სიტყები ესმის? თუ მარტო ვიზუალური წარმოდგენები? ცნობილია, რომ "არ" ნაწილაკი არ ესმის. ნუ, პრინციპში, როგორც ძალიან პატარა ბავშვს ისე უნდა ელაპარაკო _ მარტო პოზიტიური წინადადებები, იოლად ვიზუალიზირებადი, მარტივი ფრაზები...
ქვეცნობიერების ენა
როგორ უნდა დაელაპარაკო ქვეცნობიერებას? რაღაცა სიგნალებს ხომ იღებს ცნობიერებიდან და ბარემ გადავცე ის, რაც მინდა და არა ის, რაც შემთვევით "ჩაიყარა" _ ისედაც იდიოტმა კიდე არაწორი ინფორმაცია შეიძლება მიიღოს!
რა ვუყოთ პატარა იდიოტს
დიდს შეიძლება აუხსნა, რომ ქვეცნობიერება იდიოტია და მისი საქმეში ჩართვა საშიშია. ბავშვს როგორ უნდა აუხსნა? თვითონ ბავშვიც თავის ქვეცნობიერებაზე ბევრად ჭკვიანი ვერაა: "დედა პატარა ძმას უფრო ეფერება, ესე იგი დედას პატარები უყვარს, ესე იგი დედას მე რომ ვუყვარდე, უნდა ვიყო პატარა| – და დასკვნა _ "ჩემი უსაფრთხოებისთვის საჭიროა ვიყო პატარა, არ გავიზარდო!" ჰიპოფიზი ასრულებს ორმაგი შტერის ბრძანებას და ზრდის ჰორმონის გამოყოფა პრაქტიკულად წყდება. წყდება ზრდა.
ნუ, რა ჯანდაბა უნდა ქნა? არ გააჩინო მეორე ბავშვი? უფრო სწორედ მესამე და შემდგომი _ ყოფილი უმცროსისთვის უფრო ძნელია უმცროსობის დაკარგვა.
ქვეცნობიერება იდიოტია
თუ შენ გეშინია ბუნებრივი მშობიარობის და გინდა გაიკუთო გაუტკივარება და საკეისრო. მაგრამ: გყავს ქმარი, რომელსაც ეს სიმხდალედ მიაჩნია (ნუ, მიიჩნევდა, რომ გაიგოს, რომ გინდა). და: შენ ჩაიტენე თავში რომ ამ ქმრის აზრი შენზე ნუ ისეთი გადამწყვეტია შენთვის, რომ გირჩევნია მოკვდე, ვიდრე მის თვალში დაცემა გარისკო. და _ მაინც საშინლად გეშინია სამშობიარო ტკივილების!
თუ ამ გადაუჭრელ დილემას ასე დატოვებ, მის გადაჭრას ქვეცნობიერება შეეცდება. და შედეგი იქნება ის, რომ მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ფეხსაცმლის ქუსლიდან ჩამოვარდები და ფეხს მოიტეხ. პრობლემა გადაჭრილია იმ მხრივ, რომ ვეღარავინ მოგთხოვს ბუნებრივად იმშობიარო. მაგრამ გონივრული გადაჭრა ეს ნამდვილად ვერაა _ ფეხის მოტეხვა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე მშობიარობა და ტკივილი და გართულებები გაცილებით დიდხანს გრძელდება.
მოკლედ, გაითვალისწინეთ: თქვენს შიგნით არსებობს სხეულის აბსოლუტური მბრძანებელი, რომელიც სამწუხაროდ იდიოტია. თუ მან გადაწყვიტა, რომ თქვენს უსაფრთხოებას რაიმე ემუქრება, ყველაფერზე წავა _ შეიძლება მოგკლათ კიდეც (დაცვის მიზნით. ხო შთავაგონებთ ხოლმე ჩვენს თავს _ "მირცევნია მოვკვდე". არ ღირს ასეტი ფრაზებით თამაში)
ანუ, ნუ დაუტოვებთ პრობლემებს გადასაჭრელად ქვეცნობიერებას. ის მნიშვნელოვანს და ნაკლებად მნიშვნელოვანს, ნამდვილ და მოგონილ საშიშროებას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. და არასდროს გთავაზობს ისეთ მარტივ და გონივრულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა _ დაელაპარაკე რა უბრალოდ შენ ქმარს და აუხსენი, რომ ნუ, ძალიან გეშინია! არ დაინგრევა ქვეყანა და არ შეგაქცევს ის ადამიანი ამის გამო ზურგს! და საერთოდ, მორჩი პანიკას!
"ნახეთ, როგორ მჩაგრავენ!"
რა ფენომენია ეს? ბლოგზე წერა, რომ "ჩემი ქმარი სამშობიაროში არ მაკითხააავს!' "დედაჩემს ჩემი შვილი არ მოსწოოონს!" "დედამთილმა საყვარელი მაიკა გამირეცხა და გამიფუჭააა", ამ ქმრისთვის იმის შეხსენება, რომ ლინოლიუმია დასაგები ან თაროებია გასაკეთებელი მაინცდამაინს სხვისი თანდასწრებით? შემდეგი რა იქნება? _ ეზოში გამოსვლა და ტირილი, "ნახეთ,ბავშვი არ მიჯერეეებს!"
მიზეზი გასაგებია _ ცდილობ "საზოგადოებრივი ზეწოლის" ორგანიზებას, რომ ის დედა ან ქმარი ან შვილი აიძულო, რომ ისე მოიქცნენ, როგორც შენ გინდა. მარა კონტრაჰენტი შეშაა? რატომ გაქვს იმედი, რომ იქით არ მოგიწყობს საზოგადოებრივ გარჩევას იმისას, რომ სისულელეებს ითხოვ, რომ ტყუიხარ ან აზვიადებ? აა, იმედი გაქვს, რომ მათ საზოგადოების ერიდებათ და შენივე მეთოდებს ვერ გაიმეორებენ? შენ უპოდლებ და ისინი ვერ გიპოდლებენ? რამდენ ხანს?
ხოო, აი ბლოგზე რომ ცრემლები ჩანდეს, მაშინ კიდევ გასაგებია _ შენ გაქვს ცრემლები, კონტრაჰენტს არა (და რატომ?), ამიტომ საზოგადოება შენ მხარეს იქნება.
მოკლედ, ვერ ვიტან მტირალებს _ პირველ რიგში ვინაიდან თავად არ ვფლობ ამ ინსტრუმენტს და არათანაბარ პოზიციაში ვარ მათთან. და თან რა უსამართლობაა, ვერ გავიგე _ რადგან მე ვითმენ და ის არა, ამიტომ ის მართალია?
მაინტერესებს, რა უნდა ქნას "საზოგადოებამ", რომელსაც არ უნდა ოჯახური გარჩევების აუდიტორიად იყენებდნენ.
Трудоголик-ობა ცუდია
სამსახურში რაღაცა რომ გამოგდის, ან საინტერესოა, ჩაგითრევს და მერე გაქვს ცდუნება სახლშიც გააგრძელო მუშაობა + ხელები გექავება!
არ შეიძლება! გამორთვა, დასვენება აუცილებელია. რომ არ ჩაიციკლო, რომ შეინარჩუნო საღი გონება, კრიტიკული აზროვნება, ანალიზის უნარი და ბოლოს და ბოლოს _ შრომის ნაყოფიერება. სახლში მუშაობა აკრძალულია!
დისტანცირება
რა შეიძლება უთხრა/გაუბედო მშობელს და რა არა...
რაც დედამ უნდა იცოდეს, ის იცი, მეტი არ არის საჭირო...
დედას არ უნდა აწყენინო...
დედასთან უხერხულია...
სავალდებულო დისტანცია.
რისთვის?
ექსპერტობა იძულებით
საქართველოში ლოგიკურად მსჯელობის/წერის (ან ამის განსახიერების) უნარი თუ გაქვს, ექსპერტი ხარ. სხვა გზა არ არის და იმიტომ. ეს მოვლენა პირველად რომ აღმოვაჩინე, გავოგნდი. სულ მეგონა, რომ ექსპერტობას რაღაც ხარისხი სჭირდებოდა, რაღაც დამსახურება. სულ ვფიქრობდი: ნუ, მე ვინ ვარ, მე სად შემიძლია, მე ხომ არ დავწერ ამ სფეროს პოლიტიკას/სტრატეგიას! მერე მიიხედ–მოიხედავ და ხედავ, რომ არავინ არაა მეტი! ვერავინ ვერ დაწერს! ბოლოს ათეულ ან ასეულ ათასებს გადაიხდიან, ჩამოიყვანენ უცხოელ "ექსპერტს", რომელიც მობოდავს რაღაცას, რაც ისევ შენი გასასწორებელი იქნება (ნუ, უხერხულია–ს პონტში, მთლად სისულელე რომ არ იყოს), ფულს აიღებს და წავა. ხოდა ბარე მე დამეწერა? ფულის ეკონომია მაინც გამოვიდოდა?
ასე ხდები ექსპერტი. იძულების ძალით. და ტყუილად ატრაკებენ და შაყირობენ _ ეს ყველაფრის ექსპერტებიო. კატასტროფული დეფიციტია ცოდნის და ლოგიკური მსჯელობის უნარის, ხოდა სხვა გზა არ არის _ ხდები ყველაფრის ექსპერტი, რასაც ეხები. კონკურენციაა ნული და იმიტომ.
რეალობა და ილუზია
ნარკომანები უამრავ მონდომებას ხარჯავენ, რომ ილუზიებში ჩაყურყუმალავდნენ. მე კი ვერ ვახერხებ გავიწმინდო თვალები ილუზიებისგან და დავინახო რეალობა. და იქნებ სინამდვილეში არ ვცდილობ? მარტო თავს ვიტყუებ?
ძალიან მინდა ხელახლა გადავიკითხო ის მოთხრობა, როდესღაც Химия и жизнь–ში რომ წავაწყდი. რაღაც ეგეთი იყო: ქალი დილით საუზმეს აკეთებს, ბავშვებს აჭმევს, ვარდისფერფარდებიან სამზარეულოს ალაგებს და შემთხვევით, დაბნეულობით თუ ქალური ქერქეტობით თავისი წამლის კაპსულა უტყდება თუ ხარშავს თუ რაღაც _ მოკლედ, იმ დღეს წამალს ვერ სვამს და ნერვიულობს, რომ ქმარი გაუბრაზდება.
ხოდა, როგორც მერე ირკვევა, ეს წამალი ჰორმონი იყო, ეს ქალი კი საერთოდ არ იყო ქალი. არც ბავშვები იყვნენ ბავშვები. და არც სამზარეულოს ჰქონდა ვარდისფერი ფარდები. სინამდვილეში იყო 4–კაციანი კოსმოსური სამედიცინო ექსპედიცია, რომელსაც მოუვიდა ავარია და დაჯდა უკაცრიელ პლანეტაზე. ხომალდის შეკეთების და გაფრენის შანსები მიზერულია, პრაქტიკულად ნულია, ხოდა კაპიტანი, დანარჩენები რომ პანიკობანას გადაარჩინოს, დაუწყებს ჰორმონების კეთებას და ერთს "გააქალებს" დანარჩენ ორს კი "გააბავშვებს", ხომალდის ნამსხვრევებისგან შეაკოწიწებს "სახლს" და ამ "ოჯახს" დაასახლებს. ეს სამნი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ, თავიანთი როლების შესაბამისად. კაპიტანი კი ყოველდრე დადის ხომალდის ნარჩენებთან და ჩალიჩობს, რომ იქნებ რამე მოუხერხოს (სინამდვილეში არ მახსოვს, რატომ დადის, რაღაცას აკეთებს იმ ხომალდში მგონი).
ხოდა ეს "ქალი" ერთი დღე წამალს რომ ვერ დალევს, თანდათან იწყებს რეალობის დანახვას და გახსენებას. თავდება იმით, რომ "ქალი" ააფეთქებს ხომალდის ნარჩენებს, დალევს თავის წამალს და უბრუნდება ბედნიერ ცხოვრებას.
მოკლედ _ მიმიშვით ჩემს ილუზიასთან!
как отличить желаемое от действительного?
ყველა ხედავს იმას, რისი დანახვაც უნდა.
სანამ სხვაზე დამოკიდებული არ ხარ _ არა უშავს. მაგრამ როცა ერთად უნდა ქნათ რამე, ან უბრალოდ გჭირდება სხვისი სურვილები გამოიცნო, ქმედებები გათვალო _ აი, მაშინ ცუდადაა საქმე. მისი თვალებით თუ არა, ობიექტური რეალობის დანახვა მაინც გჭირდება (თუმცა ის ხომ მაინც სუბიექტურად ხედავს).
ნეტა პოლიტიკური პროგნოზების გაკეთებას როგორ ახერხებენ? ვინმეს აქვს იმედი, რომ ობიექტურად ხედავს ან აფასებს სიტუაციას? ეხლა ვკითხულობდი დისკუსიას _ დაიშლება რუსეთი თუ არ დაიშლება. ყველა თავისას ერეკება. არც ერთი შეფასება ნდობას არ იწვევს.
the man of your destiny
ანუ поиск спасителя.
დიდხანს (სადღაც 25 წელი) ვიყავი ჩაციკლული ჩემი "ცხოვრების ტრაგედიაზე": "ეს ხომ უსამართლობაა, როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და იმას არ უყვარდე? ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი! რატომ ვერ ხვდება ის ამას?" _ ნუ, ჰორმონალური ბოდვა მოკლედ.
ხოდა ფერომონების თეორიას რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, როგორ ხდება არჩევა? რატომ მოგვწონს რაღაც ტიპაჟები აშკარად უფრო მეტად, ვიდრე სხვა ტიპაჟები? ვის გვაგონებენ ეს "მიმზიდველი" ტიპები? და კერძოდ რითი გვანან ორიგინალს? ალბათ რამე წვრილმანით: იგივე სუნი, ხმა, კანის სტრუქტურა, სილუეტი, აღნაგობა...
ხოდა საინტერესოა, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მივხვდე, ვის გავდა კობა ჩემთვის? მამაჩემს? ბიძაჩემს? ვინმე ექიმს?
სკუკა მკლავს, სკუკა მაგიჟებს...
ანუ რატო გავშორდი ქმარს.
დაახლოებით 17 წლის წინ გავშორდი ქმარს. და ეს 17 წელია ვცდილობ გავიგო, რატომ. მახსოვს, რომ სამსახურში რეაქტივების კარადასთან ვიდექი და ძალიან დაკვირვებით ვუყურებდი ქილებს, რომელსაც ეწერა "შხამი". და მერე ვიფიქრე, რომ თავის მოკვლა არ ღირს, ჯობს მარტივად გავშორდე. ხოდა გავშორდი, რაც მისთვის დიდი შოკი იყო.
პრობლემა ის იყო, რომ მიზეზი არ მქონდა. ყველა პარამეტრით იდეალური ქმარი იყო _ სვამდა მარტო წვეულებებში (რომ მომეთხოვა, არც იქ დალევდა), არ ეწეოდა, არ ნარკომანობდა, ვირივით მუშაობდა, ფულს მე მაძლევდა, ქალებში არ დადიოდა, მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდა, ყველაფერში მეთანხმებოდა, არასოდეს გვიჩხუბია. მის მშობლებთან ვცხოვრობდით, მაგრამ თუ მოვითხოვდი, შეგვეძლო ცალკე გვექირავა, საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა. სექსი წესრიგში იყო, ჯანმრთელი ბავშვები გვყავდა, მუშაობას არ მიშლიდა, დედაჩემთან მეგობრობდა _ მოკლედ არავითარი მიზეზი არ მქონდა უკმაყოფილების.
თან გადაწყვეტილი მქონდა, რომ აი, მე რადგან უმამოდ გავიზარდე, ჩემი შვილები მამასთან გაიზრდებიან. ამიტომ გაშორების შესახებ აზრსაც კი არ ვუშვებდი. ნუ, სანამ იმ საწამლავების კარადასთან არ აღმოვაჩინე ჩემი თავი...
ყველაზე იოლი ფორმულაა "აღარ მიყვარდა". ხო, მაგრამ, არც მანამდე მყვარებია. ინტერესი იყო, გატაცება, ექსპერიმენტი, დაზვერვა, "მოდი ვცდი", "რატომაც არა". ხოდა მერე რა მოხდა? 17 წელია ვცდილობ გავიგო. არადა პასუხი ხომ უმარტივესია: არაფერი არ მომხდარა _ წავიკითხე წიგნი, გავიგე რა ეწერაა და დავკარგე ინტერესი. მომწყინდა, სულ ეს იყო. და ამის გულიზა თავის მოკვლას ვაპირებდი?!
ჩემს თანამშრომელ შოთიკოს ვუყურებდი ამას წინათ _ წესიერი ქმრის განსახიერებაა. და მერე ვადარებდი ჩემს გიჟ–გადარეულ შვილს, რომელიც ყოველ შაბათ–კვირას სტრაიკ–ბოლზე დაარბენინებს 40–50 კაცს, ომის დაწყებისას აუცილებლად შიგნით ეტენება, უკვე მეორე ცოლი ჰყავს და გვპირდება რომ ამაზე არ გაჩერდება, ხან გაიქცა ამერიკაში, ხან გამოიქცა იქიდან, აღარ ვიცი რამდენი ინსტიტუტი გამოიცვალა და ბოლოს მობეზრდა და დიპლომი უბრალოდ იყიდა... მოკლედ, с ним не соскучишься. ხოდა რაღაცაზე რომ ვუთხარი, შენ ცოლს არ ეწყინება, ვიკენდზე მარტო რომ ტოვებ–თქო _ ჩემს ცოლს ჩემში ეგ მოსწონს, ინტერესები რომ მაქვსო, მითხრა. და მაშინ ვიფიქრე, რომ ალბათ რა მოსაწყენია ცხოვრება შოთიკოსთან. საიმედოა, მოსახერხებელია, კომფორტულია, მაგრამ საშინლად მოსაწყენია. და მოწყენა კი ძალიან საშიში რამაა თურმე!
არადა ეს ხომ ჩემი არჩევანი იყო: უსაფრთხო, საიმედო, კომფორტული კაცი, რომელიც ყველაფერზე წამომყოლი იყო. ეტყობა არ არის უსაფრთხოება ყოველთვის გონივრული არჩევანი...
Что такое хорошо, что такое плохо
კარგი და ცუდი ერთისთვის და მასისთვის ურთიერთსაწინააღმდეგოა. მასა უნდა იყოს მართვად–რაციონალური. ამისთვის შემადგენელი ერთეულების უმეტესობა უნდა იყოს მშიშარა, შურიანი, ძუნწი, ხარბი, შტერი, იოლად დაბოლებადი.
ან პირიქით. უმეტესობა არის ასეთი. ამიტომ მასა გამოდის მართვად–რაციონალური. ან ასე: მასა გამოდის ისეთი, რასაც ჩვენ "რაციონალურს" ვეძახით. და ვინაიდან მისი მამოძრავებელი მოტივები ცნობილია, იგი იოლად მართვადია.
გასაკვირი სხვა რამეა _ რა საჭიროა კარგი ადამიანები?
ზღაპარი 1
ვილიმ იარა–იარა და წააწყდა სოროს.
კაკ–კუკ, დააკაკუნა ვილიმ, ვინ ცხოვრობს ამ სოროში? –კაკ–კუკ!
არავინ უპასუხა.
მიაყურადა ვილიმ და ესმის _ პაკა–პუკი, პაკა–პუკი _ ვიღაცა დაპაკუნობს სოროში.
მოდი, ვნახავ, ვინ არისო – გადაწყვიტა ვილიმ.
შეყო თავიმ მიიხედ–მოიხედა, ვერაფერი დაინახა.
ადგა და ცოტაზე შეძვრა.
_ეი! _ დაიძახა_ვინ ხარ სოროში!
_უუუფ! უუფ!_ გაიგონა უცებ.
და ცხვირში რაღაც წვეტიანი შეერჭო!
წაივლო ვილიმ ცხვირზე ხელი, რომ მოიშორის შერჭობილი ნემსი _ და ეხლა ხელებში უჩხვლიტა ნემსება!
რა არის ეს?
_უფ! უუუფ! _ ეხლა ვილი აფუხფუხდა და უკან–უკან ხოხვით სასწრაფოდ გამოძვრა სოროდან.
ეკლებიც თან გამოჰყვა.
ჩამოიფერთხა ვილიმ და რას ხედავს: ზღარბუნია არ გაუღვიძებია!
_უუფ! უუფ! _ იძახის ზღარბი – ეს ვინ შემოძვრა ჩემს სოროში! ეს ვინ არის, ხელებს რომ იქნევს!
_ ეს მე ვარ, ვილი. შენ ვინ ხარ?
_ მე ზღარბი ბაზღო ვარ. და ეს ჩემი სოროა!
_უი, უკაცრავად, არ ვიცოდი. მოდი დავმეგობრდეთ, არ გინდა?
–მე ძილი მინდა! – უთხრა ზღარბმა.
_კარგი, _უთხრა ვილიმ _დაიძინე და მერე მოვალ. როდის იღვიძებ?
–საღამოს _ წაიდუდღუნა ზღარბმა და სოროში შებანდალდა.
_ხოდა მანამდე მოდი მეც წავუძინებ - გადაწყვიტა ვილიმ.
გადაბრუნდა და დაიძინა.
no - promo actions!
დარწმუნებული ვარ, ყველა პრომო–აქცია მოტყუილებაა. განსაკუთრებით იმის მერე, რაც მაგთის და საქართველოს ბანკის ერთობლივად "ნაჩუქარი" კრედიტ–კარტა ჩემი გაძარცვის საშუალება აღმოჩნდა. ჩემს დას რომ არ გაეწია რეკომენდაცია _ უცხოეთში მაგ კარტიდან ფულის გამოტანა უფასოაო _ არც მაგაზე დავთანხმდებოდი. მივქარე, რომ დავიჯერე. ღირსი ვარ რომ დავისაჯე.
გაქვს პრინციპი? _ მიჰყევი ბოლომდე.
გახსოვდეს: არავინ არასდროს არაფერს არ გჩუქნის, ყველა პრომო–აქციაში შენვე გახდევინებენ ფულს (ხშირად _ რეალურ ფასზე ბევრად მეტს), თან უნამუსოდ გაბოლებენ, რომ ვერ მოტვინო. პრომო–აქციები მომხმარებლის მოტყუილების დახვეწილი საშუალებაა.
არ ენდო!
ძირს ბანკები!
ძირს მაგთი!
გმირები საზღაპროდ
ზღარბი ბაზღო,
ხვლიკი შაკო,
ლოკოკინა მოკო,
ჭიანჭველები ჭიჭი და კო,
გველუკა სსს,
კატა ტატა
და ძაღლი მონი–მონი
Subscribe to:
Posts (Atom)