აზროვნების ფესვი ემოციაშია

ყვველა აზრის ძირში, ძალიან-ძალიან ძირში, დევს ემოცია. და აზრი (რაღაც საკითხის "გადაღეჭვა") უწყვეტად ცოცხლობს ტვინში. ზოგჯერ ხვდება ცნობიერებაში, ზოგჯერ არა, მაგრამ სინამდვილეში ის უწყვეტია. ცნობიერების გარეშეც მუდმივად იხარშება, "თუხთუხებს". ცნობიერება ხანდახან "მიაკითხავს და ეგაა. ის კი არის და არის.

ემოციური 'ფესვი" შეილება ზალიან ღრმა იყოს. იმის მერე უამრავი განტოტებაა. ყველა მათგანი იმ საერთო ფესვიდან იკვებება. და ენერგია თითოეულ ტოტამდე აღწევს მეტ-ნაკლებად. ზოგი ტოტი ხმება.

მაგრამ ზოგი ტოტი ახერხებს დაფესვიანებას. ანუ მაღალი დონის აზროვნება ახერხებს მიბმას ემოციურ "ნიადაგზე". და შესაბამისად ის უკვე დამოუკიდებლად "იკვებება" ენერგიით/მოტივაციით.

შესაძლებელია მთელი "ხეც" ამოძირკვო. ფსიქოანალიზი ამას ცდილობს. იპოვოს ის ძირეული ემოცია, დაგანახოს რამდენად სულელურია, არაადექვატურია, არარაციონალურია, და მოსპოს კავშირი. ამ დროს მასზე აგებული მთელი "ხე" კვდება. თავისუფლდება უამრავი ადგილი ტვინში. და ენერგია.

ამოძირკვის შედეგად კვდება მთელი ხე, გარდა "დაფესვიანებული" ტოტებისა.