ისევ სოლარისი

WEB–2, ანუ ინტერაქტიული ვებ–გვერდები სულ უფრო ხშირად იყენებენ ვებ–გვერდზე პოსტების აქაჩვა–დაქაჩვის შესაძლებლობას. ანუ რაც მეტ ხალხს მოსწონს პოსტი, მით ზემოთ იწევს ის ვებ–გვერდზე, რაც მეტი აძლევს უარყოფითშეფასებას, მით ქვემოთ "იძირება".

დიდ სურათს რომ შეხედო, ინტერნეტში ასეთი ტიპი საიტებზე ზემოთ ამოქაჩული აზრები ინტერნეტ–სოლარისის ზედაპირზე ამოტივტივებული წარმოსახვების ანალოგიაა.

ანუ WEB–2 ტიპის ინტერნეტი, როგორც ინტერნეტ–საზოგადოების ერთობლივი აზროვნების საშუალება.

საინტერესო ის არის, რომ ზოგი კარგი აზრი თავიდან შეიძლება არაპოპულარული იყოს (ისეთ ხალხში მოხვდეს) და ჩაიძიროს და მის შემდეგ ამოტივტივებას ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. და პირიქით, სისულელეებს შეიძლება ძალიან "ტივტივა" თვისებები აღმოაჩნდეს.

აზრი მარტო ჭკვიანური არ უნდა იყოს. საჭიროა ხატოვნება, რომ ყურადღება მიიზიდო და თან არა უარყოფითი - ესეც შენი მხატვრული ლიტერატურა. შენი აზრისადმი ყურადღების მიპყრობის სხვა ხერხია სამეცნიერო ან სხვა აღიარებული სტატუსი (აბა ნიუტონი მართლა პირველი კი არ იყო, რომელიც მიხვდა, რატომ დაეცა ვაშლი თავში. უბრალოდ მას ჰქონდა ის სტატუსი, რომ მისი აზრი მოესმინათ. იგივე - დარვინი, მენდელეევი და ა.შ. ეს იდეები არსებობდა, უბრალოდ საკმარის სტატუსიან ადამიანს არ ჰქონდა მანამდე ისინი ნათქვამი)