რად გინდა სიცოცხლე?

ერთ ამბავში არიან, რატოა სიცოცხლე ასეთი მოკლე, რატო ვკვდებითო. და ამ დროს რას არ იგონებენ, რომ ამ სიცოცხლის წუთები როგორმე გაიყვანონ...

რად გინდა სიცოცხლე? რომ გაერთო? და გართობა რად გინდა? რომ დრო გაიყვანო. და რატო გაგყავს დრო, რომელიც არ გყოფნის?!!!

რას ნიშნავს დროის "გაყვანა"? გავიდეს ისე, რომ ვერ შევამჩნიო. რა ვერ შევამჩნიო? რომ გავიდა? რატო? მეშინია როცა ვამჩნევ რომ დრო გადის, იმიტომ რომ ცოტაღა მრჩება? თუ აუტანელია როცა არ გადის ან ნელა გადის?

მოკლედ, რატო გამყავს დრო? მეშინია რომ ჩქარა გადის, თუ მინდა რომ ჩქარა გავიდეს?

რა არ იყიდება?

დოდი გუშინ აღფრთოვანებული ყვებოდა, დედამისი როგორ ჩალიჩობს, რომ უშოვოს პროექტი თბილისის მერის არჩევნებში უგულავას პროპაგანდისთვის. გუშინ მასთან ერთად ვხალისობდი. დღეს გამოვფხიზლდი და დავფიქრდი: ხელფასის გულიზა ეს ბავშვები ყველაფერზე თანახმა არიან? თუ არის ზღვარი სადმე?

გოგიმ - პროფესიონალისთვის ყველაფერი გაკეთებადი უნდა იყოსო. თუ მის სხვა ვალდებულებებთან კონფლიქტში არ მოდისო. ხოდა რობოტი ხომ არ ხარ, მოქალაქე ხარ და ფეხზე არ გკიდია, შენი ქალაქის მერი ვინ იქნება. თუ იცი, რომ შენი საქმიანობით რამოდენიმე მოყანყალე ადამიანს მაინც გადმოქაჩავ უგულავასკენ, ამან ხომ უნდა გაგაჩეროს? კი, CV-ს აიკრეფ. მარა სინდისი?

Чтиво

გუშინ ღამის სამ საათამდე შევყევი ვინმე სანდრა ბრაუნის რომანს. ინტრიგის და დაინტერესების კარგი ეკზემპლიარი იყო. კარგად არის განაწილებული ინფორმაცია, მინიშნებები, რომ თანდათან მიხვდე, საით მიდის საქმე. მერე სიუჟეტის დაძაბვა, იქ ლუბოვი, აქ დაპირისპირება და სასიკვდილო საშიშროება, სიკვდილი, დასახიჩრება, სიძულვილი, შურისძიება, მეგობრული ერთგულება, ღალატი, მეამიტობა, სითავხედე, სექსი _ ყველაფერი კარგად აზელილია ერთმანეთში და გითრევს. არის პატარა "ნესასტიკოვკები" და გადამლაშებები ან გადატკბილობები, მაგრამ არა უშავს (და ახლა მეც მისჯილი ხომ არ მქონდა, ზოგ ნაწილებს გადავურბინე).

თუმცა სულ მაკვირვებს _ რა მარაზმია წერო მაინცდამაინც მარტო იმ წრეზე სადაც შენ ტრიალებ _ ანუ მწერლების, გამომცემლების. მკითხველისთვის ეს რატომ უნდა იყოს საინტერესო? ის ხომ სხვა წრეშია.

გივისნაირი ყველაფერზე წამსვლელი პადლეცი ტიპი იყო უარყოფით პერსონაჟად. მარა გივისთან შედარებით 'ხიშნიკი" იყო. გივი სხვისთვის მგონი არ წაურთმევია პროექტი ან საქმე, თავისას არავის აკარებდა უბრალოდ. ან იქნებ არ ვიცი? ან ვერ მოასწრო?

არ მინდა გარნირი!

ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ნაწარმოებს წავიკითხავ ისე, როგორც მე მინდა და არა ისე, როგორც ავტორს. გააწყალეს გული! არმაინტერესებს იქნებ ეს გადამლაშებული წყლის ნაყვა. ვერ ვკაიფობ. გამაგებინეთ, რისი თქმა უნდა და მერე გადავწყვეტ, ვუსმინო მის მსჯელობებს ყურადღებით თუ ყურებს შუა გავუშვა!

მოკლედ ასე: ჯერ ვარკვევ, რისი თქმა უნდოდა. მერე _ როგორ ამბობს ამას.

ორჰან პამუკის "შავ წიგნს" ვკითხულობდი. დავიტანჯე უსასრულო უგრძელესი ზანუდნი ალეგორიებით _ არ ვარ ახლა მათ ხასიათზე. და მოკლედ გადავათვალიერე და გავარკვიე, რისი თქმა უნდოდა _ რომ ადამიანისთვის საკუთარი თავის პოვნის ერთადერთი გზა სხვის ტყავში გადაძრომაა. საინტერესო თეზაა. ვიფიქრებ და შეიძლება მერე ნაწილები წავიკითხო კიდეც.

აი ასე. არ ვიცი მე კარგი და ცუდი მწერალი _ მე ისე წავიკითხავ, როგორც მე მინდა!

Artifical Intelligence

მე არც კი შემიმჩნევია, რომ ეს უჩას საყვარელი ფილმი იყო. ნეტა ამიტომ დაირქვა კიბორგი?

საინტერესოა, რომ თავის დროზე მეც გადავწყვიტე, რომ რობოტი ვარ. იმიტომ რომ გრძნობების აყოლას და გონების დაკარგვას მარტო შეგნებულად თუ ვახერხებ. პრაქტიკულად ყოველთვის რაციონალური ვარ. ქიმიური მანქანა. მაგრამ მანქანა.

მაგრამ ის რობოტი დევიდი ფილმში პრაქტიკულად არ არის რობოტი. რაღაც გრძნობებზე და განცდებზეა მინიშნებები. ისევე, როგორც "ვოლლი" სრულებით არ არის რობოტი. მაგათთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება სრულებით არ ნიშნავს, რომ რობოტი ხარ.

რა არის უჩა? რაციო თუ რობოტის როლის მოთამაშე ადამიანი?

მატრიცა

ვაჩოვსკებს სათქმელი ჰქონდათ.

ერთი: თვითონ მატრიცის იდეა, ანუ რომ რეალობა ლამაზი ილუზიაა და ნამდვილი რეალობა მძიმე და არამიმზიდველია. ხოდა მერე პატარა სპეკულაცია თემაზე _ ვის რა უჩევნია, ლამაზი ილუზია თუ უშნო რეალობა (ახალი არაა მაგრამ მუდმივი სამსჯელო თემაა).

მეორე – რასაც პიფია აკეთებს. როგორც გინდა გაიგე – ფაქტიურად მანიპულირებს მორფიუსით, ტრინიტით და ნეოთი, რომ მიიღოს სასურველი შედეგი _ ადამიანი, რომელიც მატრიცას მოერევა. მაგარი საკაიფო სქემაა, რომელიც სხვაგანაც ბევრჯერ არის გათელილი, მაგრამ მაინც საინტერესოა:

გზის გამკვალავი (მორფიუსი, იოანე წინასწარმეტყველი), რომელსაც სწამს მესიის და ამ მესიასაც გადასდებს თავის რწმენას.

ქალი, რომელსაც აგრეთვე სწამს, პლიუს უყვარს ეს მესია და მხარს უმაგრებს მორფეუსს მის დარწმუნებაში.

და ბოლოს თვითონ მესიის დახმარება, რომ მან თავისი ძალები "იპოვოს", საბოლოოდ ირწმუნოს. უნდა გაიაროს გამოცდა და გამოვიდეს გამარჯვებული. და პიფია აძლევს იმ უსტანოვკას, რომელიც ამ გამოცდის ჩაბარებისთვის საჭიროა _ შენ არ ხარ რჩეული, მაგრამ ადამიანს, რომელიც შენზე ბევრად უკეთესია, სჯერა რომ ხარ და ის თავის სიცოცხლეს გასწირავს შენთვის. ანუ არ აძლევს საშუალებას რომ ამპარტავნებაში გადავარდეს და თავის თავის დაზოგვა დაიწყოს. და უბიძგებს, რომ წავიდეს დიდ რისკზე, ვინაიდან უნდა გადაარჩინოს მასზე უკეთესი და საჭირო ადამიანი – მორფეუსი. და აქ, სიკვდილის პირას (პრაქტიკულად მიღმა) ნეო აღმოაჩენს თავის ძალებს.

რელიგიების მთელი საუბარი მკვდრეთით აღდგომაზე ამაზეა _ ერთი პიროვნება უნდა მოკვდეს შენში, რომ მეორე გაჩნდეს. ტანჯვა და სიკვდილი უნდა გაიარო, ახალი ცხოვრება რომ დაიწყო. მაგრამ ამისთვის გჭირდება ძლირი მოტივაცია. რაციონალურზე უფრო ძლიერი (იმიტომ რომ სიკვდილის პირას რაციო/გონება ქრება). ანუ ირაციონალური. რწმნა. სიყვარული. რამე ისეთი, რაც გონების მიღმაა.

ისევ ლიტერატურა

და თუ სათქმელი არაფერი გაქვს? ისტორიების საინტერესოდ მოყოლის ტექნიკას ფლობ, მაგრამ ისტორიები არ გაქვს. მარამ ტექნიას ფლობ. და იცი, რომ სრული სიცარიელის მოყოლასაც შეძლებ ისე, რომ მოგისმინონ. ხოდა რატომ არა? _ და გამოდის ბახა–ბუხა "ექშენ" ფილმი ან "ჩტივო", ჟუვაჩკა, გემო აქვს, ღეჭავ, ყლაპავ და ვერაფერ იღებ _ ვერ ძღები.

რატომ მაწყნარებს ლაგება

ლაგება, დაგვა, გაპილესოსება, გაზონების კრეჭვა _ გარემოს აწყნარებ და შენც წყნარდები.

თუ სადმე შედარებით ბევრი ძალაა საჭირო და დამღლელი მოქმედებებია _ არც ესაა ცუდი. იმ ადგილეზე მუშაობის აკომპანიმენტიად რაიმე ბრაზიანი ფიქრები ჩნდება, რომელიც იქვე რჩება, შენ კი თავისუფლდები. სასაცილოა _ იმ ადგილას ხელახლა თუ მივედი და იგივე საქმიანობა დავიწყე, ის ფიქრები ბრუნდება. თუ არა _ თავისუფალი ვარ და დაწყნარებული, კეთილგანწყობით ვუყურებ სამყაროს.

ქიმია.

მარტოობა აბოროტებს

საოცარია, რატომ.

შიში? დაძაბულობა/მობილიზებულობა?

აი ეხლა ვიღაც ქალზე წავიკითხე, რომელიც რუსეთში ციხიდან თავის ქმრის გამოყვანაზე ჩალიჩობდა, დაიჭირეს, რაღაც ოპერაცია გაუკეთეს და მერე სეპსისით მოკლეს. ქმარი ციხეშია, ბავშვები _ ბავშვთა სახლში. წარმოვიდგინე რა ბედი ელით მათ _ ძალადობა, მონობა. ძალიან გავმწარდი და გავბრაზდი. შევატყვე რომ მაქვს სერიოზულად გაბრაზებული სახე, მოკუმული ტუჩები, ბრაზიანი გამოხედვა _ საწყალი ძაღლი, ზის და მიყურებს ასეთს. ახლა ვინმე რომ იყოს გვერდით, ან მოვუყვებოდი და ერთად ვივიშვისებდით და განვიტვირთებოდი, ან სხვა რამეზე გადავერთვებოდი ან უბრალოდ ვაიძულებდი ჩემს თავს, ცივილიზებულად მოვიქცე. არც ყურადრების გადამრთავი და არც დამმუხრუჭებელი მექანიზმები რომ აღარ არის _ მაზალოა. ყურყუმალდები საკუთარ განცდებში/ფანტაზიებში და რეალობას საერთოდ კარგავ.

დასკვნა: მარტოობა თავისუფლებაა. მათ შორის უარყოფითი ემოციების. რაც საშიშია.

წამო, წამო, კიდევ ცოტა...

უჩა ალბათ 4–5 წლის იყო, თემო _ უკვე იმხელა, რომ კალიასკაში იჯდა. ავიჩემე ყოველდღიური სეირნობები საბურთალოდან ვაკეში (გოთუას ქუჩიდან ზევით, იოსებიძეზე, მერე დოლიძე და მზიურით ჭავჭავაძეზე) და უკან. ვაკეში დედაჩემთან ბავშვებს ვაჭმევდი, ვაძინებდი და მერე მივჩაკაკობდით უკან, სახლში. თემო ნარინჯისფერ დასაკეც კალიასკაში, უჩა კი _ ფეხით. ბუნებრივია, ძალიან იღლებოდა და ბოლო მეტრებს უკვე ძლივს მოღოღავდა ბავშვი.

ხოდა აი, სულ რომ იგონებ რაღაცეებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგას. აი, ნახე, რა საინტერესო მანქანაა იქ, წამო–წამო, ვნახოთ როგორია! ან ვიწყებთ მანქანების გარჩევას _ აბა რომელია, ან თვლას, ან რამე მსჯელობას. მთავარია, არ გაჩუმდე, სულ უნდა გაართო, რომ ვერ შეამჩნიოს რომ დაღლილია და არ აწუწუნდეს...

რაღაც ეგეთია წიგნები/კინოების "საინტერესოობა". რამენაირად გაგართოს, გაგიტაცოს, აგიყოლიოს, რომ წაიკითხო ან უყურო ...

მარა არის ნაწარმოებები, რომ ასე სულ მიყავხარ, მიყავხარ, და სახალისოა ეს წაყოლა და ბოლოს არც არაფერია ბოდიალის გარდა.

მაგალითად, რაზეა "სიმარტოვის ასი წელი"? მაგარი საკაიფო წასაკითხი ნაწარმოებია. და ბოლოს რომ იხსენებ, რა უნდოდა ეთქვა ავტორს, არაფერი არ გახსენდება. ვიბოდიალეთ რა, ასწლიანი ლაბირინთი გავიბოდიალეთ. საინტერესო იყო. შეგიძლია დამთავრებისას იქვე თავიდან დაიწყო _ ისევ საინტერესო იქნება. არ ვიცი, იქნებ უნდოდა ავტორს ამ ბოდიალით რაიმეს თქმა _ მე ნამდვილად ვერ გამოვიტანე ის "რაიმე".

უგემურ საჭმელს ვერ შეჭამ

არა.

ლიტერატურა კი არის ინფორმაციის გადმოცემის საშუალება (ნუ, ინფორმაცია ვიღაცის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ან ვითომ–გამოცდილებაზე, ან შესაძლო–გამოცდილებაზე, ან მარტივად ფანტაზიებზე _ ყველა ვარიანტში გამოცდილებაა. თუნდაც იმისა, რა იფიქრა, წარმოიდგინა, ივარაუდა სხვამ). მაგრამ არა მარტო ეს არა.

კიდევ არის გართობა/ჩათრევა/გატაცების მომენტი. ანუ კითხვა (ყურება) იოლი, საინტერესო რომ იყოს. რომ იკითხებოდეს, რა.

ნუ, როგორც საჭმელში _ ერთია კალორიულობა/სარგებლიანობა, მეორე _ გემო, ანუ პროცესისგან მიღებული სიამოვნება, პროცესში ჩათრევის მეთოდი.

ანუ შეიძლება სათქმელი და გასაზიარებელი ბლომად გქონდეს. მარა წერდე დაახლოებით როგორც დარვინი ან ფროიდი _ სრულებით არაწაკითხვადი ენით.

სხვა ნიჭია, როცა ნებისმიერი ისტორიის/სათქმელის საინტერესო/გამტაცებელ ფორმაში მოქცევის, დამაინტრიგებელი მოყოლის/გადმოცემის უნარი გაქვს. თუმცა სათქმელი სეიძლება არაფერი გქონდეს , მარა მერე რა _ აიღებ იმის ნათქვამს, ქე რომ ჰქონდა სათქმელი და გაუგებრად ამბობდა და მოყვები ისე, რომ ყველა გატაცებით მოგისმენს. და ხარ მწერალი.

დასკვნა: მწერალი კარგი მომყოლია და არა ღრმა მოაზროვნე.

ზღაპრები

ზღაპრები რა საჭიროა?

უბრალოდ ენის სწავლება პატარა ბავშვებისთვის? სიტყვების შეთანხმებების ვარჯიში? ენის ფხანა?

მიკროისტორიების/სცენების გათამაშება/გავარჯიშება (გამარჯობა–გაგიმარჯოს–როგორ ხარ?–კარგად, იმან ის თქვა–ამან ეს უპასუხა)? ქცევის მიკროკლიშეების დამახსოვრება? მარტივი ცხოვრებისეული "ჭეშმარიტებების" მიწოდება? თან საკუთარი კულტურის საძირკვლების ზიარება (რა არის ცუდი და კარგი, რა არის მოსალოდნელი, რა ქცევის ტიპები არსებობს)

ანუ არა მარტო ენის ფხანა _ ინფორმაცია საფუძვლების შესახებ. ანუ ცხოვრების ინსტრუქციის შესავალი!

მაგალითად სრულებით დეგენერატული ზღაპარი 'წითელქუდა". შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ რომ:
ავადმყოფ ბებიაზე უნდა იზრუნო;
მგელი საშიშია;
ტყეში მარტო სიარული საშიშია;
მსგავსება არ ნიშნავს ტოლობას, უნდა იყო დაკვირვებული;
უცხოებს ნუ ესაუბრები;
მგელმა შეიძლება შეგჭამოს:
შეჭმული ხვდება მუცელში; თუ მუცელს გაჭრი, შეჭმულს ნახავ;
შესაძლებელია "ცოცხლად გადაყლაპვა";
მუცლიდან შეიძლება ცოცხალი ბავშვის ამოყვანა;
და ა.შ.

თუმცა ცრუ უნფორმაციაც ბევრია. მარა ეგ არაა მნიშვნელოვანი ეტყობა. ბავშვმა იცის, რომ ზღაპარი სიტყვასიტყვით არ უნდა გაიგოს.

ფანტასტიკა

ფანტასტიკა რატომ არის საინტერესო?

ურთიერთობების არსებული მდგომარეობის (ან განვითარების არსებული ტრენდის) ექსტრაპოლაცია შეცვლილ გარემოზე. ამ ურთიერთობების გამოკვლევის თავისებური მეთოდა. In vitro. ექსპერიმენტული პირობები. კუნძული. ლოსტი, რა. უფრო სწორად ლოსტის პირველი სეზონი. მერე მარაზმში გადავარდნენ, ზედმეტი პოპულარობისგან დაიბნენ ეტყობა.

დეტექტივი თუ ქრონიკა?

რატომ აინტერესებს ადამიანს უფრო ნეგატივი, ვიდრე პოზიტივი? დედა ტერეზას საქმეების ქრონიკის წაკითხვაზე გეძინება, დეტექტივების კითხვით კი ერთობი.

ისევ ლიტერატურა

კარგი, ვთქვათ ლიტერატურა არის გამოცდილების ფართო გაზიარების საშუალება (პრინციპში _ ძალიან მნიშვნელოვანი ევოლუციური კომპონენტი!). მარა რატო რაღაც ცხოვრებისეული ისტორიების სახით? ალბათ, უფრო იოლი აღსაქმელი რომ იყოს. მეცნიერული ნაშრომი ან ისტორიული ქრონიკა მოსაწყენია. თან მხატვრული ლიტერატურა/კინო ოყენებს ადამიანის გარდასახვის საშუალებას. ადამიანი კითხვისას თავის თავს წარმოიდგენს მთავარ გმირად. მოყოლილს/ნანახს აღიქვამს, როგორც საკუთარ თავგადასავალს, გამოცდილებას. ალბათ ასე ინფორმაციის გადაცემა უფრო იოლად ხდება. თუმცა იდეოლოგიის თავსმოხვევაც უფრო იოლია.


ამპარტავანი მათხოვრის სინდრომი

რუსეთი. რომ გაჩერდეს, რა გამოვა? გამოჩნდება, რომ ლპობის ფაზაში გადასული გაღატაკებული და საკუთარი ჩინოვნიკი ვირთხების მიერ გამოჭმულ–გამოხრული ქვეყანაა. საცოდაობა, რომლის დახმარებაზე თავს დიდად არავინ შეიწუხებს _ დალპეს ბოლომდე და ნაწილებად დაიშალოსო, იფიქრებენ.

ერთადერტი გზა, აიძულო ძლიერი ქვეყნები რუსეთს დაეხმარონ _ გაგიჟებული რუსეთის მიერ მსოფლიო ომის წამოწყების მუდმივი საშიშროება. ამიტომ რუსეთი იძულებულია გიჟის როლი ითამაშოს. დასავლეთისთვის მუდმივი შეხსენება, რომ Noughty Vovochka–სთან აქვთ საქმე და თუ უნდათ, რომ პრობლემები არ შეექმნათ, მუდმივად უნდა იზრუნონ მასზე _ აწყნარონ რამენაირად. _ როლები განაწილებულია.

მაგრამ დასავლეთი საკმაოდ ძუნწია და თვლა კარგად იცის _ რამდენ ხანს გააგრძელებს გიჟის დაწყნარებას? ბოლოს ალბათ გადაწყვეტს, რომ ლობოტომიის დრო დადგა...

ქალური ბედნიერება

http://dodka.ge/2009/08/08/tri8/#comments

რა ჰორმონია ნეტა ქალების ეიფორიას რომ იწვევს? და რა კონცენტრაციითაა საჭირო?

კულტურა

კულტურა ალბათ ხედვის (ფაქტების ინტერპრეტაციის) და რეაგირების (ქცევის კლიშეების) ერთობლიობაა. მხატვრული ლიტერატურა/კინო კი _ ამ კულტურის გაცნობის საშუალება.

რა საჭიროა მხატვრული ლიტერატურა?

ხა–ხა! მგონი ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რა საჭიროა მხატვრული ლიტერატურა _ ცხოვრების ინსტრუქცია არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს სხვისი გამოცდილების გაზიარების საშუალება. ტიპა: აი ეს ხელსაწყო გამოიყენა მარომ და ასე გამოუვიდა, მერე კეკელამ _ ისე გამოუვიდა. ნუ, მთლად ინსტრუქცია ვერაა, მარა რაღაც ინფორმაცია მაინცაა. მართალია, კაცმა არ იცის სწორი წერია თუ არა, მართლა ესე მოხდა თუ არა, მერე კიდევ დამწერმა სწორად გაიგო თუ არა და ა.შ. მოკლედ, თავისუფლად შეიძლება სრული ზღაპარი იყოს.

კიდევ კითხვა: როგორ უნდა დაიცვა თავი ამ ლიტერატურით თავს მოხვეული ხედვის/ფაქტების ინტერპრეტაციის და რეაგირებისს/ქცევის კლიშეებისგან?


დიანეტიკა

ქვეცნობიერების შედგენილ იდიოტურ "პროგრამებთან" (რაც ხშირად დაავადებებს ან უბედურ შემთხვევებისადმი ან წარუმატებლობისადმი იწვევს) ბრძოლის მეთოდი არის პროგრამის გამომწვევი 'უსტანოვკის" ამოქაჩვა ცნობიერების დონეზე, გააზრება და განეიტრალება, მოხსნა.

მე მგონი დიანეტიკის მეთოდი "დაბრუნდი წარსულში, რაც შეიძლება ადრეულ მტკივნეულ მომენტში" ზოგი მრუდე უსტანოვკების ამოქექვის საშუალებას ნამდვილად იძლევა. თუმცა ალბათ არ არის საჭირო მეთოდის ზუსტი და სიტყვასიტყვით მიდევნება (არადა გეშინია, რამე არ დააზიანო,და მისდევ): მეთოდი ითხოვს დიდობიდან ამოიღო ბოლო ემოციური განცდა, ბავშვობიდან – რაც შეიძლება ადრეული ფიზიკური ტკივილი. თემო მაგალითად ბავშვობის ტკივილად, უსიამოვნო გრძნობად ჯიუტად ყვებოდა გოგის დაბადების მომენტზე, რომელიც მისთვის ფიზიკური ტკივილი კი არა ემოცია უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფაქტია, რომ ტრავმა იყო და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ბავშვმა თავისი თავი "პატარად ყოფნაზე" დააპროგრამა. მე კი მეგონა, ამის მეტი რომ ვერაფერი ამოვიღე, არაფერი გამოვიდა–თქო. რაღაც მაინც გამოვიდა _ პროგრამა შესუსტდა, ჰიპოფიზმა ჰორმონების გამოყოფა ნელ–ნელა დაიწყო.

მამაჩემმაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ ისტერიკებს მიწყობდა, თავი დამანებეო, მომიყვა მთავარი, მე კი ვერ მივხვდი (ან რომ მივხვერდილიყავი, რა უნდა მექნა, არ ვიცოდი) _ თავისი ავადმყოფობის შესახებ 1,5 წლის ასაკში, როცა მაღალი სიცხით უგონოდ იწვა (მგონი ფილტვების ანთებით) და დედამისი იმეორებდა, ღმერთო, ამ ბავშვის სიკვდილს ნუ გამაგონებო! (ამას თავის მოგონებად არ ყვებოდა, არამედ დედამისის მონაყოლად და ამიტომ მე ჩავთვალე, რომ არააქტუალური იყო). ხოდა თურმე გადმომილაგა ის პროგრამა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მე კი ვერ მივხვდი _ მას არ უნდა გაეგო თავისი სიკვდილის შესახებ! აქედან _ ალცჰეიმერი. დედამისმაც ალბათ იმიტომ იჩქარა სიკვდილი, რომ შვილებზე ცუდის გაგების შიში ჰქონდა ან საიდან აიღო ეს "არ გამაგებინო"? ესეც მასში ჩადებული მრუდე პროგრამა იყო აშკარად) _ 56 წლის ასაკში თავის ტვინის კიბოთი მოკვდა.

დილით უცებ დავიჭირე ჩემი თავი, რომ მინდა გავქრე. და საერთოდ ეს ბლოგი მაგით არ დავიწყე? ოპა! ეს ხომ პროგრამაა! იქნებ ეს ჩემი კი არა, ჯერ კიდევ მამაჩემის პროგრამაა? იქნებ იმიტომ დაიკარგა?

ალბათ საჭიროა დიანეტიკის მოდიფიცირება. სერიოზული 'სეანსები" მაგარი დამთრგუნველია. თან მე ფსიქოლოგის დიპლომიც კი არ მაქვს და ლიცენზია მითუმეტეს. არ არის საჭირო ასეთი სერიოზულობა. საკმარისია გულახდილი საუბრები ბავშვობაზე, რაღაც მოგონებები. თუმცა მტკივნეულ მოგონებებს მალავენ–ხოლმე... ალბათ შენ თვითონ რომ მოჰყვე რამე მსგავი, შეიძლება გახსნა ადამიანი...

და საკუთარ ტავს რა უნდა უყო? როგორ გავარკვიო, საიდან დევს ეს გაქრობის სურვილი? ფოკუსი ხომ იმაშია, რომ თუ იცი, რას ეძებ _ ვერ იპოვი. ამიტომ გჭირდება დამხმარე. მან იცის რას ეძებს. შენ უნდა მოდუნდე და უბრალოდ გაიხსენო, რაც გაგახსენდება... უნდა ვცადო მაინც.

ბრძოლა დამარცხებისთვის

უჩამ – შვილს უნდა ებრძოლო, რომ ის ამ ბრძოლაში გაიზარდოსო. და მომენტი უნდა შეარჩიო, როდის დამარცხდეო.

ალბათ სწორია.

'მატრიციდან" ციტატა მახსენდება: знать путь и пройти его не одно и то же. ზოგადად მატრიცა კარგი სიუჯეტია ამ მიმართულებით: როგორ "აიძულებს" მორფეუსი ნეოს ირწმუნოს თავისი ნიჭის.

და იყო კი ეს ნიჭი? თუ ამ სამის რწმენამ: მორფეუსის, პიფიის და ტრინიტის_ უბრალოდ შექმნა ის? კიდევ უარესი – მორფეუსიც და ტრინიტიც პიფიას მიერ იყვნენ დარწმუნებულნი. ფაქტიურად პიფია არის ნეოს შემქმნელი. მეთოდი კი მორფეუსით და ტრინიტით (მათი დარწმუნებადობით) მანიპულირებაა...

ხო, ეს სხვა თემაა. მესიას ქმნის ის, ვონც მას ირწმუნებს და სხვასაც დაარწმუნებს.

მენეჯერობა ნიჭია

ჩემმა დამ _ მენეჯერობას ვაპირებ და ჩემ თავს ვაჩვევ თანამშრომლების უკმაყოფილო სახეებზე რეაქცია არ მქონდესო.

მე ეს ვერ გავქაჩე. სულ მაქვს. ამიტომ უარი ვთქვი ვინმეს მართვაზე.

არადა ბუნებით დისტანცირებული ტიპი ვარ და ხალხს ჩემი რიდი ინსტინქტურად აქვთ. და იოლად მემორჩილებიან ამიტომ. მაგრამ მე ვერ გავუძელი _ ძალიან ვიგრუზები ცალკე მმართველის გარიყულობით (მართულები ბუნებრუვად ერთიანდებიან მმართველის წინააღმდეგ. გამოდის "ისინი" და "შენ"), ცალკე _ სხვებზე ძალადობაზე პასუხისმგებლობით, და ცალკე _ მართულების ბუნებრივ წინააღმდეგობაზე დროის და ენერგიის კარგვისგან გაღიზიანებით. არ ვარ მოკლედ მე მენეჯერი. მენანება ჩემი თავი და დრო საამისოდ. უბრალოდ ადინოჩკა ვარ.

არ ვიცი, შეიძლება ვერ–გაქაჩვის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ნამეტანი იოლად გამომდიოდა ხალხის დამორჩილება. challenge-ად კი არ აღვიქვამდი, არამედ თავს მოხვეულ უცაბედა ვალდებულებად, რომელიც გინდა მოიშორო.

Alert mode

შედიხარ უცხო ოთახში.
შტეპსელში ხელს არ ყოფ.
გაშოშვლებულ მავთულს არ ეხები.
და მაინც დენი გარტყამს. ნუ ძალიან ძლიერი არა _ მარა მტკივნეული.
შეხვალ იქ მეორედ?

ასევეა როცა მიხვალ ადამიანებთან, რომლებმაც გთხოვეს მისულიყავი და დახმარებოდი და უცებ გაგრძნობინებენ, რომ ზედმეტი ხარ და უნდა წახვიდე. არაფერი არ გიქნია. რეაქცია შენგან არ მომდინარეობს. უბრალოდ იმათ რაღაც ილაპარაკეს, იფიქრეს, მოეჩვენათ _ რა ვიცი მე, მარცხენა ფეხზე ადგნენ მოკლედ. ხოდა ჯერ რაღაც უაზრო ხუმრობა–უხეშობები და მერე _ აღარ მოხვიდე, ჩვენ თვითონ ვიზამთო. ხო? _ ძალიან კარგი–თქო, რა თქმა უნდა ჯობია თუ თქვენ თვითონ.

ხოდა ეხლა გრძნობა მაქვს იმ დენის დარტყმის _ მეტი მე იქ არც დამრეკავი და არც მიმსვლელი არ ვარ. მეწყინა? არა _ შემეშინდასავით, აღარ მინდა დენის დარტყმა, რა. არ ვარ რისკების მოყვარული. თან რაღაც წყენის მაგვარიც არის, უსამართლობის შეგრძნება – კაცო მე თუ შენ გეხმარები, ცოტა დელიკატურ მოპყრობას მაინც არ ვიმსახურებ? დაერეკათ მაინც, რაღას მიმიყვანეს?

მარა თან ვცდილობ გავაანალიზო, რამე ხომ არ შემეშალა: ეს დახმარების თხოვნა ფორმულირებული იყო "არ გინდა გააკეთო?" ფორმაში. და მე ჩავთვალე, რომ ეს დელიკატური თხოვნა იყო და "კი, რა თქმა უნდა მინდა–თქო' და შევუდექი საქმეს. და მერე გამიმეორეს, რომ კაცო, საქმესავით ნუ უდგები, თუ გინდა მაშინ გააკეთეო. მე გადავწყვიტე, რომ არ უნდათ რომ ძალიან შემაწუხონ და ვალდებულებად კი არ მკიდებენ, ნუ ისე, მჩატედ _ როცა მინდა, მაშინ რომ გავაკეთო. ხოდა მივედი როცა მინდა და მესამე მისვლაზე გამომისტუმრეს.

ხოდა ეხლა ვფიქრობ, იქნებ "არ გინდა გააკეთო?" ნიშნავს, რომ იმას მართლა ჰგონია, რომ მე ძალიან მინდა რომ გავაკეთო და ნუ დამითმო, მომცა უფლება. ხოდა შეწუხდა მერე, ან გადაწყვიტა, რომ ეხლა თვითონ უნდა და აღარ მომცა უფლება. არაფერი დახმარება ჩემი მხრიდან არ იყო _ მისი მხრიდან იყო გულუხვი დათმობა/უფლების მოცემა.

მოკლედ, მომავალში ასეთ კითხვაზე უნდა ვუპასუხო რომ ნუ ძალიან დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ თუ საჭიროა და გინდათ რომ გავაკეთო _ გავაკეთებ.

მარა ეს როდესმე დიდი ხნის მერე, დენის დარტყმის შოკი რომ გადამივლის...

მოხუცობის მთავარი უპირატესობა

უშფოთველი ჭვრეტა, созерцание. ცვლილებების ცქერა, наблюдение....

რა თქმა უნდა, სასურველია გარე სამყაროსი, და არა საკუთარი ორგანიზმის...

დიდი შვილები

გაზრდილი ბავშვების ყოველდღიური ტრანსფორმაციის თვალის დევნება არა ნაკლებ საინტერესოა, ვიდრე პატარა ბავშვის.

შეაწუხო თუ არ შეაწუხო?

ეკონტაქტო ადამიანებს, მხოლოდ მაშინ, როცა მათ სჭირდები.
სხვა დროს _ თავი შეიკავო, _ რომ ზედმეტად არ შეაწუხო.
სუპერ–დელიკატურობაა თუ ამპარტავნება?
მათ შეწუხებას ერიდები თუ საკუთარი "ზედმეტობის" გრძნობას?

სხვისთვის ფულის თხოვნა შეგიძლია _კეთილ საქმეს აკეთებ. საკუთარი თავისთვის _ არა. გამცირებს.

პატივმოყვარეობაა ალბათ ეს. დამცირების აუტანლობა

მე კარგი გოგო ვარ

დიდი ხარ, როცა აღარ გაწუხებს, კარგი გოგო ხარ თუ ცუდი

მე შენ არ გიყვარვარ!

ხა–ხა! უცებ მივხვდი, რა პრეტენზიები გვაქვს მე და დედაჩემს ერთმანეთის მიმართ:

მას მიაჩნია, რომ მე არ მიყვარს, იმიტომ რომ _ აი, მას სულ უნდა ცემთან ყოფნა და მე კია არ მინდა მაგასთან!

მეც მიმაჩნია, რომ მას არ ვუყვარვარ, იმიტომ რომ მე ვზრუნავ მასზე და არ ვაწუხებ ჩემით და ის კი არა!

ლა–ლა–ლა!

სიყვარული თუ გამოყენება

'მე ის მიყვარს და სულ მასთან მინდა ვიყო". და ცდილობს რომ "სულ მასთან" იყოს.

სიყვარული ისაა, როცა აკეთებ რაც შენ გინდა?

თუ სიყვარული ნიშნავს ზრუნვას იმაზე, ვინც გიყვარს?

"მე ის მიყვარს და ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მას უნდა" _ არანაკლები კოშმარია. ვიღაცა თვალებში შემოგციცინებს და შენ სურვილებს ასრულებს. ნებაყოფლობითი მონა. შენ კი იძულებითი მონათმფლობელი ხდები.

სადღაც უნდა იყოს ის ოქროს შუალედი, ზრუნვა რომაა და არა გამოყენება.

ეგოისტურ სიყვარულს და მზრუნველ სიყვარულს სხვადასხვა სახელი უნდა ერქვას.

ის ცუდია იმიტომ რომ... მე მას ცუდად მოვექეცი

რატომ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომლებსაც ცუდი გევუკეთეთ?

უბრალოდ სინდისი ქენჯნაა? ან ველოდები საპასუხო რეაქციას? თუ ვბრაზდები საკუთარ თავზე, რომ გავაკეთე ის რაც არ უნდა გამეკეთებინა (ვნანობ ანუ)? თუ ვბრაზობ იმ ადამიანზე რომ მაიძულა გამეკეთებინა ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა?

მაგრამ მანიაკ დამნაშავეებს ხომ პირიქით უყვართ თავიანთი მსხვერპლი. ალბათ არ ნანობენ, სინდისი ქენჯნა არ აქვთ _ პირიქით, შეიძლება უარყოფითი ემოციისგან დაიცალენ და კარგად არიან და იმიტომ.