განსხვავება კარგს და ცუდს შორის მოლოდინშია

დადებითი ან უარყოფითი ემოცია რაიმე ქმედებაზე ან ნივთზე ან მოვლენაზე დამოკიდებულია არა იმაზე, კარგია/სასარგებლოა/მომგებიანია თუ არა ეს შენთვის ობიექტურად. არამედ იმაზე _ გინდოდა თუ არა შენ რომ ეს მომხდარიყო.

სიურპრიზი გაგახარებს მხოლოდ მაშინ, თუ მართლა ის ნივთია/მოვლენაა, რაც გინდოდა (და არ ამბობდი). ყველა დანარჩენ შემთხვევაში სიურპრიზი უარყოფით ემოციას იწვევს.

ამიტომაა საჭირო "საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში" _ რომ გადაწყვეტილება თუ მისაღები არა, ქე–მაინც არასასიამოვნო სიურპრიზი არ იყოს.

ანუ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რასაც აკეთებ, არამედ ის _ როგორ ამზადებ მიმღებს ამისთვის. ან უბრალოდ უნდა გააკეთო ის, რაც მას უნდა.

ყველანი ვიყენებთ ერთმანეთს

რატომ მაბრაზებს როცა მიყენებენ?

არა მარტო სამსახურში. დედაჩემი მიყენებს როცა მიყვება საკუთარ განცდებს და ჩემს განცდებს ელოდება. არ მინდა. არ მაინტერესებს. და ვბრაზდები.

არადა სიმბიოზი ხომ ურთიერთ–გამოყენებაა. წესით არ უნდა ბრაზდებოდე. მეც ხომ ვიყენებ მას.

ეტყობა მიმაჩნია, რომ მე იმდენად ვერ/არ ვიყენებ, როგორც მე მიყენებენ. საკუთარ თავზე ვბრაზდები საბოლოო ჯამში.

პარაზიტები

გუშინ ძველი თანამშრომლები შევიკრიბეთ. ყველანი ყვებოდნენ თავიანთი ორგანიზაციების შიდა პრობლემებზე. ყველგან ერთი და იგივეა _ უვიცი ინტრიგანები vs ვირულად მომშუავე სასტავი. რომელიღაც ფილმში იყო: наездники и лошади.

ყველას თავისი გადარჩენის ტაქტიკა აქვს. ერთნი ხდებიან სპეციალისტები, მეორენი _ ამ სპეციალისტებზე პარაზიტობას სწავლობენ. არიან ძალიან ნიჭიერი პარაზიტები, ძალიან მიზანდასახულებიც. სერიოზულ კარიერულ წინსვლასაც აღწევენ.

ცხოვრება ხომ ყველას უნდა...

თან ახლა, მაგათთან ბრძოლას ხომ არ მიეძღვნები...

მაგრამ მაგარი გამაბრაზებელია, როცა გიყენებენ.

ნეტავი როგორ უნდა ებრძოლო პარაზიტებს?

იქნებ საჭირნი არიან? როგორც ორგანიზმში _ თუ სრულებით გაიწმინდე პარაზიტებისგან, ალერგიები გეწყება. იქნებ ასევე, პარაზიტების გარეშე ორგანზაციაც დაავადდება? პროსტო კონცენტრაციას გააჩნია ალბათ.

ანუ, მნიშვნელოვანი პარამეტრი: ორგანიზაციაში პარაზიტების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია.

სამუშაო უნდა იყოს არასასიამოვნო

აბა სხვანაირად როგორ განასხვავებ დასვენებისგან?

როგორ ცხოვრობენ აფხაზები?

წარმოიდგინე, ყოველდღე ხედავ მიტოვებული სახლებს, ნანგრევებს, და იცი რომ მათი პატრონები ან მოკლეს ან გაყარეს. და დასახლებული სახლების უმეტესობისაც. და გიხდება მუდმივად არწმუნო შენი თავი, რომ ეს შენი ბრალი არაა, ეს შენ არ გიქნია, ეს უშენოდ მოხდა, "იმათმა" თვითონ გაიძულეს, თავიანთი ბრალია...

როგორ ძლებენ?

საინფორმაციო სივრცე

ინტერნეტმა მოკლა ცენზურა, რედაქტორების ჯარი, საავტორო უფლებები. ინფორმაციის გავრცელებისთვის არავის ნებართვა აღარ გჭირდება.

მაგრამ რაც კიდევ უფრო უკეთესია _ ინტერნეტმა მოსპო სამეცნიერო ირერარქიასთან ბრძოლის საჭიროება. ადრე როგორ იყო _ რაც არ უნდა კარგი იდეა გქონოდა, სადმე სამეცნიერო წრეში თუ ვინმეს ვერ დაარწმუნებდი და თავის "ფრთის ქვეშ" არ შეგიფარებდა, იდეა განწირული იყო. ხოდა თუ დიპლომი ან შესაბამისი ხარისხი არ გქონდა, ხომ საერთოდ _ არც მოგისმენდა არავინ.

ეხლა ინტერნეტი სულ სხვა შესაძლებლობებს გაძლევს: ნებისმიერ იდეას, რაიმე სახით, უბრალოდ აგდებ საინფორმაციო სივრცეში. იცი, რომ ადრე თუ გვიან ვინმეს თვალში მოხვდება, იქედან ტვინში შეაღწევს, მერე მეორეში, მერე მესამეში _ ნელ–ნელა გაიკვალავს გზას. გავა დრო და ხალხის რაღაც "კრიტიკული მასა" აღმოაჩენს, რომ მათთვის იდეა ახალი არ არის. ანუ არ არის "მთლად სიგიჟე" ან "მთლად მიუღებელი". გადაილახება სიახლით გამოწვეული შიში და ანტაგონიზმი. და ამავე დროს იდეის გადახარშვა/განვითარება გაგრძელდება ბევრ ტვინში. ანუ იდეა არ დაიკარგა, არამედ განვითარდა. მე მგონი ეს სერიოზული რევოლუციაა.

უჩინმაჩინი

მთელი ცხოვრება მინდა არ ვჩანდე. ვიყო გამჭირვალე. ან რუხი. თან რუხობას არ ვკადრულობ _ ახლა ტიპიური ქართველი ქალივით შავი იუბკა–ბლუზკით ხომ არ ვივლი! შესაბამისად _ ვჩანვარ.
ნეტა რა მინდა საბოლოოდ _ რომ ვჩანდე თუ რომ არ ვჩანდე?
ეტყობა ზოგადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ როგორი ვჩანვარ? აშკარად არ მკიდია. არადა გზა თავისუფლებისკენ დაკიდებაშია. ვცდილობ დავიკიდო. ამიტომ გამოვიყურები ისე, როგორც ამ საზოგადოებას არ მოსწონს. და ვიტან შენიშვნებს და მზერებს. ჯამში _ მამჩნევენ. არადა მინდა რომ არ შემამჩნიონ.
აშკარად რაღაცას არასწორად ვშვები. ან თავს ვიტყუებ...

რა კარგი იქნებოდა, გამჭირვალობა რომ შეიძლებოდეს...

რა მნიშვნელობა აქვს ავტორს?

წიგნების და კინოების ავტორები რაში გვაინტერესებს? სინამდვილეში ხომ ყველაფერი კოლექტიური ნაწარმოებებია, მთელი იმ საზოგადოების წარმოქმნილია – ტიპმა სადღაც რაღაცას ყური მოკრა, ვიღაცამ რაღაც მოუყვა, აჩვენა, სადღაც რაღაცას შეესწრო, რაღაც იდეები ჰაერში დაფრინავენ, ვიღაცეები მუდმივად მსგავს თემებზე მსჯელობენ – ხოდა ამან მოახერხა _ აღწერა, თავი მოუყარა. მერე რა? რატოა ავტორი, ვერ ვხვდები. ნულიდან ხომ არ შეუთხზავს.

კაცობრიობა ფაქტიურად კოლექტიური ტვინია. თან სულ უფრო და უფრო. ეხლა ეს ავტორები იდეებს და ინფორმაციებს უკვე ქუჩებში და კლუბებში კი არა, ინტერნეტში კრეფენ. ხოდა რას ნიშნავს ასეთ სიტუაციაში ავტორობა? მიღებული ინფორმაციის წრფივად დალაგების და გადმოცემის უნარი აქვს ტიპს. სულ ეგ არის.

რა საჭიროა რეალი?

ლოსტის თემას ვკითხულობდი ფორუმზე. უცებ გადავიდნენ იმის მოგონებებზე, აი როგორ იკრიბებოდნენ და ერთად უყურებდნენ ლოსტს, მერე როგორ გადაიღეს თავიანთი სურათები და გააკეთეს ლოსტის სტილის კოლაჟი, მერე როგორ ინტერვიუებს იღებდა მათგან ტელევიზიები.

დოდიც სულ იმას ამბობს, რომ ინტერნეტ–ურთიერთობა რეალის დამატებაა.

ძალიან მიკვირს. გაქვს საშუალება გახდე სხვა. სრულებით გაექცე შენი ჩვეული ცხოვრების კლიშეებს. რაღაზე უბრუნდები ისევ იმ საკუთარ ერთადერთ რეალობას?

ან რომ იწყებენ გარკვევას, ვინ ხარ სინამდვილეში, სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ ... რა საჭიროა? რა მნიშვნელობა აქვს?

არადა რო მეკითხებიან _ ვპასუხობ. ზღაპრებს ხომ არ შევთხზავ. ალბათ უნდა შევთხზა ერთი ზღაპარი და ყველას ის მოვუყვე.

რამე ისეთი, "ჩვენს შეხვედრებზე მოდიო" – რომ არ შემთავაზონ – ან ვცხოვრობ შორს, ან ავად ვარ და ვერ დავდივარ? უბრალოდ რომ ვუთხრა, პრინციპი მაქვს ეგეთი და არ ვამბობ, ვინ ვარ–თქო? უფრო დაინტიგდებიან და გარკვევას დაიწყებენ?

შაბათ–კვირა

დილემა: წავიდე სოფელში თუ დავრჩე თბილისში? კარგი ამინდი რომ იყოს, მერე გული დამწყდება რომ სოფელში არ ვიყავი! ცუდი ამინდი რომ იყოს, სოფელში უინტერესოა. არადა ტაქსს ერთი დღით ადრე ხომ მაინც უნდა შევუთანხმდე?

მოკლედ დავრჩი. გამიმართლა _ ცუდი ამინდია.

ახლა მეორე დილემა: წავიდე სამსახურში და წინ წავიგდო საქმე თუ დავისვენო იმ იმედოთ რომ მერე უფრო პროდუქტიული ვიქნები?

არ წავედი სამსახურში. სახლი დავალაგე სამაგიეროდ _ ერთი კვირაა ვუყურებ ჭუჭყიან თაროს ვანაში და ბოლოს და ბოლოს გავწმინდე. მერე ვწევარ და ლოსტოპედიას ვკითხულობ.

თან იმაზე ვოცნებობ, აი სოფელში რომ წავალ (საერთოდ რომ წავალ, ოღონდ მანამდე ინტერნეტი უნდა იყოს იქ ნორმალური) და რომ აღარ ვიმუშავებ. ან ბაღში ვიბუჯურებ, ან სახლში, ან ინტერნეტში. გამოვა, რომ სულ დასვენებაში ვიქნები. ნეტა მომბეზრდება?

პროექტომანია

იდეაში პროექტი უნდა იყოს რაიმე საჭირო ქმედებების ლოგიკურად ჩამოყალიბებული და დასაბუთებული გეგმა. დონორი შეხედავს, დაიჯერებს, შეიგრძნობს _ დააფინანსებს.

სინამდვილეში პროექტი არის დონორის (ან მისი დიდი–დონორის) გემოვნებაზე ან ტვინშეზღუდულობაზე მორგებული ბოდვა. "აი მე, მე, მე გავაკეთებ ზუსტად იმას, რაც შენ გჭირდება, ყველაზე კარგად ქვეყანაზე, და თან ყველა გადაირევა, ეს რა საჭირო რამე გააკეთაო და ყველა გაიმსჭვალება ჩემი დონორისადმი მადლიერებით".

მერე პროექტის მწერლები ორ კატეგორიად იყოფა _ 1) ის ვინც დონორს აბოლებს იმისთვის, რომ მართლა საჭირო რამე გააკეთოს. ანუ მე ვიცი რისი გაკეთება მინდა, ვიგებ რა მოსწონს დონორს და ვარქმევ ჩემს საქმიანობას იმ სახელს; 2) ის ვისთვისაც სულერთია რას გააკეთებს, ოღონდ გადაუხადონ. ესენი მართლა იმას აკეთებენ, რაც იმ დეგენერატი დონორის მეტს არც არავის უნდა და არც არავის სჭირდება. ნუ და პლიუს თავის ხელფასს.

ხოდა, თუკი დონორის მოთხოვნაც მარაზმია, პროექტიც იდიოტიზმია და ხელფასიც პრაქტიკულად არაა _ მაშინ რისთვის წერენ პროექტებს, გამაგებინეთ? ჩვევის ამბავია, ეტყობა _ არიქა, არის საშუალება და არ გამოვიყენო? სხვებმა რომ აიღონ?

და აიღონ! და აკეთონ მარაზმი თუ ასე საჭიროა ფულის მარაზმში დახარჯვა მაინცდამაინც.

ნუთუ არ შეიძლება დონორები მარტო მარაზმებს არ აფინანსებდნენ?

ესე იგი როგორ?

მოკლედ, იმ 'მორემ" გადამიყვანა ბლოგერის ჰელპებში. აუუუ, იქ მთელი ტუტორიალია. ლაიაუტის ტაბ–იო? სადაა, რას ბოდავენ. ა! აგერაა! ხა–ხა. მერე?

აჰა! ჯერ გადავედით ვნახოთ რაა "ედიტ პოსტს" აჰა, გასაგებია. ე, წინაზე იყო ეს არჩევანი? თუ ეხლა გაჩნდა?

კაი, ვნახოთ "ლეიაუთი".

ოპა, აღარ მცალია! მოგვიანებით გავაგრძელებ.

და საერთოდ, მეძინება. ხვალ კი ის დეგენერატული ბიუჯეტი მაქვს გასაკეთებელი. მგონი ჰაუზის ყურებაც დამეზაროს. დავიძინებ.

კაი, მოდი ვცადოთ

უიმე დედა! რამდენი დავიდარაბა უნდა ბლოგის შექმნას. ექაუნთიო, მერე თემპლეითიო. გადავირიე. ძლივს ავირჩიე რაღაც.

ეს ღილაკი რატომ აციმციმდა? მიდი და გაიგე. სადმე ხომ უნდა იყოს რაღაც ინსტრუქციები და ახსნა–განმარტებები! და საერთოდ, მერე წაშლა რომ მომინდეს ამის ყველაფრის, წავშლი თუ ვეღარ?

კაი, მოდი ეხლა ვცდი. აგერ რაღაც ყვითელი ღილაკია, დავაჭერ და რაც იქნება, იქნება...

ვაშაააა! მივაგენი პოსტის შეცვლის ღილაკს! გაუმარჯოს ბლოგ–გუგლ–ვიღაცას!

კაი. ეხლა დალშე ვარკვევთ. აქ ზემოთ რაღაც ღილაკებია. აჰა, გავიგე: ფონტი აირჩიეო. ავირჩიე, მარა მგონი არაფერი შეცვლილა. ეხლა ზომა. ე, ისევ არაფერი იცვლება მგონი.
დაიცა, დავპოსტო. იქნებ დაპოსტვის მერე იცვლება?

ოოოო! არაფერიც არ შეიცვალა! რა ბედენაა ეხლა ეს? კაი, მოდი ფონტის ფერი ვცადოთ. ვაშაა! გამოვიდა.

და კიდე აღმოვაჩინე სათაურის ადგილი! ევრიკა! დაიცა, ეხლა სათაურს ჩავწერ. იეს. არის. ეხლა დავპოსტოთ...

ჰაუზის მე–15 სერიას ვიწერ. ჯერ 32%–ია. კაი, ვაგრძელებთ "შესაძლებლობათა კვლევას" (ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ამ პროექტების ენას. და კიდევ ყველას, ვინც პროექტებს წერს. და ასრულებს. და ყველაზე მეტად იმ პროექტს _ ხვალ დილისთვის რომ ბიუჯეტი მაქვს მოსაფიქრებელი. მარაზმი. უუუუ!)

ტაკ. კაცო, თემპლეიტი არ მომწონს! აჰა, აქ რაღაც ოპშენებია. აბა, ვნახოთ... დაეკიდააა... არაფერი არ ხდება... კუ–კუ! ააა, აქ მარტო ისაა, კომენტარებს ჩართავ თუ გამორთავ. იყოს, სულ ერთია. ვინ იპოვის ახლა მაინცდამაინც ჩემს ბლოგს. მერე გამოვრთავ, თუ რამეა.

ხო, ეს ღილაკები, რაო: ფორმატირება, ფორმატირების მოშორება, სურათის დამატება, ვიდეოს დამატება, ეს "ბოქ–ქვოუთ" რაღაა? ნუ იყოს, ჯანდაბას. აჰა, ეს ლინქის დამატება. კაი, გავიგე ეს ყველაფერი. მარა თემფლეითის შეცვლა სადაა?

ა, აგერ წვრილი შრიფტით რაღაც წერია. აჰა, შორთქათები. არ მჭირდება. და მერე "მორ". ხო, აი ვნახოთ ერთი რა "მორ"...

აუუუ, სადღაც გადავხტი და ძლივს მოვძებნე უკან დასაბრუნებელი გზა. მარა იქ _ ხა–ხა! _ ბევრი ოფშენები იყო! წავალ ეხლა და გავერკვევი.
დაიცა, ეს დავპოსტო...

მოკლედ, დაიმახსოვრე: წვრილად როა "მორე" ეგაა ის, რაც საჭიროა.

ამასობაში ჰაუსი გაეჭედა, ისევ 32%–ია. გადაირია? რას ვშვებით? ვაპაუზებთ და ვუშვებთ დაუნლოადს ტავიდან. წავიდა? გონი წავიდა. კაი. წავედი ოპშენების შესასწავლად.