ზრდილობიანობის ნაკლი

როცა ადამიანის შენთვის არასასიამოვნო ქცევას იტან და ზრდილობის გულიზა იღიმები კიდევაც უხერხულად, არის დიდი შანსი, რომ მან შენი პასიურობა და ღიმილი მხარდაჭერად ან მოწონებად აღიქვას. შენ ითმენ მეორედ, მესამედ... სადღაც მეათეზე ყელში ამოგივა, ხელს კრავ და ზურგს აქცევ. რეაქცია იქნება არა უბრალოდ შოკი, არამედ დიდი და "სამართლიანი" წყენა _ შენ ხომ მოგწონდა მისი ქცევა! რატომ აღარ მოგწონს?

Человек не понял ваших намеков? Имейте мужество сказать прямо. http://vika-pekarskaya.livejournal.com/16797.html

"Основная ошибка в отношении своих границ – в том, что вы не обозначаете их (видимо, наивно полагая, что они у всех одинаковые), терпите и ждете «пока сам поймет». Человек начинает казаться вам бесцеремонным и тяготить вас. Потом вы взрываетесь на ровном месте (именно так это видится вашей жертве: все было хорошо, а тут – бах и все стало плохо). Отсюда - куча взаимных обид, причем совершенно не понятно, кто у кого должен просить прощения."

სნობი ვარ?

ვკითხულობ ქართულ ბლოგებს და ვოგნდები სიშტერის და პრიმიტიულობის რაოდენობით.

ოცნების გარეშე

ადამიანს არ აქვს ოცნება, იმიტომ რომ ყველაფერი საოცნებო უკვე აქვს: ქმარი, რომელიც უყვარს, ბავსვი, სახლი. მეტი კი არაფერი აინტერესებს.

ბედნიერია ეს ადამიანი თუ უბედური?

როგორ მოვკვდები მე

საოცარია, მაგრამ მე მინდა რომ მარტო მოვკვდე. არ მინდა ჩემი შვილები გვერდით. არავინ არ მინდა. მარტო ჩემი თავი

როგორ მოკვდება დედაჩემი

მინდა რომ დედაჩემის სიკვდილი არ იყოს კივილ-წივილი, აგონია, ისტერიკა, ტყუილები და გაუცხოება. მინდა რომ ერთად ვიყოთ. ნუ, ფიზიკურად კი არა, ემოციურად ერთად ვიყოთ, სულიერად. დავეხმარო რომ შიშის და ისტერიკის გარეშე გაიაროს ბოლო გზა.

მგონი მივხვდი მას რა უნდა. ამას წინათ აღფრთოვანებული მიყვებოდა ფილმს. ვიღაც ქალს ფერმა ქონდა, სადაც ღორებს ზრდიდა და კლავდა. და ნუ უყვარდა ეს ღორები და ეცოდებოდა. ამიტომ კლავდა მოფერებით. დააწვენდაო, ზედ დააწვებოდა, ეფერებოდა და ამ ფერებ-ფერებაში ყელსი დანას გამოუსვამდა და 8-მდე დაითვლიდა და ვსო. და მერე ქმარი ყავდაო ძაან ავადმყოფი კიბოთი და ზაან ტკივილები ქონდაო და იმან ძაან თხოვა და ისივ ასე ფერებით მოკლაო.

ანუ უნდა რომ იცოდეს რომ იმ ბოლო მომენტში, ძაან ცუდად რომ იქნება და ძაან შეეშინდება, ვინმე იქნება, ვინც ჩაიხუტებს, მოეფერება, დააწყნარებს და ისე გაუშვებს საიქიოს.

უნდა დავიმახსოვრო.

საგადასახადო

ჩვენთან შემოვიდა საგადასახადო. სანამ შემოვიდოდა, უკვე ვიცოდით, რომ ბუღალტერს შეცდომები აქვს დაშვებული და ჯარიმა გვექნება გადასახდელი. იმედი გვაქვს, რომ ეს სადღაც 5-10 ათასის ფარგლებში იქნება. ამას გავქაჩავთ. მაგრამ თუ მეტი იქნა _ გვექნება პრობლემები.

აღარ ვნერვიულობ. პრობლემები _ საინტერესოა.

ვჰაუზობ