გაღიზიანება

წავაწყდი საინტერესო მსჯელობას _ რომ გაღიზიანება ენერგიის უმისამართო და გაუმართლებელი კარგვის სიგნალია. (http://community.livejournal.com/ru_psiholog/984459.html). ამიტომ მას იწვევენ ენერგეტიკული ვამპირები.

ანუ გიჟი არ ვარ დედაჩემი რომ მომადგება და აგრესიულად რაღაცას რომ მიყვება და ჩემს რეაქციას რომ ელოდება _ რომ ვღიზიანდები და ვფიქრობ რომ ემოციის დახარჯვის ინსტრუმენტად მიყენებენ? "მაფხანენ" ასე ვთქვათ.

მარა როგორ უნდა დავიცვა თავი? ემოციებს ნუ მაფხან–თქო , გავაგებინე. კედელი არ ვარ, მტკივა. მარა "დუშეშჩიპატელნი" რაღაცეებს ნუ მიყვები და ჩემი ემოციებით ნუ იკვებები–თქო, როგორ გავაგებინო?

რამენაირად უნდა დავარწმუნო, რომ ჩემთვის არ შეიძლება ზედმეტი განცდები. რომ ინფაქტი მომივა ან რამე ეგეთი. რომ არ უნდა მანერვიულოს. იქნებ დამანებოს თავი.