სად იწყება ეკონომიკა?

ეკონომიკა იწყება, როცა არსებობს რამოდენიმე მონაწილე განსხვავებული რესურსებით და არასაკმარისი ძალებით ერთმანეთისთვის ამ რესურსების წართმევისთვის.

ანუ საფუძველია გაცვლის ინტერესი

სასწავლო ინტერნეტ-სივრცე

სასწავლო წიგნებს უნდა ქონდეთ არა ხაზოვანი, არამედ ქსელური ლოგიკა. არც მთლად "ღრუბელი", სადაც თავს და ბოლოს ვერ პოულობ. მაგრამ უფრო "ბევრ-შესასვლელიანი-ლაბირინთი". მოკლე, მცირე დარბაზებით. ადვილად ათვისებადი. საიდანაც მერე ირჩევ, საით მიდიხარ (იგივე ვიკიპედია, ოღონდ მცირე და ადვილად ათვისებადი სტატიებით)

Objections to Milton Friedman

If people do prefer freedom over prosperity why do they keep trying to move from the "free" places like Hong Kong to such "non-free" places as US or EU?

Хлеба и зрелищ!

თუ გინდა რომ მასა კმაყოფილი იყოს, უნდა მიაწოდო საჭმელი და ემოციები. სულერთია რა ემოციები - ცუდი ან კარგი. გართობა. შოუები. რაც უფრო შტერული - უკეთესია.

მასა 3 წლის ბავშვია.

ნოუთბუქის იდეა კრიზისშია

პატარა და მჩატე ნოუთბუქს ძალიან მოწრუპული ეკრანი აქვს და ვერაფერს ხედავ. დიდეკრანიანი კი მძიმე და მოუხერხებელი სატარებელია. აშკარად საჭიროა დასაკეც-გასაშლელი ეკრანიანი რამე. ან ვირტუალური ეკრანი.

დეფრაგმენტაცია

ძილი, დასვენება. ამ დროს ხდება განცდილის გადახარშვა, დალაგება. ფაქტიურად დეფრაგმენტაცია.

იზომორფული და კლასტერული საზოგადოებები

ამერიკული საზოგადოება vs იაპონური საზოგადოება.

საფიქრალია

ადამიანის ევოლუცია

ადამიანთა ყველა არსებულ საზოგადოებას ახასიათებს ორი ტაბუ, რომელიც ინდივიდის ფსიქოლოგიური ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: კანიბალიზმის აკრძალვა (და მისგან გამომდინარე - მკვდართან მოპყრობის რიტუალები) და ეკზოგამია (და შესაბამისად - სექსის აკრძალვა რაღაც ასაკამდე, ქორწინება და ა.შ). რომელი უფრო ადრე წარმოიშვა, რთული სათქმელია. ახალი ცოდნის შეწოვა საზოგადოებაში მარტივი და შედარებით უმტკივნეულო პროცესია. მკაცრი ტაბუს წარმოქმნას კი ძალიან რთული პირობები უნდა უძღოდეს წინ - თითქმის სრული განადგურება (დაავადებებისგან მაგალითად). ითვლება რომ ასეთი "თითქმის განადგურების" მომენტი ადამიანის ისტორიაში რამდენიმე იყო:
ითვლება, რომ ნეანდერტალელი კანიბალი იყო. ყოველ შემთხვევაში მის სადგომებთან ადამიანის დახრულ ძვლებს პოულობენ. თუმცა ეს შეიძლება რელიგიური რიტუალიც ყოფილიყო. აკრძალვის ფონზე.


Codependancy

საინტერესო კონცეფციაა. ეს სტატიები (1, 2, 3, 4) ბევრ აზრებს იწვევს და რაღაცეებს სხვა კუთხიდან განახებს. მარა ძალიან დომხალია

Оффисный планктон

რა სარგებლობა მოაქვს? რა საჭიროა? და რატომ არის ყველა ოფისში?

ქართული ვიკიპედია

რა აზრი აქვს ვიკიპედიის ქართულ თარგმანს? 4 მილიონი ადამიანი ძალიან ცოტაა ცალკე ენისთვის. სათარგმნი ინფორმაცია მეტია ვიდრე მთარგმნელები და მკითხველები. უფრო ადვილია ამ 4 მილიონმა ისწავლოს ინგლისური. ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილმა, რომელსაც ახალის გაგება/წაკითხვა აინტერესებს.

ისევ სოლარისი

WEB–2, ანუ ინტერაქტიული ვებ–გვერდები სულ უფრო ხშირად იყენებენ ვებ–გვერდზე პოსტების აქაჩვა–დაქაჩვის შესაძლებლობას. ანუ რაც მეტ ხალხს მოსწონს პოსტი, მით ზემოთ იწევს ის ვებ–გვერდზე, რაც მეტი აძლევს უარყოფითშეფასებას, მით ქვემოთ "იძირება".

დიდ სურათს რომ შეხედო, ინტერნეტში ასეთი ტიპი საიტებზე ზემოთ ამოქაჩული აზრები ინტერნეტ–სოლარისის ზედაპირზე ამოტივტივებული წარმოსახვების ანალოგიაა.

ანუ WEB–2 ტიპის ინტერნეტი, როგორც ინტერნეტ–საზოგადოების ერთობლივი აზროვნების საშუალება.

საინტერესო ის არის, რომ ზოგი კარგი აზრი თავიდან შეიძლება არაპოპულარული იყოს (ისეთ ხალხში მოხვდეს) და ჩაიძიროს და მის შემდეგ ამოტივტივებას ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. და პირიქით, სისულელეებს შეიძლება ძალიან "ტივტივა" თვისებები აღმოაჩნდეს.

აზრი მარტო ჭკვიანური არ უნდა იყოს. საჭიროა ხატოვნება, რომ ყურადღება მიიზიდო და თან არა უარყოფითი - ესეც შენი მხატვრული ლიტერატურა. შენი აზრისადმი ყურადღების მიპყრობის სხვა ხერხია სამეცნიერო ან სხვა აღიარებული სტატუსი (აბა ნიუტონი მართლა პირველი კი არ იყო, რომელიც მიხვდა, რატომ დაეცა ვაშლი თავში. უბრალოდ მას ჰქონდა ის სტატუსი, რომ მისი აზრი მოესმინათ. იგივე - დარვინი, მენდელეევი და ა.შ. ეს იდეები არსებობდა, უბრალოდ საკმარის სტატუსიან ადამიანს არ ჰქონდა მანამდე ისინი ნათქვამი)

ფეისბუქი

არ მომწონს ფეისბუქი. რატო, ჯერ ვერ ვაყალიბებ.

"The Social Network portrays people ... who turn friendship, the real social life, into networking".

ნეთვორქინგი, როგორც ურთიერთგამოყენება, ანუ არასოციალური ქმედება...

გაერო ჩიხში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო მიხვდა რომ შემდეგი ომი ბოლო იქნებოდა.

გადაწყვიტეს შეექმნათ "შემაკავებელი მექანიზმი": უშიშროების საბჭო, რომელშიც ძირითადი მოწინააღმდეგეები პერიოდულად იკრიბებიან, დადგებიან მუქარის პოზაში, შეაფასებენ ერთმანეთის ძალებს და დაიშლებიან. და ნუ რაც მნიშვნელოვანია, თუ რამე უსიამოვნებაა ან გაუგებრობა მათ შორის, სანამ გამწვავებულა, არჩევენ, ვაჭრობენ, ტრალი-ვალი, და თანხმდებიან რამეზე. ანუ არის ადგილი, სადაც რეგულარულად საუბრობენ, რაც ჩხუბის შანსს პრინციპში ამცირებს, რა.

ნუ ფასადისთვის ამ საბჭოს გარშემო აქვს ე.წ. გაერო - ყველა ქვეყნის ფორუმი, სადაც ყველა ქვეყანა თანაბარი უფლებებით (ხმებით) სარგებლობს. თუმცა ეს ბლა-ბლაა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქ არ მიიღება. ძალიან რომ არ ეწყინოთ, ამ "გარე წრის" ქვეყნებს რიგ-რიგობით უშვებენ უშიშროების საბჭოში. თუმცა მეორეხარისხოვანი წევრების უფლებებით (ანუ ვეტოს დადების უფლების გარეშე).

მოკლედ, ეს არის სქემა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს ძალთა განაწილების გარკვეულ ეტაპზე: 3 ძირითადი მოთამაშე: ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, + 2 არბიტრი: საფრანგეთი და ინგლისი. ახლო წარსულში ძირითად მომაკვდინებელ იარაღს (ატომურ "კნოპკას") მხოლოდ ეს ხუთნი ფლობდნენ. ამდენად ეს სქემა გამართლებული იყო.

დრო მიდის და სიტუაცია იცვლება. ატომური იარაღი "ჟონავს" სხვა ქვეყნებშიც. დღეს ასეთ ქვეყნებს სათითაოდ დასდევენ და ან უმეგობრდებიან, ან ებრძვიან. ბალანსი ასე თუ ისე შენარჩუნებულია.

მაგრამ გაჟონვა გრძელდება. საბოლოო ჯამში დადგება დღე, როცა ატომი რომელიმე ერთ გიჟ დიქტატორს ან ტერორისტს კი ჩაუვარდება ხელში - რო არიქა ეტაკო და გაანადგურო, არამედ უბრალოდ გავრცელდება და მოედება ყველგან: 10 გიჟი მსოფიოს 10 სხვადასხვა წეტილში, 10 ატომური კნოპკით. რას ვშვებით მაშინ?

მეორე მხრივ, ატომური იარაღი ჩრდილო კორეასაც, ირანსაც და სხვა გიჟებსაც უნდათ რისთვის - მართლა საომრად ხო არა - განადგურებული მსოფლიო არც იმათ სჭირდებათ ალბათ. უბრალოდ უნდათ, რომ გახდენ ანგარიშგასაწევი ძალა. ანუ რომ შეუშვან იმ "ვიწრო წრეში", უშიშროების საბჭოს მასონურ ლოჟაში, რომ ელაპარაკებოდნენ პატივისცემით, ბოდიშებით. ანუ ელიტარული, მიუწვდომელი "ზედა" წრის არსებობა იწვევს  ჩაკომპლექსებულ იდიოტთა სწრაფვას მისკენ.

იქნებ დროა რომ ეს დავინახოთ? იქნებ საჭიროა რომ მოისპოს ეს მაცდუნებელი "ზედა წრე"? იქნებ თანაბართა ყრილობა უფრო ეფექტური იყოს გიჟების განეიტრალებაში?