მდგრადი განვითარება

რელიგიების მიზანია ადამიანი დაარწმუნოს ზომიერების აუცილებლობაში. რომ სოციუმისთვის ზიანის მოტანა მისთვის პირადად საზიანოა. და პირიქით - ზომიერება მისთვის პირადად სასარგებლოა. ვინაიდან სინამდვილეში ასე არ არის (ადამიანის ცხოვრება მოკლეა იმისთვის, რომ შედეგები იწვნიოს) - საჭიროა მისი დარწმუნება სიკვდილის შემდგომ შედეგებში (რეალურად შედეგები მართლა სიკვდილის მერეა, მაგრამ არა ამ კონკრეტული ადამიანისთვის).

მდგრადი განვითარება თანამედროვე რელიგიაა. საიქიოს პერსპექტივის გარეშე. გულახდილად გეუბნებიან - ნუ ფიქრობ მარტო შენს დღევანდელობაზე. გაუწიე ანგარიში მომავალ თაობებს.




შინაური პარაზიტი

პარაზიტი არსებობს მანამ, სანამ არსებობს მისი პატრონი. ქალები, რომელსაც ეცოდებათ ალკოჰოლიკები. პარაზიტი ეძებს და პოულობს ასეთ ქალებს.

რატომ გეცოდება ავადმყოფი? უსუსური, უგუნური, შენზე დამოკიდებული ... ბავშვი! ან ძაღლი. არსება, რომელესაც უპირობოდ უნდიხარ. უშენოდ ვერ არსებობს. ანუ საჭირო ხარ. მთავარი სტიმული ეგაა - ვიღაცას სჭირდები.

ალკოჰოლიკი შინაური ცხოველია.

ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი არის გაქცევა პასუხისმგებლობებისგან. დაბრუნება ბავშვობაში - როცა ვერც აზროვნებ, ვერც ლაპარაკობ, და გარშემო ყოველთვის არის ვიღაც, ვინც გეფერება, გიცოდებს, გიცავს. დაბრუნება პარაზიტულ ცხოვრებაში.

საოცარია, რომ არსებობენ ქალები, რომელიც ამ პარაზიტებს იცოდებენ და იცავენ.

ინტერნეტის ზეგავლენა აზროვნებაზე

ინტერნეტი ზედაპირულ აზროვნებას გვაჩვევსო. და ღრმა აზროვნების უნარს ვკარგავთო. კონცენტრაციის, ფოკუსირების უნარს ვკარგავთო.

მე მგონი უბრალოდ ინფორმაციის მასის გაზრდა გაიძულებს სხვანაირ დამუშავებაზე გადაერთო. ისწავლო გაფილტვრა. ეხლა კაცობრიობა ამ პროცესშია.

სოფლის მცხოვრები ქალაქის ქუჩაში რომ ხვდება პირველად და ინფორმაციის და ცვლილებების სიუხვისგან შტერდება - რა ქნას აღარ იცის. მერე თანდათან სწავლობს მისთვის საჭირო ინფორმაციის გამოფილტვრას დადანარცენის იგნორირებას.

საბოლოო ჯამში ეს ინფორმაციული ოკეანე ჩვეულებრივი ლანდშაფტი ხდება. ეჩვევი და ვერ ამჩნევ.უბრალოდ ხმაურში ცხოვრობ რა. რომელიც ბოლოს აღარ გესმის. და სწავლობ ხმაურში და აურზაურში კონცენტრირებას.

ადამიანების კლასიფიკაცია

ადამიანების მთავარი მახასიათებლებია:

1. საკუთარი თავის მოტყუების დონე / შიდა სიგნალების შიშის დონე / საკუთარ თავთან გულახდილობის დონე

2. გარემოს ხედვის მასშტაბი

3. გარე სამყაროსთან პადხალიმაჟის/კონფორმიზმის დონე / გარე სიგნალების შიშის დონე / გამბედაობა და დამოუკიდებლობა

ძაღლს აბია კუდი თუ კუდს ძაღლი?

რაც დიდად არ მაინტერესებს ის გამომდის მარტო თუ რაც გამომდის ის არ მაინტერესებს დიდად?

ცოცხალი თოჯინების გაფეტიშება

ვერაფრით ვერ ვხვდები მსახიობებისადმი აღფრთოვანების მიზეზს. თოჯინაა, რა! ბარბი. უთხრეს გაიარე, - გაიარა. უთხრეს იტირე, _ იტირა. უთხრეს გაიცინე, _გაიცინა. ხო გასაგებია, რომ ფუტურო ჩარჩოა, რომელიც ნებისმიერ როლში გარდასახვა შეუძლია. ნუ, შეიძლება ეს გარდასახვა კარგად შეუძლია. დამხეცებული აქვს. შეიძლება მომეწონოს, რა კარგად შევიდა როლში - აი, მართლა დამაჯერა, რომ ტიროდა. მარა ეხლა იმის იქეთ რომ რამეს წარმოადგენდეს _ ეს არ მოეთხოვება. როლების მოთამაშე ცოცხალი თოჯინაა. რითია ეხლა ეს პროფესია სხვაზე უკეთესი? ვიღაცამ მანიკურის გაკეთება იცის კარგად, ვიღაცამ - ფოკუსების, ამან _ სხვისი როლის თამაში იცის.

ნეტა რას შვებიან მსახიობებუ უროლოდ? ვის როლში არიან?

უნიჭობა საშიშია

უნიჭო ადამიანი სამსახურის შესანარჩუნებლად აქტიურობას რომ იწყებს - ამაზე დამანგრეველი არაფერია. რამდენი დრო და ენერგია უნდა დახარჯო მისი იდიოტიზმების განეიტრალებაზე!? ფაქტიურად უნდა მიეძღვნა მაგ საქმეს! ჯობია ფული უხადო იმაში რომ უსაქმოდ იჯდეს სახლში _  ოღონდ არ მოვიდეს და თავისი ”ფუსფუსით” ყველაფერი ყირაზე არ დააყენოს.

შესაძლებელია თუ არა კაპიტალიზმი სიხარბის გარეშე?

ცენტრალური კითხვა - თუკი ადამიანს საათობრივ ანაზღაურებას გაუზრდი, შედეგი რა იქნება: ის გადაწყვეტს რომ მეტი საათი იმუშავოს? თუ ნაკლები საათი იმუშავოს?

ვებერი თვლიდა რომ პროტექსტანტიზმმა მოიტანა ფილოსოფია, რომ მუშაობა ღმერთისთვისაა, ფულის დაგროვება ღმერთს მოსწონს და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საათში მეტს გამოიმუსავებ, კიდევ უფრო მეტი უნდა გინდოდეს და რაც მეტი გაქვს ხელფასი, მით კიდევ მეტი უნდა იმუშავო.

ჩვენ ეგრე ვთვლით?

სად იწყება ეკონომიკა?

ეკონომიკა იწყება, როცა არსებობს რამოდენიმე მონაწილე განსხვავებული რესურსებით და არასაკმარისი ძალებით ერთმანეთისთვის ამ რესურსების წართმევისთვის.

ანუ საფუძველია გაცვლის ინტერესი

სასწავლო ინტერნეტ-სივრცე

სასწავლო წიგნებს უნდა ქონდეთ არა ხაზოვანი, არამედ ქსელური ლოგიკა. არც მთლად "ღრუბელი", სადაც თავს და ბოლოს ვერ პოულობ. მაგრამ უფრო "ბევრ-შესასვლელიანი-ლაბირინთი". მოკლე, მცირე დარბაზებით. ადვილად ათვისებადი. საიდანაც მერე ირჩევ, საით მიდიხარ (იგივე ვიკიპედია, ოღონდ მცირე და ადვილად ათვისებადი სტატიებით)

Objections to Milton Friedman

If people do prefer freedom over prosperity why do they keep trying to move from the "free" places like Hong Kong to such "non-free" places as US or EU?

Хлеба и зрелищ!

თუ გინდა რომ მასა კმაყოფილი იყოს, უნდა მიაწოდო საჭმელი და ემოციები. სულერთია რა ემოციები - ცუდი ან კარგი. გართობა. შოუები. რაც უფრო შტერული - უკეთესია.

მასა 3 წლის ბავშვია.

ნოუთბუქის იდეა კრიზისშია

პატარა და მჩატე ნოუთბუქს ძალიან მოწრუპული ეკრანი აქვს და ვერაფერს ხედავ. დიდეკრანიანი კი მძიმე და მოუხერხებელი სატარებელია. აშკარად საჭიროა დასაკეც-გასაშლელი ეკრანიანი რამე. ან ვირტუალური ეკრანი.

დეფრაგმენტაცია

ძილი, დასვენება. ამ დროს ხდება განცდილის გადახარშვა, დალაგება. ფაქტიურად დეფრაგმენტაცია.

იზომორფული და კლასტერული საზოგადოებები

ამერიკული საზოგადოება vs იაპონური საზოგადოება.

საფიქრალია

ადამიანის ევოლუცია

ადამიანთა ყველა არსებულ საზოგადოებას ახასიათებს ორი ტაბუ, რომელიც ინდივიდის ფსიქოლოგიური ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: კანიბალიზმის აკრძალვა (და მისგან გამომდინარე - მკვდართან მოპყრობის რიტუალები) და ეკზოგამია (და შესაბამისად - სექსის აკრძალვა რაღაც ასაკამდე, ქორწინება და ა.შ). რომელი უფრო ადრე წარმოიშვა, რთული სათქმელია. ახალი ცოდნის შეწოვა საზოგადოებაში მარტივი და შედარებით უმტკივნეულო პროცესია. მკაცრი ტაბუს წარმოქმნას კი ძალიან რთული პირობები უნდა უძღოდეს წინ - თითქმის სრული განადგურება (დაავადებებისგან მაგალითად). ითვლება რომ ასეთი "თითქმის განადგურების" მომენტი ადამიანის ისტორიაში რამდენიმე იყო:
ითვლება, რომ ნეანდერტალელი კანიბალი იყო. ყოველ შემთხვევაში მის სადგომებთან ადამიანის დახრულ ძვლებს პოულობენ. თუმცა ეს შეიძლება რელიგიური რიტუალიც ყოფილიყო. აკრძალვის ფონზე.


Codependancy

საინტერესო კონცეფციაა. ეს სტატიები (1, 2, 3, 4) ბევრ აზრებს იწვევს და რაღაცეებს სხვა კუთხიდან განახებს. მარა ძალიან დომხალია

Оффисный планктон

რა სარგებლობა მოაქვს? რა საჭიროა? და რატომ არის ყველა ოფისში?

ქართული ვიკიპედია

რა აზრი აქვს ვიკიპედიის ქართულ თარგმანს? 4 მილიონი ადამიანი ძალიან ცოტაა ცალკე ენისთვის. სათარგმნი ინფორმაცია მეტია ვიდრე მთარგმნელები და მკითხველები. უფრო ადვილია ამ 4 მილიონმა ისწავლოს ინგლისური. ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილმა, რომელსაც ახალის გაგება/წაკითხვა აინტერესებს.

ისევ სოლარისი

WEB–2, ანუ ინტერაქტიული ვებ–გვერდები სულ უფრო ხშირად იყენებენ ვებ–გვერდზე პოსტების აქაჩვა–დაქაჩვის შესაძლებლობას. ანუ რაც მეტ ხალხს მოსწონს პოსტი, მით ზემოთ იწევს ის ვებ–გვერდზე, რაც მეტი აძლევს უარყოფითშეფასებას, მით ქვემოთ "იძირება".

დიდ სურათს რომ შეხედო, ინტერნეტში ასეთი ტიპი საიტებზე ზემოთ ამოქაჩული აზრები ინტერნეტ–სოლარისის ზედაპირზე ამოტივტივებული წარმოსახვების ანალოგიაა.

ანუ WEB–2 ტიპის ინტერნეტი, როგორც ინტერნეტ–საზოგადოების ერთობლივი აზროვნების საშუალება.

საინტერესო ის არის, რომ ზოგი კარგი აზრი თავიდან შეიძლება არაპოპულარული იყოს (ისეთ ხალხში მოხვდეს) და ჩაიძიროს და მის შემდეგ ამოტივტივებას ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. და პირიქით, სისულელეებს შეიძლება ძალიან "ტივტივა" თვისებები აღმოაჩნდეს.

აზრი მარტო ჭკვიანური არ უნდა იყოს. საჭიროა ხატოვნება, რომ ყურადღება მიიზიდო და თან არა უარყოფითი - ესეც შენი მხატვრული ლიტერატურა. შენი აზრისადმი ყურადღების მიპყრობის სხვა ხერხია სამეცნიერო ან სხვა აღიარებული სტატუსი (აბა ნიუტონი მართლა პირველი კი არ იყო, რომელიც მიხვდა, რატომ დაეცა ვაშლი თავში. უბრალოდ მას ჰქონდა ის სტატუსი, რომ მისი აზრი მოესმინათ. იგივე - დარვინი, მენდელეევი და ა.შ. ეს იდეები არსებობდა, უბრალოდ საკმარის სტატუსიან ადამიანს არ ჰქონდა მანამდე ისინი ნათქვამი)

ფეისბუქი

არ მომწონს ფეისბუქი. რატო, ჯერ ვერ ვაყალიბებ.

"The Social Network portrays people ... who turn friendship, the real social life, into networking".

ნეთვორქინგი, როგორც ურთიერთგამოყენება, ანუ არასოციალური ქმედება...

გაერო ჩიხში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო მიხვდა რომ შემდეგი ომი ბოლო იქნებოდა.

გადაწყვიტეს შეექმნათ "შემაკავებელი მექანიზმი": უშიშროების საბჭო, რომელშიც ძირითადი მოწინააღმდეგეები პერიოდულად იკრიბებიან, დადგებიან მუქარის პოზაში, შეაფასებენ ერთმანეთის ძალებს და დაიშლებიან. და ნუ რაც მნიშვნელოვანია, თუ რამე უსიამოვნებაა ან გაუგებრობა მათ შორის, სანამ გამწვავებულა, არჩევენ, ვაჭრობენ, ტრალი-ვალი, და თანხმდებიან რამეზე. ანუ არის ადგილი, სადაც რეგულარულად საუბრობენ, რაც ჩხუბის შანსს პრინციპში ამცირებს, რა.

ნუ ფასადისთვის ამ საბჭოს გარშემო აქვს ე.წ. გაერო - ყველა ქვეყნის ფორუმი, სადაც ყველა ქვეყანა თანაბარი უფლებებით (ხმებით) სარგებლობს. თუმცა ეს ბლა-ბლაა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქ არ მიიღება. ძალიან რომ არ ეწყინოთ, ამ "გარე წრის" ქვეყნებს რიგ-რიგობით უშვებენ უშიშროების საბჭოში. თუმცა მეორეხარისხოვანი წევრების უფლებებით (ანუ ვეტოს დადების უფლების გარეშე).

მოკლედ, ეს არის სქემა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს ძალთა განაწილების გარკვეულ ეტაპზე: 3 ძირითადი მოთამაშე: ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, + 2 არბიტრი: საფრანგეთი და ინგლისი. ახლო წარსულში ძირითად მომაკვდინებელ იარაღს (ატომურ "კნოპკას") მხოლოდ ეს ხუთნი ფლობდნენ. ამდენად ეს სქემა გამართლებული იყო.

დრო მიდის და სიტუაცია იცვლება. ატომური იარაღი "ჟონავს" სხვა ქვეყნებშიც. დღეს ასეთ ქვეყნებს სათითაოდ დასდევენ და ან უმეგობრდებიან, ან ებრძვიან. ბალანსი ასე თუ ისე შენარჩუნებულია.

მაგრამ გაჟონვა გრძელდება. საბოლოო ჯამში დადგება დღე, როცა ატომი რომელიმე ერთ გიჟ დიქტატორს ან ტერორისტს კი ჩაუვარდება ხელში - რო არიქა ეტაკო და გაანადგურო, არამედ უბრალოდ გავრცელდება და მოედება ყველგან: 10 გიჟი მსოფიოს 10 სხვადასხვა წეტილში, 10 ატომური კნოპკით. რას ვშვებით მაშინ?

მეორე მხრივ, ატომური იარაღი ჩრდილო კორეასაც, ირანსაც და სხვა გიჟებსაც უნდათ რისთვის - მართლა საომრად ხო არა - განადგურებული მსოფლიო არც იმათ სჭირდებათ ალბათ. უბრალოდ უნდათ, რომ გახდენ ანგარიშგასაწევი ძალა. ანუ რომ შეუშვან იმ "ვიწრო წრეში", უშიშროების საბჭოს მასონურ ლოჟაში, რომ ელაპარაკებოდნენ პატივისცემით, ბოდიშებით. ანუ ელიტარული, მიუწვდომელი "ზედა" წრის არსებობა იწვევს  ჩაკომპლექსებულ იდიოტთა სწრაფვას მისკენ.

იქნებ დროა რომ ეს დავინახოთ? იქნებ საჭიროა რომ მოისპოს ეს მაცდუნებელი "ზედა წრე"? იქნებ თანაბართა ყრილობა უფრო ეფექტური იყოს გიჟების განეიტრალებაში?

აღმოჩენა

თითქოს და რა მარტივი ჭეშმარიტებაა: female anger terrifies men. ჩემთვის კი ეს აღმოჩენაა!

რა უბედურებაა ეს ბლოგობანა

არ მომწონს ბლოგის მთავარი პრინციპი - დღიურობა. ანუ პოსტების ქრონოლოგიურად განთავსება. იძულებით. სხვა ოპცია არ არსებობს. რა ჭკუაა ამ ქრონოლოგიაში, ვერ ვიგებ. ან მე რად მჭირდება, ან სხვას?

არ ჯობია, რომ იყოს საშუალება რაც გინდა ის ამოსწიო ზემოთ? რაც არ გინდა - ჩაჩურთო უჯრაში. ან თუნდაც ავტომატური რეიტინგების საშუალებით შეიძლებოდეს ამ პოსტების გადაადგილება (მე თვითონ რომელსაც ხშირად ვუბრუნდები, ის ზემოთ იყოს . სხვა - ჩაიმალოს).

ევოლუციის მამოძრავებელი ძალა

ჩემი აზრით ევოლუციის მამოძრავებელი ძალა არ არსებობს. უბრალოდ: რესურსები შეზღუდულია, ამიტომ ყველა ერთმანეთს ებრძვის. ყოველ კონკრეტულ მომენტში ცოცხლობენ ისინი, ვინც ჯერ არ მომკვდარა. ისტორიულ პერსპექტივაში რჩება ის (იმის შთამომავლობა), ვინც უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე კვდება. სულ ესაა.

ნუ არსებითად დარვინიც ამას ამბობდა რა - გადარჩება ის, ვისაც ცვალებად (და აგრეთვე მტრულ, კონკურენტულ) გარემოსთან ადაპტაციის უკეთესი უნარი აქვს. მე ვიტყოდი - ვისაც ადაპტაციის უნარის სწრაფი ცვლის, მორგების, ანუ ადაპტაციის-ადაპტაციის მეტი უნარი აქვს (ვინც გავიგეთ, გაგვატარეთ).

ხოდა აქ სცენაზე შემოდის ინფორმაცია. როგორც გადარჩენა/ადაპტაციის მნიშვნელოვანი მექანიზმი. ანუ გამოცდილება. და მისი შენახვის, გამრავლების და გადაცემის საშუალებები. დაწყებული დნმ-ით და დამთავრებული ინტერნეტით.

ლინუქსი

აზრზე არ ვარ რატომ გადავედი ლინუქსზე. ძირითადი ალბათ ცვლილების სურვილი იყო (თმებს რომ იჭრი რა, ან ახალ შარვალს ყიდულობ).

ან იქნებ ანარქისტ-სოციალისტი ვარ? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ბილ გეიტსი ჩემში ზიზღს იწვევს. ნუ, თან მერე რაციონალური მიზეზიც არსებობს: უახლოეს 1-2 წელიწადში ხომ პირატული პროგრამები თანდათან აიკრძალება საქართველოში. ხოდა უხადე მერე ფული მაიკროსოფტს - სადაა ამდენი ფული. როცა არსებობს სხვა საშუალება - ლეგალურად უფასო საოპერაციო სისტემა.

სხვათა შორის, ლინუქსი უფასოა მხოლოდ ფულის თვალსაზრისით - ფულს არ იხდი. სამაგიეროდ ჭამს ბევრ დროს და აქტიურად მოიხმარს შენი ტვინის უჯრედებს _ მოდუნების და დებილობის საშუალებას არ გაძლევს. ძალიან ბევრი რამეა, რაც ჯერჯერობით ვინდოუსის-ტიპის მენიუებში არ არის ჩაინტეგრირებული და ყოველგვარი ცვლილებისთვის ან ახალი შესაძლებლობის ან ოპციის დამატებისთვის მთელი გამოკვლევის ჩატარება გიხდება ინტერნეტში. კარგია რომ არსებობს რამოდენიმე ძალიან აქტიური ფორუმი, სადაც ყოველთვის მოიძებნება მონდომებული მოხალისეები, ვინც მოთმინებით გიპასუხებს ყველაზე სულელურ კითხვაზეც კი, აგიხსნის, დაგიღეჭავს. თან კაია რომ რაღაც დიდი ერთობის ნაწილი ხდები, პერიფერიული ნაწილი, მაგრამ მაინც რაღაც უფლებები გაქვს, ანგარიშს გიწევენ, გისმენენ, შენზე დროს ხარჯავენ. და არა ისე, როგორც მაიკროსოფტთან - ქურდი ხარ, სულ იმალები, ისინი სულ ცდილობენ გამოგავლინონ, დაგბლოკონ, დაგაზიანონ. აღარ მინდა ქურდობა.

ლინუქსისთვის ერთი წინაპირობაა - ინგლისური უნდა იცოდე. ნუ ყოველ შემთხვევაში ის ინგლისური, ინსტრუქციები რომელზეც წერია.