თავისუფლების ფასი

 თავისუფლებას გარდაუვალი უბედურებების ფასი აქვს -

Giorgi Shalikashvili-ს პოსტი

ნუ ისურვებ მეტს

Mark Manson: "The desire for a more positive experience is itself a negative experience. And, paradoxically, the acceptance of one's negative experience is itself a positive experience."

მოკლედ, შეეგუე ცხოვრებას და ნუ ისურვებ მეტსო. და კარგად იქნებიო.

შტერი

 ინფანტილური ადამიანი შტერია.

ვინაიდან მას სპექტაკლი სინამდვილე ჰგონია

მას ჰგონია, რომ აი ეს ხალხი, რომ დადის, ლაპარაკობს, მუშაობს - ეს ყველაფერი ნამდვილია და თვითონაც მონაწილეობს ამაში - იჯერებს, რასაც ამბობენ, სერიოზულად აღიქვამს მათ ნამუშევარს და ა.შ. არადა სინამდვილეში იმ ხალხს შორის სულ სხვა გარიგებაა, სულ სხვა რამე ხდება. 

თუკი გჯერა იმის, რასაც ხედავ და არ იცი (ან არ ეჭვობ) რომ იმის იქით სხვა გარიგებაა, ხარ შტერი.

ხოდა მე ალბათ შტერი ვარ ...

სსრკ-ში ვინც მის ნამდვილ ეკონომიკას (ბლატების ეკონომიკას) ვერ ხედავდა, შტერი იყო აბა რა იყო...

რუსების თავისებურება, რომელმაც სსრკ შესაძლებელი გახადა

მამარდაშვილს უწერია, სსრკ რუსების იმპერია არ იყოო (იმ გაგებით, რომ რუსებს არაფერი მოუგიათ), მაგრამ რუსებს აქვთ ის თვისება, რომელმაც სსრკ შესაძლებელი გახადაო. კერძოდ კი რუსებს ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლიათ, ისინი სიკვდილს ეტრფიანო.

მგონი ფუკუიამას ეწერა, რომ რუსების გეოგრაფიის თავისებურებაა უკიდეგანო სტეპი, რომელშიც ვერსად დაიმალები და მუდმივად მტრის მოლოდინში ხარ, ნებისმიერი მხრიდან.

ალბათ ეს ბადებს უიმედობას, მუდმივ შიშს და მეგობრობას სიკვდილთან.

ალბათ აქედან გამომდინარეა безшабашность, უხეშობა, უიმედო სმა, თანაგრძნობის არარსებობა. ეს არის მცდელობა გაანეიტრალო მუდმივი უიმედო შიში, რომელსაც თავს ვერაფრით აღწევ. ეჩვევი ამ უიმედობას