ისევ "გამოყენების" პრობლემა

ვერ გავაგებინე დედაჩემს, რატომ არ მომწონს, როცა ჩემს ამხანაგებს ან მეგობრებს იყენებს.

ჩემი აზრით მეგობრობა დიდი ვალდებულებაა. პირველ რიგში, სწორედ არ–გამოყენების, მისი ინტერესების ყოველთვის და ყველაფერში გათვალისწინების. არ შეიძლება მეგობრის კეთილგანწობა უპასუხისმგებლოდ გამოიყენო. რაც არ უნდა დახმარება გჭირდებოდეს მეგობრისგან, და რაც არ უნდა იოლი იყოს მისთვის ამ დახმარების გაწევა შენთვის, არ შეიძლება ეს მოითხოვო მისი ინტერესების, განწყობის და კიდე მილიონი დეტალის გათვალისწინების გარეშე, რომელიც შენ სწორედ იმიტომ იცი, რომ მეგობარი ხარ. ის იმიტომ არის შენთან გულახდილი და იმიტომ გენდობა, რომ იცის (მოელის), რომ შენ მას არ გამოიყენებ.

ხოდა იმის ხარჯზე, რომ გოგოები ხშირად ჩვენთან ვიკრიბებით ხოლმე და დედაჩემიც სულ გვეტენება ამ შეკრებებში და ესწრება ბევრ გულახდილ საუბარს (თუმცა ყველას არა _ ხანდახან ყელში ამოგვდის მისი დამსწრეობა და კაფეში მივდივართ, რაც სერიოზულად სწყინს), ილუზია ექმნება, რომ გოგოები მისი მეგობრებიც არიან. თუმცა ვერ ხვდება, რომ გოგოები მასთან "როლებს" თამაშობენ, მაიმუნობენ, სერიოზული საუბარი დედაჩემის თანდასწრებით არასოდეს მიდის. ანუ დედაჩემს ჩემი მეგობრები გაცილებით "იოლი" ადამიანები ჰგონია, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. ხოდა ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას როცა ცდილობს გამოიყენოს. 'ოხ, რა მოხდა მერე, არ ეწყინებათ კაცო..."

მოხდა. ეწყინებათ. და საყვედურს მე მეტყვიან, და არა დედაჩემს. ანუ დედაჩემის ყოველ მატრაკვეცულ უტაქტობაზე მე ვაგებ პასუხს. ამას რომ ვეუბნები, არ ჯერა, იგონებო.

უნდა შევწყვტოთ ჩემთან შეკრებები. მადლობა ღმერთს, უამრავი კაფეა გარშემო.

რა გვეშველებოდა გრიპი რომ არ ყოფილიყო

გაუმარჯოს ავადმყოფობას! ბოლოს და ბოლოს _ იძულებითი დასვენება. გდება ლოგინში 3–4 დღე. უწყვეტი ყავის მაგივრად _ ბალახის ნაყენები თაფლით. და მუდმივი ძილ–ბურანი...

ინფანტილურობა

დაძაბული სიტუაციის ვერ–ატანა ალბათ აგრეთვე სისუსტეა.
დისტანცირების, ურთიერთგანკითხვის, მარტოობის შიში.
მოდი ვიყოთ კარგები და ვეჭუკჭუკოთ ერთმანეთს.
და თვალბი დავხუჭოთ იმაზე, რომ საკუთარი სიზარმაცე და უდისციპლინობა გძირავს.
ერთად ვიზარმაცოთ და ვიმაიმუნოთ.
რა შეგრჩება ამ ცხოვრებიდან კარგი ურთიერთობების გარდა.
რა აზრი აქვს ჭიდაობას? რას მიაღწევ? რომ მტრად გამოგაცხადონ?

"დიდობა" ამის გადალახვაა.
დიდი ხარ, როცა არ გეშინია სხვის მიერ შენი ცუდი შეფასების. მათ შორის შენი შვილის მიერ. არ გჭირდება თავდაფუძნებისთვის მისი სიყვარული და მოწონება. გაქვს იმის უკანალი, რომ შენ თვითონ გადაწყვიტო, რა არის მისთვის უკეთესი.

გადალახო მარტოობის და პასუხისმგებლობის შიში.

შეფასება

ჩემს შვილებს არ აქვთ ნებისყოფა და შინაგანი დისციპლინა. მიზნის მიღწევის უნარი.
რაც ზედმეტად კომფორტული ცხოვრების ბრალია. ანუ ჩემი ბრალია. ლიბერალური აღზრდის.

აქვთ სინდისი, პასუხისმგებლობის გრძნობა, თვითკრიტიკის უნარი. ანუ ზემოქმედების გზა არსებობს.

იმედი

იმედი _ ვამპირია.

სუპერ–ეგო

სიკვდილს კიდევ ერთი პლიუსი აქვს _ შვილებზე მეტი ზეგავლენის საშუალებას გაძლევს. მათ სინდისად იქცევი.

ცოცხალიც ხარ მისი სინდისი. მაგრამ ცოცხალთან პადხალიმაჟი მოსულა, задабривание. მკვდართან _ არა.

გამოდის, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ შენი მშობლები, მით უფრო თავისუფალი ხარ მათგან... ალბათ ამიტომ ვცდილობთ დიდხანს ვაცოცხლოთ...

ჩათვალეთ რომ მოვკვდი

აუცილებელია რომ რეალურად მოვკვდე, ჩემი ტვირთი რომ გადაინაწილონ?

უბრალოდ რომ გავქრე, უნდა მეძებონ. ამისგან ვანთავისუფლებ. ზრუნვა და დახმარება არ მჭირდება. უბრალოდ არ მაქვს სხვა სახლი. მაქვს, მაგრამ სოფელში. მაშინ სამსახურს თავი უნდა დავანებო. და დავანებო, რა? არაფერი არ მოხდება.

Надо уходить.

ტრაგედიის და ჩხუბების გარეშე. პროექტს ივნისში ვათავებ. ივლის–აგვისტოდან წავალ.

და მერე რომ ვინანო, რომ ბავშვი რთულ პერიოდში მივატოვე?

და მაინც ხომ ვერაფერს ცვლი.

როგორ გავიგო, ვჭირდები თუ ვუშლი? ვერავის კითხავ _ ვერ ენდობი პასუხს. არც არავინ იცის. ხოდა, როგორ უნდა გაიგო? იქნებ წასვლა მეზარება და მიზეზებს ვიგონებ?

თვითშეფასება

ჩემს მშობლებზე ხომ არ ვაგებ პასუხს _ როგორებიც არიან, ისეთები არიან. იღებ.

შვილების სიკარგე/სიცუდე ითვლება, რომ შენზეა დამოკიდებული. თუ შვილები კარგები გამოვიდნენ, კარგი დედა იყავი. თუ არა _ არა.

და რატომღაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "კარგი დედა" ვიყო.

ნუ არ ვარგიან შენი შვილები. მერე რა? ამ საზოგადოების აზრით არ ვარგიან. ნუ რა, მერე.

გადარჩენის საკითხი? ხო, ამ საზოგადოებაზე მორგებულებს, "კარგებს", გარადჩენის მეტი შანსი აქვთ.

ჭიპლარის გადაჭრა

შენი შვილი უნდა დაიცვა. ყველაფრისგან, რაც მას ემუქრება. მგონია რომ უყოყმანოდ მოვკლავ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს რამეს დაუშავებს.

და თუ ეს ადამიანი თვითონაა?

სანამ ბავშვია _ მაინც უნდა ჩაერიო და დაიცვა. ვალდებული ხარ. რაღაც მომენტიდან ხომ უნდა გადაწყვიტო, რომ მან უკეთ იცის. რომ შენი საქმე აღარ არის მისი დაცვა. რომ შენი ბრალი აღარ არის, რაც მოსდის.

როდის არის ეს დისტანცირების მომენტი?

როგორ გავიგო, ვჭირდები თუ უკვე ვუშლი? როდემდე გრძელდება აღზრდა?

მაღიზიანებს ის ვინც მომბეზრდა თუ მომბეზრდა ის ვინც მაღიზიანებს?

რა არის პირველადი _ ის რომ ადამიანი მომბეზრდა, თუ ის რომ მისი თვისებები მაღიზიანებს?

ანუ ჯერ გავღიზიანდი და მერე დავიღალე/მომბეზრდა თუ პირიქით?