ვიწყებ თავის დაფასებას

ძალიან ამაყი ვარ, რომ უარი ვთქვი იოლ და ფულიან სამუშაოზე _ სამწუხაროდ არ მცალია-თქო. ოღონდ არ ვარ დარწმუნებული მიზეზი რაა: ის რომ ვაკეთებ საინტერესო საქმეს და არ მინდა დეგენერატიზმზე გადართვა, თუ ის რომ იმავე ტიპებმა წინა დეგენერატულ პროექტში იმდენი მაწვალეს, რომ მყარად გადავწყვიტე, შემდეგზე ამათ უარს ვეტყვი-თქო.

სულერთია. მთავარია არჩევანი გავაკეთე იოლ ფულსა და თავმოყვარეობას ან საინტერესო საქმეს შორის.

ჩაციკლვა

მოხდა ისე, რომ სამსახურში ვაკეთებ იმას, რაც მინდა. რაც დიდი ხანია მინდოდა, ვოცნებობდი, გეგმებს ვაწყობდი. იოლი არაა. ბევრი ფიქრი მიხდება. ვიღლები, ვშტერდები, არაპროდუქტიული ვხდები _ და აქ იწყება პრობლემა: როგორ დავისვენო? არაფერი სხვა არ მაინტერესებს. მაინტერესებს ზუსტად ის, რაც ეხლა ჩემი სამუშაოა. ხოდა როგორ დავისვენო ამ საინტერესო სამუშაოსგან?

უუუ! უნდა გამოვიგონო რაღაც ახალი გატაცება მხოლოდ იმისთვის, რომ დავისვენო? გოგიმ _ ნამცხვრების ცხობა დაიწყეო.

ბრძოლა შვილთან

ისევ იმაზე ვფიქრობდი _ უჩა რომ უკმაყოფილოა, მე რატომ არ ვურჩიე უმაღლესში სად ჩაებარებინა, რომ იმას წინააღმდეგობის სურვილი გასჩენოდა და მაშინ იქნებ მიხვედრილიყო, მართლა რა უნდა.

მე მგონი ეს სისულელეა.

ჯერ ერთი, წინააღმდეგობის სურვილი არ არის მაინცდამაინც რაციონალური გზა საკუთარი მიდრეკილებების დასადგენად. შემთხვევით რომ გამერტყა და ის მერჩია, რაც მისი მიდრეკილებაა? მაშინ ხომ ნამდვილად მცდარ გადაწყვეტილებას მიიღებდა?

გარდა ამისა, როგორ გინდა საკუთარ შვილს, რომელთანაც კონფლიქტი არ გაქვს, გენდობა, აქამდე სულ შენ ჭკუაზე დადიოდა, ურჩიო რაღაც ისეთი, რაც მისთვის ცუდია, იმ იმედით, რომ წინააღმდეგობის სურვილი გაუჩნდება და არ დაგიჯერებს. და რომ არ გაუჩნდეს? რომ დაგიჯეროს? ესე იგი კიდევ რაღაც პეფორმანსი უნდა მოაწყო, რომ გაბრაზდეს და საწინააღმდეგო გააკეთოს? (მაგალითად, კი არ ურჩიო, მოსთხოვო, ან უბრძანო, ან უყვირო). და მაინც რომ დამიჯეროს?

ან მერე უარესი ნაწყენი არ დარჩება _ მე შენ გენდობოდი და შენ კი რაღაც მანიპულირება დაიწყეო?

არ აიღო, ჩემი სათამაშოა!

მონდომებულ მშობლებს არ მოსწონთ ბავშვის დატოვება ისეთ ადამიანთან, რომელმაც ბავშვის გაზრდა კარგად იცის, თავდაჯერებულად ექცევა მას და რომელთანაც ბავშვი კარგადაა.

მარტო იმიტომ არა, რომ იმ ბავშვისთვის მშობელი ერთადერთი აღარ არის - ძიძასთანაც კარდაგაა.

კიდე იმიტომ, რომ ის ბავშვი იმ ძიძის ხდება ნაწილობრივ. იმის გავლენის ქვეშ ექცევა. იმის ჩვევებს აკოპორებს. იმას ემორჩილება.

ანუ რად გინდა ბავშვი?

წურბელობა

მე ამ მოვლენას ვამპირობას ვეძახი, გოგი _ პიავკობას. ლიდერად რომ აგირჩევს ადამიანი და მერე შემოგციცინებს და დაგსდევს უკან. ცხვარი. გიყენებს პარავოზად და ვერაფრით ვერ თავისუფლდები. აუტანელია. როგორ ძლებენ ლიდერები?

მივხვდი, რომ ჩემი ქმრის მადლიერი უნდა ვიყო _ არ მომცა წურბელობის უფლება. ფაქტიურად გამაგდო სამსახურში.

ვინმე უნდა აფრთხილებდეს შეყვარებულებს ან ახალდაოჯახებულებს, ნუ წურბელობენ. რომ ეს აუტანელი ტვირთია.

და რა ქნას ადამიანმა, რომელიც ბუნებით წურბელაა და სულ ეძებს პატრონს?

და რა ქნას ადამიანმა, რომელიც წურბელის გვერდით ცხოვრობს? ყოველგვარი კონტაქტის გეშინია, რომ არ მოგეწეპოს და არ ჩამოგეკიდოს.

ცხოვრება მომაკვდავთან

როცა შენს გვერდით ადამიანი კვდება. არესბობს ორი ვარიანტი _ თანამონაწილეობა და დისტანცირება. მეორე უფრო ადვილია. პირველი _ უფრო ჰუმანური, მაგრამ ძალიან ძნელი. ფაქტიურად შენც კვდები მასთან ერთად. თან იმის ტანჯვას ბოლო აქვს _ ის რეალურად კვდება. შენსას _ არა, იმის სიკვდილის მერეც იგივე განცდებში ხარ.

თუმცა არის ბონუსი _ რაც არ გვკლავს, გვაბრძენებს. ყველაფერი რომ ჩათავდება (თუ ცოცხალი გადარჩი) სიკვდილგამოვლილი ხდები. ანუ საკუთარი სიკვდილის არ გეშინია.

და მაინც მენანება საკუთარი თავი, ცხოვრება, დრო, ენერგია ამ კოშმარისთვის. დისტანცირება ბევრად იოლია.

not a good girl

ვცდილობ არ ვიყო "კარგი გოგო". არ ვცდილობდე ვასიამოვნო ყველას გაშემო. და დავიცვა ჩემი, და არა თავხედი აფრისტების ინტერესები. და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე _ როგორც ისინი მაბოლებენ და მეკაჩავებიან, ზუსტად იმავე არგუმენტებით და მეთოდებით ვუმტკიცებ, რომ ჩემი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ.

ტაქსის მძღოლი. რომელსაც მოელაპარაკე, რომ გადაუხდი 400 ლარს ბათუმში წაყვანა–წამოყვანაში, ოღონდ აუცილებელია ქვითარი. და გაწვება, რომ ფული დღეს, და ქვითარი _ ხვალ. "პატარა ხომ არ ვარ", "როგორ არ მენდობით" და ა.შ. მერე იწყება წუწუნი, რომ აი, ხვალ ტყუილად ორი გზა უნდა გააკეთოს, რომ ქვითარი მოგვიტანოს და ფული წაიღოს, ისე კი ერთი გზა დასჭირდებოდა. არა! მაგ შემთხვევაში მე მექმნება პრობლემები, მე დამიწყებს ჩხუბს ბუღალტერი, რომ არც ფული მოვიტანე და არც ქვითარი. რატომაა მისი დისკომფორტი გასათვალისწინებელი და ჩემი არა? იქნება ქვითარი _ გადავიხდი ფულს. არა _ არა.

დამეხმარა ბრაზი. ტიპი სუსურუკუს დროს გემის კაპიტნის მოადგილე იყო по политической части _ ანუ მინიმუმ პარტიული ნომენკლატურა. მერე _ ხან რის დირექტორი, ხან რის. ბუნებრივია ეხლა წუწუნებს, რომ "ამ მთავრობის ბრალია", რომ მისი ცხოვრება უკუღმა მოტრიალდა. აბა ხომ არ იტყვის გოთვერანი რომ ვიყავი იმის ბრალიაო... ხოდა 12 საათი ასეთი ტიპის ატანა ისე რომ არ მიახალო ცხვირში რასაც ფიქრობ მასზე და მისნაირებზე, როგორია? სამაგიეროდ შევძელი ქვითრის საკითხში მაგრად დადგომა. ვინმე წესიერი და საცოდავი რომ ყოფილიყო, ალბათ ვერ შევძლებდი.

არა, ორჯონიკიძის ძეგლის ჩამოგდებაზე და მისი სახლმუზეუმის გაუქმებაზე რომ აწუწუნდა, მაშინ კი მოვახერხე კატეგორიულად მეთქვა, _ ნუ ხომ მოღელატე იყო და აბა რა უნდა ექნათ–მეთქი. იცოცხლე, მოკეტა. მარა დანარჩენ განმარტებებზე თავი შევიკავე _ ახლა ვიღაც დეგენერატის აღზრდაზე ვერ დავიხარჯები. განაგრძოს დეგენერატობა. იმედია მალე მოკვდება.

დაიღალა მაგრა და რომ არ დამეძინოს, მელაპარაკეთო, გვითხრა. სულ მინდოდა მეკითხა, იმაზე მოყევი, ნომენკლატურშჩიკი როგორ გახდი–თქო. გამოდის, რომ მაინც კარგი გოგო ვარ _ არ ვკითხე.