სიკვდილი აუცილებელია

არ შეიძლება უბრალოდ გაქრე. იმათთვის, ვისთვისაც შენს არსებობას მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია იყოს "არარსებობაში" გადასვლის პროცესი. მტკივნეული, ემოციური, სულერთია დროში რამსიგრძე _ მთავარია იყოს.

შეიძლება ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გაჰყოს ისინი "ვინც რეალურად არსებობს", იმათგან "ვინც რეალურად არ არსებობს, მარტო ჩემს წარმოდგენაში არსებობს"? რომ არ აერიოს რეალური სამყარო არარეალურში?

ან იქნებ უბრალოდ გჭირდება იცოდე, ვისზე უნდა იზრუნო და ვისზე _ აღარ?

ან ურთიერთობის რაღაც ლოგიკური დასრულების მოთხოვნილება გაქვს?

ან იქნებ გონის/პიროვნების გაქრობა იმდენად წარმოუდგენელია, რომ იჯერებ მხოლოდ მაშინ, როცა თანდათანობითი მოსპობის/დეგრადაციის პროცესს ხედავ?

რატომ უნდა ვიმუშავო?

სამსახურში ახალი პროექტის აღების ვარიანტია და უცებ მივხვდი, რომ არ ვიცი, რაში მჭირდება ეს ფული. შევება ახალ უღელში. რისთვის? რომ დედაჩემს მეტი ფული ჰქონდეს სანერვიულოდ? რომ უჩას მეტი შემოეჭამოს და მერე სინდისმა ქეჯნოს? რომ თემოს განძრევის სტიმული არ ქონდეს?

Just money issue?

გოგიმ მიკარნახა საკუთარი თავის გაშიფვრის ეფექტური გზა: სხვაში რაიმე თუ განსაკუთრებულ (ცოტა არაადექვატურად ზედმეტ) თანაგრძნობას ან გაღიზიანებას იწვევს => ვაიგივებ საკუთარ დამალულ პრობლემასთან.

ნანის და ეკას კონფლიქტი. ვადანაშაულებ ნანის და თანავუგრძნობ ეკას. გოგის აზრით იმიტომ, რომ დაახლოებით იგივე კონფლიქტია ჩემს და ლალის შორის. გოგის აზრით ამ კონფლიქტის არსი იმაშია, რომ ერთ ნიშას ვიკავებთ. მე ვფიქრობ რომ არა _ მე მიმაჩნია, რომ ლალი მიყენებს. ემოციურადაც და მარტივად, ფულის ამბავში. მე ვფიქრობ, რომ ლალის შეუძლია იმუშავოს და ფულის შოვნაში დამეხმაროს. მომბეზრდა ყველას მაგივრად მუშაობა.


უმცროსი ძმის კომპლექსი

უფროსი ეჭვიანობს, რომ უმცროსს მეტ ყურადღებას აქცევენ.

უმცროსი ეჭვიანობს რომ უფროსს და მშობლებს შორის მეტი ურთიერთგაგებაა. რომ მათ ურთიერთობის ისტორია აქვთ მის გარეშე. რომ "ყველაფერი კარგი და საინტერესო მის გარეშე მოხდა". და რომ ის ზედმეტია. მის გარეშე უკეთესი იყო. რომ ის უფროს ძმას ხელს უშლის.

ნევროზი

სერიოზულად გამოსაკვლევი საკითხია.

ადამიანს სჭირდება იყოს ავად. неразрешимый внутренний конфликт. შესაძლოა потенциально убийственный конфликт. პრობლემისადმი თვალის გასწორება, აღიარება უკვე დამანგრეველი შეიძლება იყოს. გამოსავალი _ დაავადებაშია.

და იქნებ ყველა დაავადება ნევროზისგანაა?

ან როგორ იცნობენ ნევროტულ დაავადებებს? იქნებ იმით, რომ საწყისი სიმპტომების გამოვლინება ფაქტიურად დათრგუნული ემოციის გამოვლინების მსგავსია?

ემოცია იმალება ფიზიოლოგიაში? დაავადებაში?

Allow Larry be Larry

ალბათ ეს არის მეგობრობის ფორმულა: მიიღო ადამიანი როგორიც არის. დააფასო მისი უნიკალურობა. მისცე უფლება იყოს განსხვავებული. არ ეცადო მოირგო ან მოარგო სტერეოტიპებს.

ყოველთვის ეს მწყინდა ნანა და მაიაში - რომ სცხვენოდათ ჩემი განსხვავებულობის. ცდილობდნენ ისე "დავევარცხნეთ", რომ დიდად არ გამოვყოფილიყავი მასიდან.

ალბათ ყველას ეს უნდა _ დაინახონ და დააფასონ მისი უნიკალურობა.