როგორ მოკვდება დედაჩემი

მინდა რომ დედაჩემის სიკვდილი არ იყოს კივილ-წივილი, აგონია, ისტერიკა, ტყუილები და გაუცხოება. მინდა რომ ერთად ვიყოთ. ნუ, ფიზიკურად კი არა, ემოციურად ერთად ვიყოთ, სულიერად. დავეხმარო რომ შიშის და ისტერიკის გარეშე გაიაროს ბოლო გზა.

მგონი მივხვდი მას რა უნდა. ამას წინათ აღფრთოვანებული მიყვებოდა ფილმს. ვიღაც ქალს ფერმა ქონდა, სადაც ღორებს ზრდიდა და კლავდა. და ნუ უყვარდა ეს ღორები და ეცოდებოდა. ამიტომ კლავდა მოფერებით. დააწვენდაო, ზედ დააწვებოდა, ეფერებოდა და ამ ფერებ-ფერებაში ყელსი დანას გამოუსვამდა და 8-მდე დაითვლიდა და ვსო. და მერე ქმარი ყავდაო ძაან ავადმყოფი კიბოთი და ზაან ტკივილები ქონდაო და იმან ძაან თხოვა და ისივ ასე ფერებით მოკლაო.

ანუ უნდა რომ იცოდეს რომ იმ ბოლო მომენტში, ძაან ცუდად რომ იქნება და ძაან შეეშინდება, ვინმე იქნება, ვინც ჩაიხუტებს, მოეფერება, დააწყნარებს და ისე გაუშვებს საიქიოს.

უნდა დავიმახსოვრო.