მდგრადი განვითარება

რელიგიების მიზანია ადამიანი დაარწმუნოს ზომიერების აუცილებლობაში. რომ სოციუმისთვის ზიანის მოტანა მისთვის პირადად საზიანოა. და პირიქით - ზომიერება მისთვის პირადად სასარგებლოა. ვინაიდან სინამდვილეში ასე არ არის (ადამიანის ცხოვრება მოკლეა იმისთვის, რომ შედეგები იწვნიოს) - საჭიროა მისი დარწმუნება სიკვდილის შემდგომ შედეგებში (რეალურად შედეგები მართლა სიკვდილის მერეა, მაგრამ არა ამ კონკრეტული ადამიანისთვის).

მდგრადი განვითარება თანამედროვე რელიგიაა. საიქიოს პერსპექტივის გარეშე. გულახდილად გეუბნებიან - ნუ ფიქრობ მარტო შენს დღევანდელობაზე. გაუწიე ანგარიში მომავალ თაობებს.




შინაური პარაზიტი

პარაზიტი არსებობს მანამ, სანამ არსებობს მისი პატრონი. ქალები, რომელსაც ეცოდებათ ალკოჰოლიკები. პარაზიტი ეძებს და პოულობს ასეთ ქალებს.

რატომ გეცოდება ავადმყოფი? უსუსური, უგუნური, შენზე დამოკიდებული ... ბავშვი! ან ძაღლი. არსება, რომელესაც უპირობოდ უნდიხარ. უშენოდ ვერ არსებობს. ანუ საჭირო ხარ. მთავარი სტიმული ეგაა - ვიღაცას სჭირდები.

ალკოჰოლიკი შინაური ცხოველია.

ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი არის გაქცევა პასუხისმგებლობებისგან. დაბრუნება ბავშვობაში - როცა ვერც აზროვნებ, ვერც ლაპარაკობ, და გარშემო ყოველთვის არის ვიღაც, ვინც გეფერება, გიცოდებს, გიცავს. დაბრუნება პარაზიტულ ცხოვრებაში.

საოცარია, რომ არსებობენ ქალები, რომელიც ამ პარაზიტებს იცოდებენ და იცავენ.