სიკვდილი აუცილებელია

არ შეიძლება უბრალოდ გაქრე. იმათთვის, ვისთვისაც შენს არსებობას მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია იყოს "არარსებობაში" გადასვლის პროცესი. მტკივნეული, ემოციური, სულერთია დროში რამსიგრძე _ მთავარია იყოს.

შეიძლება ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გაჰყოს ისინი "ვინც რეალურად არსებობს", იმათგან "ვინც რეალურად არ არსებობს, მარტო ჩემს წარმოდგენაში არსებობს"? რომ არ აერიოს რეალური სამყარო არარეალურში?

ან იქნებ უბრალოდ გჭირდება იცოდე, ვისზე უნდა იზრუნო და ვისზე _ აღარ?

ან ურთიერთობის რაღაც ლოგიკური დასრულების მოთხოვნილება გაქვს?

ან იქნებ გონის/პიროვნების გაქრობა იმდენად წარმოუდგენელია, რომ იჯერებ მხოლოდ მაშინ, როცა თანდათანობითი მოსპობის/დეგრადაციის პროცესს ხედავ?