behavioral avalanche

ადამიანების რეაგირება სტმულებზე.

მაგრამ ზოგი სტიმული პირდაპირ იწვევს მოქმედებას, გააზრების გარეშე.

და რაც კიდევ უფრო საოცარია, ამჩნევ მარტო იმას, რაც მნიშვნელოვანია. და საიდან იცი, რაა მნიშვნელოვანი. ანუ წინაისტორია განსაზღვრავს იმას, რას შეამჩნევ და რას - არა

რატომ ეგუები ნაწილობრივ ცხოვრებას?

მოხდა ავარია და მოძრაობის უნარი დაკარგე. როგორ ეგუები ამას? რატომ გიღირს ცხოვრების გაგრძელება?

მთავარი ყურადღებაა

ადამიანი სხვა ცხოველებისგან განსხვავდება საკუთარი ყურადღების მართვის უნარით. ანუ სხვებს არავის არ აქვთ. მარტო ადამიანს აქვს.

ყურადღებას მართავს სტიმული. შეხსენება. რამე, რასაც ხედავ, გესმის, გრძნობ. ეს შეიძლება იყოს გარე სტიმული, ან შიდა სტიმული. ადამიანმა მოახერხა გარე სტიმულის (ვიზუალური, სმენითი) შიგნით გადატანა. ანუ ეუბნება თავის თავს, აჩვენებს თავის თავს (წარმოიდგენს) და ამით ინარჩუნებს ყურადღების ფოკუსს.

ეს ენამდე მოხდა. სამკაული, სხეულზე ნახატები - არა მარტო გარე პირებისთვის არის შეხსენება, არამედ მათი მატარებლისთვისაც.

მანამდე ალბათ გარე შეხსენებების ძალა გაიგო ადამიანმა: მონუმენტები, ლიდერის სასახლე (მაღალი, გაფორმებული), ნახატები - რაღაც, რასაც ყველა ხედავს. მუდმივი შეხსენების წყარო. ჯჯგუფის ერთი მიმართულებით კონცენტრირების საშუალება.

და მერე - ამ ნივთების პატარა სიმბოლოები ყველას ხელში ან კისერზე ჩამოკიდებული (სამკაული) - თან ატარებ შეხსენების/კონცენტრაციის წყაროს.

ენამ შესალებელი გახადა ამის მთლიანად ტვინში გადატანა. შენ მუდმივად უხმოდ ელაპარაკები შენ თავს.

თუმცა თავიდან ალბათ ეს საუბარი ხმიანი და კოლექტიური იყო. სიმღერები. ლოცვები.