წვრილების" იარაღი ცნობილია – ძლიერი მაგნეტიზმი, რომელიც სპობს როგორც ადამიანების, ასევე რობოტების აზროვნებას. მაგნიტურ ველს ქმნიან მილიარდობით ეს "წვრილები" (მილიმეტრის ზომის ტიპები), რომლებიც სამიზნის გარშემო დიდი სიჩქარით ტრიალებენ. თითოეულ "წვრილს" დარჩენილი აქვს სულ რამოდენიმე "რეფლექსი" _ იპოვე, გამოეკიდე, იტრიალე გარშემო. ანუ თვითონაც სრული დეგენერატები არიან. მარა მისიას ასრულებენ, რა.

მოკლედ, მიუხედავად ბევრი სისულელისა, ეს მოგონილი ისტორია მაინც დამაფიქრებელი იყო – რამდენად ადვილია ახსნა ევოლუცია, რომელსაც აქვს მიზანი, მისია. და შედეგი სრულებითაც არ არის გონიერება, არამედ მისიის მაქსიმალურად ეკონომიური შესრულება _ გონის (და სხვა ყველაფრის) ეკონომიის ხარჯზე. უმიზნო ევოლუცია გაცილებით ძნელი გასაგები და ასახსნელია (ან ევოლუცია "თვითგადარჩენის" მიზნით, რაც იგივე უმიზნობაა. რა საჭიროა "თვითგადარჩენა"?). ფაქტიურად ევოლუცია ევოლუციისთვის. აკეთებ, იმიტომ რომ გამოგდის. არსებობ, იმიტომ რომ უფრო ჩქარა მრავლდები, ვიდრე კვდები...

თან აქ კიდევ ფაქტიურად ერთი რთული ორგანიზმის და მარტივი ორგანიზმების ორგანიზებული ჯგუფის დაპირისპირებაა განხილული _ რა ჯობია. თუმცა ზერელედ. არადა პრობლემა მაგარი საინტერესოა _ სისტემის ელემენტების თავისუფლება/დამოუკიდებლობის რა დონეა ოპტიმალური და რა სემთხვევაში (რისთვის)

უმისამართო სარკაზმის აზრი

ნოდარ ლადარია ”24 საათში” ასე ვთქვათ პრესომბუდსმენია და ყოველ ორშაბათს მთელ გვერდს ავსებს ხოლმე ძალიან ჭკვიანური და სარკასტიკული ქილიკით. რამდენჯერმე შევეცადე გამეგო, რას წერდა და თავიდან ბოლომდე წავიკითხე. სნობური უმისამართო გატრაკება ქვია მაგის სტატიებს. 

ცხოვრების ინსტრუქცია

სარეცხ მანქანას სანამ იხმარ, ინსტრუქციას ხომ კითხულობ?

ხოდა სადაა ცხოვრების ინსტრუქცია?

ორი ცხოვრება მაინც უნდა გქონდეს ადამიანს _ ერთხელ გაერკვე რაა ცხოვრება და მეორეჯერ _ იცხოვრო. აბა ასე რა გამოვიდა? მთელი ცხოვრება ცდილობ გაერკვე რა ხდება და ბოლოს კვდები. რა აზრი აქვს ახლა ამას?

დიდობა

”24 საათში” კარგი სტატია იყო გია ნოდიასი - პლურალიზმის შიშზე. მთავარი იდეა იყო, რომ ”ერის გახლეჩვა” ნორმაა და არა კატასტროფაო. მთავარია ამ ნახლეჩებმა ერთმანეთის ატანა ისწავლონო.

მარა მე მომეწონა ის, რაზეც ადრეც ბევრი მიფიქრია _ რა ძნელია მშვიდად აიტანო ის, რომ ვიღაცას ვერ იტან და ვიღაცა ვერ გიტანს. რომ არ ცდილობდე იყო ”კარგი ბიჭი” ან ”კარგი გოგო”. ანუ _ გამოხვიდე ბავშვობიდან.

შესაბამისად ერი უნდა გამოვიდეს ჯოგურობიდან. ადამიანს რომ არ გეშინოდეს დარჩე მარტო (გქონდეს განსხვავებული აზრი) და არ ჩაგრავდე ვიღაცას მარტო იმიტომ, რომ მარტოა.

ანუ ზრდასრულები უნდა გავხდეთ. სასურველია მთელი ერი.

რუტინა

რატომაა, რომ რუტინა ზოგერ გაღიზიანებს და ზოგჯერ გაწყნარებს?

რა სარგებლობა მოაქვს დეტექტივს?

მეგობარმა მომამარაგა ტონა დეტექტივებით. სოფელში საღამოობით თუ კომპიუტერი არმაქვს, დაძინებამდე რამე ხომ უნდა ვაკეთო. ხოდა შევუდექი კითხვას _ легкое чтиво. აღმოვაჩინე, რომ საინტერესო დასკვნების გაკეთება ამ ტექსტებიდანაც შესაძლებელია.

ჯერ ერთი, დროის გაყვანის (ანუ ტექსტის გაკილომეტრების) ტაქტიკა, მკითხველის გართობის სტილი. მერე _ რამოდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც ჩაგაფიქრებს. მაგალითად, ერთში ვიღაცამ მოკლა მილიონერის ცოლი და ცდილობდა თვითონ ამ მილიონერის მოკვლას და ყველას ეგონა, რომ მიზეზი ფული იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამას მისი ქალიშვილი აკეთებდა, მარტივი ეჭვიანობის ნიადაგზე. იქ ტექსტში ბევრი მიზეზებია, რომ ეს გოგო დედამისმა დაქოქა, რომ გარეკა (მისი დღიურები ნახეს ბოლოს, სადაც აღწერდა, როგორ ზრუნავს მასზე მამა, როგორ ყიდულობს კვირაში სამჯერ მისთვის ტანსაცმელს, როგორ ერთად სეირნობენ და ა.შ _ ამ დროს ამ ტანსაცმელს თვითონ ყიდულობდა და მამამისს საერთოდ ვერ ხედავდა) , მაგრამ მაინც რაღაც საფიქრალ მასალას გაძლევს _ რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ, შეიძლება თუ არა ადამიანი ასე ერეკებოდეს და გარეგნულად სრულიად არ ეტყობოდეს _ ნუ, ეგეთები. მეორე დღეს გაზონების კრეჭისას საფიქრალი და საკუთარ თავთან სამსჯელო ნეიტრალური მასალა გაქვს.

რატომ ვერ ვიტან ბურჯანაძეს

რომელიღაც ბლოგზე ბურჯანაძის სტატია იყო. კთხულობ და მისი მენტორული ხმა გესმის. გულისრევა მომაწვა.

მერე დავფიქრდი _ რატო? უმეტესი პოლიტიკოსი ან მეცოდება ან ფეხზე მკიდია. ეს რატო მაღიზიანებს? მივხვდი :) _ ხა–ხა! იმიტომ რომ ჩემს ტექნიკას ფლობს _ თავდაჯერებული მენტორული საუბარი თემაზე, რომლის აზრზე ძლივს ხარ. ძირს ბურჯო! ნუ იკავებ ჩემს ნიშას!

ნეტავი ბურჯიკოც მშვილდოსანია?