Utility

ეკონომიკის სისუსტე იმაშია, რომ ის მხოლოდ მატერიალურ სარგებელს ითვლის და ითვალისწინებს. იკეტება თავის დაშვებაში, რომ ეს ერთადერთი სარგებელია, რაც ადამიანებს (ინდივიდებს) აინტერესებს. არადა ეს სარგებელი მხოლოდ ერთ-ერთია და ისიც გარკვეულ პირობებში.

ადამიანისთვის მთავარი utility არის მისი სხეულის ან მისი ნაწილის/დანატოვარის (გენების, აზრების, სახელის, მის მიერ შექმნილის) არსებობა. რაც დიდია ნაწილი და მეტია არსებობის დრო - მით მეტია ფასეულობა.

ანუ იწყება პირადი გადარჩენით: პირადი უსაფრთხოება (მათ შორის სოციალური კავშირები, ძლიერი სახელმწიფო), ზრუნვა სხეულზე (საჭმელი, ტანსაცმელი, თავშესაფარი/სახლი, მკურნალობა, გართობა-დასვენება), შთამომავლობა (დაოჯახება, შვილები, ქონება), ცნობადობა (სახელის დატოვება), შექმნა (ქმნილების დატოვება)...

ამბიციები

რა ჰქონდა საბჭოთა მეცნიერს ისეთი, რაც არ ჰქონდა დასავლელს. რატომ ვუყურებდით იმათ ზემოდან და რის გაქრობას მივტირით?

იდეალიზმი. საბჭოთა მეცნიერს/გამომგონებელს თავისი ნაშრომით გამდიდრების შანსი არ ჰქონდა. ერთადერთი რაც შეიძლებოდა მოეპოვებინა - მისი სახელის ხსოვნა ან მისი იდეის/გამოგონების (детище) არსებობა შენს მერე. უკვდავების ნაპერწკალი, სახელის და დანატოვარის სახით.

ამასთან შედარებით მუშაობა ფულისთვის და რაღაც მატერიალური ფასეულობებისთვის - მელოჩნიკობაა. იქ პრეტენზია გაქვს, რომ კაცობრიობას უტოვებ რაღაცას, რომ კაცობრიობას ეხსომები. აქ - შენს ოჯახს.

ეს იგივეა მწერალს/შემოქმედს სახელის ნაცვლად ფული რომ შესთავაზო. დათანხმდება ვინმე უკვდავების ნაპერწკალი ფულზე გაცვალოს?

შიზოფრენია

გუგლ-გლასი იგივეა რაც შიზოფრენია. შიდა და გარე გამოსახულების პროეცირება ერთ ეკრანზე. ერთმანეთზე დადება ისე, რომ ვერ არჩევ რომელი რომელია.

ტოლერანტობა

სხვა აზრის, სხვა თვალთახედვის დაშვება.

როდის იგებს ბავშვი, რომ ის როცა თვალებს ხუჭავს, სხვები მაინც ხედავენ. რომ "დამალვა" ნიშნავს არა იმას, რომ შენ ვერ დაინახო, არამედ იმას, რომ სხვამ ვერ დაინახოს. რომ შენ და სხვა სხვადასხვას ხედავთ. და რომ ეს ნორმალურია. არ არსებობს სწორი და არასწორი თვალთახედვა.

ყველა სწორია

კარლსონი

რატომ უყვარს ბიჭს კარლსონი?

ვინ არის კარლსონი? უსაქმური, უნამუსო, ეგოისტი, მანიპულატორი, მუქთახორა, მატყუარა, პარაზიტი

который умеет быть милым
который умеет развлекать и развлекаться
რომელსაც არ უტყდება გითხრას - უი მომბეზრდა, წავედი
სამაგიეროდ როცა მოვედი - ააა, გაიხარეთ ყველამ, მე მოვედი, ჩქარა მეთამაშეთ, გამართეთ, მაჭამეთ!

ბავშვი. უბრალოდ ლაღი, პარაზიტი ბავშვი.
რომელიც არ არის დამძიმებული ვალდებულებებით, პასუხისმგებლობებით, რიდით, ტაქტით, ჭკუით...


ანუ უბრალოდ ბიჭის "თანასწორია", "თანატოლია". მისი ჭკუისაა.

ბიჭს უბრალოდ სჭირდება მის ტოლ, ლაღ ბავშვთან ურთიერთობა. მისთვის დამთრგუნველია დიდების სამყარო. დიდებს სხვა ინტერესები აქვთ. სხვა განზომილებაში ცხოვრობენ. ბიჭი ვერ ქაჩავს, ვერ ეწევა მათ

კარლსონი კი არის взрослый, который ребячится. მაიმუნიბს, ბავშვობს. ხდება ბიჭისთვის იოლი და გასაგები. მისი ტოლი.