დიდობა

”24 საათში” კარგი სტატია იყო გია ნოდიასი - პლურალიზმის შიშზე. მთავარი იდეა იყო, რომ ”ერის გახლეჩვა” ნორმაა და არა კატასტროფაო. მთავარია ამ ნახლეჩებმა ერთმანეთის ატანა ისწავლონო.

მარა მე მომეწონა ის, რაზეც ადრეც ბევრი მიფიქრია _ რა ძნელია მშვიდად აიტანო ის, რომ ვიღაცას ვერ იტან და ვიღაცა ვერ გიტანს. რომ არ ცდილობდე იყო ”კარგი ბიჭი” ან ”კარგი გოგო”. ანუ _ გამოხვიდე ბავშვობიდან.

შესაბამისად ერი უნდა გამოვიდეს ჯოგურობიდან. ადამიანს რომ არ გეშინოდეს დარჩე მარტო (გქონდეს განსხვავებული აზრი) და არ ჩაგრავდე ვიღაცას მარტო იმიტომ, რომ მარტოა.

ანუ ზრდასრულები უნდა გავხდეთ. სასურველია მთელი ერი.