not a good girl

ვცდილობ არ ვიყო "კარგი გოგო". არ ვცდილობდე ვასიამოვნო ყველას გაშემო. და დავიცვა ჩემი, და არა თავხედი აფრისტების ინტერესები. და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე _ როგორც ისინი მაბოლებენ და მეკაჩავებიან, ზუსტად იმავე არგუმენტებით და მეთოდებით ვუმტკიცებ, რომ ჩემი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ.

ტაქსის მძღოლი. რომელსაც მოელაპარაკე, რომ გადაუხდი 400 ლარს ბათუმში წაყვანა–წამოყვანაში, ოღონდ აუცილებელია ქვითარი. და გაწვება, რომ ფული დღეს, და ქვითარი _ ხვალ. "პატარა ხომ არ ვარ", "როგორ არ მენდობით" და ა.შ. მერე იწყება წუწუნი, რომ აი, ხვალ ტყუილად ორი გზა უნდა გააკეთოს, რომ ქვითარი მოგვიტანოს და ფული წაიღოს, ისე კი ერთი გზა დასჭირდებოდა. არა! მაგ შემთხვევაში მე მექმნება პრობლემები, მე დამიწყებს ჩხუბს ბუღალტერი, რომ არც ფული მოვიტანე და არც ქვითარი. რატომაა მისი დისკომფორტი გასათვალისწინებელი და ჩემი არა? იქნება ქვითარი _ გადავიხდი ფულს. არა _ არა.

დამეხმარა ბრაზი. ტიპი სუსურუკუს დროს გემის კაპიტნის მოადგილე იყო по политической части _ ანუ მინიმუმ პარტიული ნომენკლატურა. მერე _ ხან რის დირექტორი, ხან რის. ბუნებრივია ეხლა წუწუნებს, რომ "ამ მთავრობის ბრალია", რომ მისი ცხოვრება უკუღმა მოტრიალდა. აბა ხომ არ იტყვის გოთვერანი რომ ვიყავი იმის ბრალიაო... ხოდა 12 საათი ასეთი ტიპის ატანა ისე რომ არ მიახალო ცხვირში რასაც ფიქრობ მასზე და მისნაირებზე, როგორია? სამაგიეროდ შევძელი ქვითრის საკითხში მაგრად დადგომა. ვინმე წესიერი და საცოდავი რომ ყოფილიყო, ალბათ ვერ შევძლებდი.

არა, ორჯონიკიძის ძეგლის ჩამოგდებაზე და მისი სახლმუზეუმის გაუქმებაზე რომ აწუწუნდა, მაშინ კი მოვახერხე კატეგორიულად მეთქვა, _ ნუ ხომ მოღელატე იყო და აბა რა უნდა ექნათ–მეთქი. იცოცხლე, მოკეტა. მარა დანარჩენ განმარტებებზე თავი შევიკავე _ ახლა ვიღაც დეგენერატის აღზრდაზე ვერ დავიხარჯები. განაგრძოს დეგენერატობა. იმედია მალე მოკვდება.

დაიღალა მაგრა და რომ არ დამეძინოს, მელაპარაკეთო, გვითხრა. სულ მინდოდა მეკითხა, იმაზე მოყევი, ნომენკლატურშჩიკი როგორ გახდი–თქო. გამოდის, რომ მაინც კარგი გოგო ვარ _ არ ვკითხე.