რატომ ვერ ძლებს ადამიანი მარტო?

რატომ უნდა კუნძულზე მოხვედრილ ადამიანს, რომელსაც გაუმართლა და საჭმელიც აქვს, სასმელიც, არ სცივა, არ სცხელა, საერთოდ არაფერი ყოფითი პრობლემა არ აქვს (არავინ უყურებს და ტანსაცმელიც არ სჭირდება) - რატომ უნდა მას ასე თავგამოდებით უკან დაბრუნება? სადაც უნდა იმუშავოს, იჩხუბოს, იტანჯოს იგივე მდგომარეობის მისაღწევად.

ადამიანი გაუმაძღარია

ტექნიკური რევოლუციის (თუ კაპიტალიზმის?) მთავარი აღმოჩენაა ადამიანის გაუმაძღრობა. ადამიანი არ აღწევვს მდგომარეობას, როცა მეტი არაფერი უნდა. თუ მიაღწია - ეს დეპრესიაა და კვდება. ცოცხალ ადამიანს სულ უნდა კიდევ რამე

თუ მარტო არაა ცხადია.

თანასწორობა მოსაწყენია

იდეაში თანასწორობა გამორიცხავს შურს და დაპირისპირებებს, დაჩაგრულობის გრძნობას. შესაბამისად ცხოვრება უფრო მშვიდი და უსაფრთხო უნდა იყოს.

მაგრამ პაექრობაც კვდება. და ცხოვრება უინტერესო ხდება. ადამიანები ცდილობენ იყვნენ განსხვავებულები. სპობენ ერთნაირობას, თანასწორობას. და ისევ იწყება შური, შუღლი.

თანასწორობა არამდგრადი წონასწორობაა

სიმდიდრე და სიღარიბე

ყველას უნდა იყოს მდიდარი.
ანუ ჰქონდეს ის რაც სხვას აქვს.
სიღარიბე ფარდობითი კატეგორიაა.
ღარიბი ხარ ვიღაცასთან შედარებით.
თუ ის ვიღაცა გაღარიბდა, შენ ნაკლებად ღარიბად გრძნობ თავს.
თუ ის გამდიდრდა - შენ მეტად ღარიბად გრძნობ თავს.

საბჭოთა იმპერია მთელ მსოფლიოს თუ დაიპყრობდა და ყველა ერთნაირი ღატაკი გახდებოდა, ყველა ბედნიერი იქნებოდა.

ანუ ბედნიერების მიღწევა შეიძლება ან ყველას გამდიდრებით, ან ყველას გაღატაკებით. მთავარია - თანასწორობა.

ორი იდეოლოგიაა მსოფლიოში: მოდი ყველა ვიყოთ მდიდრები და მოდი ყველა ვიყოთ ღარიბები. მაგრამ ღარიბების ბანაკიდან ყველას შურს მდიდრების ბანაკის ხალხის. ინდივიდუალურად ყველას უნდა მდიდრების ბანაკში იყოს. ამიტომ მდიდრების ბანაკი გაიმარჯვებს. თუმცა ეს არ ნიშნავვს, რომ ის მართალია.

В пойсках кумира


მგონი ეს მარტო ლალის არ ჭირს. სულ ეძებს ვიღაცას, ვინც მასზე ჭკვიანია. რომ აღფრთოვანებულმა უსმინოს, მისი სიტყვები იმეოროს, მისი რჩევები და დირექტივები შეასრულოს. რომ მიჰყვეს.

ხანდახან ამ როლში მე მიყენებს. ხანდახან - ტელეგმირებს: მარი მალაზონია, დავით აქუბარდია, ლევან ბერძენიშვილი.

მიბაძვა - მაიმუნის ძირითადი უნარი. უცებ ტელევიზიის საშუალებით შენ ხდები მიბაძვის ობიექტი. ხალხი იმეორებს შენს სიტყვებს, პოზებს, ლოზუნგებს. ხდები მათი ბელადი და მიგყავს კაცმა არ იცის საით.

ცხვარს სჭირდება მოძრავი ობიექტი, რომ სდიოს. თხა უბრალოდ მაღალია და ტავდაჯერებულად დაბოდიალობს. ხოდა ცხვრებიც მიჰყვებიან.

საბაზრო ეკონომიკა და ინდივიდუალიზმი

საბაზრო ეკონომიკა, lesse fair, იდეაში უკიდურეს ინდივიდუალიზმზეა დაფუძნებული. ანუ ყველა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე/სარგებელზე ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ არავინ არავის არ ეხმარება. შენ თუ გაგიმართლა და შენს მეზობელს არა, მშვიდად უყურებ როგორ კვდება ის შიმშილით. და ასევე შენ არ დაგეხმარებიან, თუ გაგიჭირდა. ამიტომ, თუ გინდა დაგეხმარონ, წინასწარ უნდა დაეზღვიო - იხადო ფული სამომავლო სიდუხჭირის დასაფარავად (და გაგიმართლოს და შენი სადაზღვევო კომპანია არ გაკოტრდეს).

ზოგ კულტურაში ეს მიდგომა მუშაობს. ზოგისთვის კი ეს მიდგომა ისე დრაკონულად გამოიყურება, რომ არც კი უშვებენ, რომ  ამას ვინმე სერიოზულად გულისხმობს. ანუ, მერე რა, რომ კონკურენტებთან მწვავე ბრძოლაში მოიპოვე ფული. ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს უნდა გაუნაწილო. თუ არადა გაგრიყავენ - ფრიკი ხდები.

საქართველო ასეთი ქვეყანაა. მკვახე კაპიტალიზმი აქ ვერ იმუშავებს. კულტურის წინააღმდეგ მიდის. რუსული საზოგადოებისთვის კი მეზობლის შიმშილი მისაღებია. გაცილებით სასტიკები და მიუტევებლები არიან. კაპიტალიზმის წესებიც სიტყვასიტყვით ესმით და ასრულებენ, რობოტებივით.

ალბათ ამიტომ ვერ იგუა კაპიტალიზმი რუსულმა საზოგადოებამ - ძალიან შეეშინდათ. ძალიან ბევრი დაიმშა და ფიზიკური განადგურების პირას დადგა. ამიტომ ეპოტინებიან სახელმწიფოს (რომელიც მათ საჭმელს ურიგებს) - სხვა პატრონი და იმედი უბრალოდ არ ჰყავთ.

საქართველოში პრაქტიკულად ყველას ჰყავს (იძულებულია ჰყავდეს) ნათესავ-ნაცნობ-მეგობრების ქსელი (safety net), რომლის დახმარების იმედზეც არის (და რომელსაც თავის შემოსავალს უნაწილებს). რუსეთში ხალხის უზარმაზარი მასა უბრალოდ უპატრონოა - არ ზრუნავენ ერთმანეთზე და შესაბამისად არც მათზე ზრუნავს ვინმე.

როგორ და რატომ იმუშავა კაპიტალიზმმა ევვროპაში. ურთიერთდახმარების კულტურა იქ როგორ იყო? მე მგონი გერმანია და ჩრდილო ევროპა ფაქტიურად რუსებივით განცალკევებული ეგოისტები არიან. სისასტიკითაც მე მგონი მსგავსები არიან. მარა იქ იმუშავა. რუსეთში - ვერა. რატომ?