რუსების თავისებურება, რომელმაც სსრკ შესაძლებელი გახადა

მამარდაშვილს უწერია, სსრკ რუსების იმპერია არ იყოო (იმ გაგებით, რომ რუსებს არაფერი მოუგიათ), მაგრამ რუსებს აქვთ ის თვისება, რომელმაც სსრკ შესაძლებელი გახადაო. კერძოდ კი რუსებს ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლიათ, ისინი სიკვდილს ეტრფიანო.

მგონი ფუკუიამას ეწერა, რომ რუსების გეოგრაფიის თავისებურებაა უკიდეგანო სტეპი, რომელშიც ვერსად დაიმალები და მუდმივად მტრის მოლოდინში ხარ, ნებისმიერი მხრიდან.

ალბათ ეს ბადებს უიმედობას, მუდმივ შიშს და მეგობრობას სიკვდილთან.

ალბათ აქედან გამომდინარეა безшабашность, უხეშობა, უიმედო სმა, თანაგრძნობის არარსებობა. ეს არის მცდელობა გაანეიტრალო მუდმივი უიმედო შიში, რომელსაც თავს ვერაფრით აღწევ. ეჩვევი ამ უიმედობას