ისევ "გამოყენების" პრობლემა

ვერ გავაგებინე დედაჩემს, რატომ არ მომწონს, როცა ჩემს ამხანაგებს ან მეგობრებს იყენებს.

ჩემი აზრით მეგობრობა დიდი ვალდებულებაა. პირველ რიგში, სწორედ არ–გამოყენების, მისი ინტერესების ყოველთვის და ყველაფერში გათვალისწინების. არ შეიძლება მეგობრის კეთილგანწობა უპასუხისმგებლოდ გამოიყენო. რაც არ უნდა დახმარება გჭირდებოდეს მეგობრისგან, და რაც არ უნდა იოლი იყოს მისთვის ამ დახმარების გაწევა შენთვის, არ შეიძლება ეს მოითხოვო მისი ინტერესების, განწყობის და კიდე მილიონი დეტალის გათვალისწინების გარეშე, რომელიც შენ სწორედ იმიტომ იცი, რომ მეგობარი ხარ. ის იმიტომ არის შენთან გულახდილი და იმიტომ გენდობა, რომ იცის (მოელის), რომ შენ მას არ გამოიყენებ.

ხოდა იმის ხარჯზე, რომ გოგოები ხშირად ჩვენთან ვიკრიბებით ხოლმე და დედაჩემიც სულ გვეტენება ამ შეკრებებში და ესწრება ბევრ გულახდილ საუბარს (თუმცა ყველას არა _ ხანდახან ყელში ამოგვდის მისი დამსწრეობა და კაფეში მივდივართ, რაც სერიოზულად სწყინს), ილუზია ექმნება, რომ გოგოები მისი მეგობრებიც არიან. თუმცა ვერ ხვდება, რომ გოგოები მასთან "როლებს" თამაშობენ, მაიმუნობენ, სერიოზული საუბარი დედაჩემის თანდასწრებით არასოდეს მიდის. ანუ დედაჩემს ჩემი მეგობრები გაცილებით "იოლი" ადამიანები ჰგონია, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. ხოდა ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას როცა ცდილობს გამოიყენოს. 'ოხ, რა მოხდა მერე, არ ეწყინებათ კაცო..."

მოხდა. ეწყინებათ. და საყვედურს მე მეტყვიან, და არა დედაჩემს. ანუ დედაჩემის ყოველ მატრაკვეცულ უტაქტობაზე მე ვაგებ პასუხს. ამას რომ ვეუბნები, არ ჯერა, იგონებო.

უნდა შევწყვტოთ ჩემთან შეკრებები. მადლობა ღმერთს, უამრავი კაფეა გარშემო.