გაერო ჩიხში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო მიხვდა რომ შემდეგი ომი ბოლო იქნებოდა.

გადაწყვიტეს შეექმნათ "შემაკავებელი მექანიზმი": უშიშროების საბჭო, რომელშიც ძირითადი მოწინააღმდეგეები პერიოდულად იკრიბებიან, დადგებიან მუქარის პოზაში, შეაფასებენ ერთმანეთის ძალებს და დაიშლებიან. და ნუ რაც მნიშვნელოვანია, თუ რამე უსიამოვნებაა ან გაუგებრობა მათ შორის, სანამ გამწვავებულა, არჩევენ, ვაჭრობენ, ტრალი-ვალი, და თანხმდებიან რამეზე. ანუ არის ადგილი, სადაც რეგულარულად საუბრობენ, რაც ჩხუბის შანსს პრინციპში ამცირებს, რა.

ნუ ფასადისთვის ამ საბჭოს გარშემო აქვს ე.წ. გაერო - ყველა ქვეყნის ფორუმი, სადაც ყველა ქვეყანა თანაბარი უფლებებით (ხმებით) სარგებლობს. თუმცა ეს ბლა-ბლაა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქ არ მიიღება. ძალიან რომ არ ეწყინოთ, ამ "გარე წრის" ქვეყნებს რიგ-რიგობით უშვებენ უშიშროების საბჭოში. თუმცა მეორეხარისხოვანი წევრების უფლებებით (ანუ ვეტოს დადების უფლების გარეშე).

მოკლედ, ეს არის სქემა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს ძალთა განაწილების გარკვეულ ეტაპზე: 3 ძირითადი მოთამაშე: ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, + 2 არბიტრი: საფრანგეთი და ინგლისი. ახლო წარსულში ძირითად მომაკვდინებელ იარაღს (ატომურ "კნოპკას") მხოლოდ ეს ხუთნი ფლობდნენ. ამდენად ეს სქემა გამართლებული იყო.

დრო მიდის და სიტუაცია იცვლება. ატომური იარაღი "ჟონავს" სხვა ქვეყნებშიც. დღეს ასეთ ქვეყნებს სათითაოდ დასდევენ და ან უმეგობრდებიან, ან ებრძვიან. ბალანსი ასე თუ ისე შენარჩუნებულია.

მაგრამ გაჟონვა გრძელდება. საბოლოო ჯამში დადგება დღე, როცა ატომი რომელიმე ერთ გიჟ დიქტატორს ან ტერორისტს კი ჩაუვარდება ხელში - რო არიქა ეტაკო და გაანადგურო, არამედ უბრალოდ გავრცელდება და მოედება ყველგან: 10 გიჟი მსოფიოს 10 სხვადასხვა წეტილში, 10 ატომური კნოპკით. რას ვშვებით მაშინ?

მეორე მხრივ, ატომური იარაღი ჩრდილო კორეასაც, ირანსაც და სხვა გიჟებსაც უნდათ რისთვის - მართლა საომრად ხო არა - განადგურებული მსოფლიო არც იმათ სჭირდებათ ალბათ. უბრალოდ უნდათ, რომ გახდენ ანგარიშგასაწევი ძალა. ანუ რომ შეუშვან იმ "ვიწრო წრეში", უშიშროების საბჭოს მასონურ ლოჟაში, რომ ელაპარაკებოდნენ პატივისცემით, ბოდიშებით. ანუ ელიტარული, მიუწვდომელი "ზედა" წრის არსებობა იწვევს  ჩაკომპლექსებულ იდიოტთა სწრაფვას მისკენ.

იქნებ დროა რომ ეს დავინახოთ? იქნებ საჭიროა რომ მოისპოს ეს მაცდუნებელი "ზედა წრე"? იქნებ თანაბართა ყრილობა უფრო ეფექტური იყოს გიჟების განეიტრალებაში?