საბაზრო ეკონომიკა და ინდივიდუალიზმი

საბაზრო ეკონომიკა, lesse fair, იდეაში უკიდურეს ინდივიდუალიზმზეა დაფუძნებული. ანუ ყველა მხოლოდ საკუთარ მოგებაზე/სარგებელზე ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ არავინ არავის არ ეხმარება. შენ თუ გაგიმართლა და შენს მეზობელს არა, მშვიდად უყურებ როგორ კვდება ის შიმშილით. და ასევე შენ არ დაგეხმარებიან, თუ გაგიჭირდა. ამიტომ, თუ გინდა დაგეხმარონ, წინასწარ უნდა დაეზღვიო - იხადო ფული სამომავლო სიდუხჭირის დასაფარავად (და გაგიმართლოს და შენი სადაზღვევო კომპანია არ გაკოტრდეს).

ზოგ კულტურაში ეს მიდგომა მუშაობს. ზოგისთვის კი ეს მიდგომა ისე დრაკონულად გამოიყურება, რომ არც კი უშვებენ, რომ  ამას ვინმე სერიოზულად გულისხმობს. ანუ, მერე რა, რომ კონკურენტებთან მწვავე ბრძოლაში მოიპოვე ფული. ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს უნდა გაუნაწილო. თუ არადა გაგრიყავენ - ფრიკი ხდები.

საქართველო ასეთი ქვეყანაა. მკვახე კაპიტალიზმი აქ ვერ იმუშავებს. კულტურის წინააღმდეგ მიდის. რუსული საზოგადოებისთვის კი მეზობლის შიმშილი მისაღებია. გაცილებით სასტიკები და მიუტევებლები არიან. კაპიტალიზმის წესებიც სიტყვასიტყვით ესმით და ასრულებენ, რობოტებივით.

ალბათ ამიტომ ვერ იგუა კაპიტალიზმი რუსულმა საზოგადოებამ - ძალიან შეეშინდათ. ძალიან ბევრი დაიმშა და ფიზიკური განადგურების პირას დადგა. ამიტომ ეპოტინებიან სახელმწიფოს (რომელიც მათ საჭმელს ურიგებს) - სხვა პატრონი და იმედი უბრალოდ არ ჰყავთ.

საქართველოში პრაქტიკულად ყველას ჰყავს (იძულებულია ჰყავდეს) ნათესავ-ნაცნობ-მეგობრების ქსელი (safety net), რომლის დახმარების იმედზეც არის (და რომელსაც თავის შემოსავალს უნაწილებს). რუსეთში ხალხის უზარმაზარი მასა უბრალოდ უპატრონოა - არ ზრუნავენ ერთმანეთზე და შესაბამისად არც მათზე ზრუნავს ვინმე.

როგორ და რატომ იმუშავა კაპიტალიზმმა ევვროპაში. ურთიერთდახმარების კულტურა იქ როგორ იყო? მე მგონი გერმანია და ჩრდილო ევროპა ფაქტიურად რუსებივით განცალკევებული ეგოისტები არიან. სისასტიკითაც მე მგონი მსგავსები არიან. მარა იქ იმუშავა. რუსეთში - ვერა. რატომ?