მეგობარმა მომამარაგა ტონა დეტექტივებით. სოფელში საღამოობით თუ კომპიუტერი არმაქვს, დაძინებამდე რამე ხომ უნდა ვაკეთო. ხოდა შევუდექი კითხვას _ легкое чтиво. აღმოვაჩინე, რომ საინტერესო დასკვნების გაკეთება ამ ტექსტებიდანაც შესაძლებელია.
ჯერ ერთი, დროის გაყვანის (ანუ ტექსტის გაკილომეტრების) ტაქტიკა, მკითხველის გართობის სტილი. მერე _ რამოდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც ჩაგაფიქრებს. მაგალითად, ერთში ვიღაცამ მოკლა მილიონერის ცოლი და ცდილობდა თვითონ ამ მილიონერის მოკვლას და ყველას ეგონა, რომ მიზეზი ფული იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამას მისი ქალიშვილი აკეთებდა, მარტივი ეჭვიანობის ნიადაგზე. იქ ტექსტში ბევრი მიზეზებია, რომ ეს გოგო დედამისმა დაქოქა, რომ გარეკა (მისი დღიურები ნახეს ბოლოს, სადაც აღწერდა, როგორ ზრუნავს მასზე მამა, როგორ ყიდულობს კვირაში სამჯერ მისთვის ტანსაცმელს, როგორ ერთად სეირნობენ და ა.შ _ ამ დროს ამ ტანსაცმელს თვითონ ყიდულობდა და მამამისს საერთოდ ვერ ხედავდა) , მაგრამ მაინც რაღაც საფიქრალ მასალას გაძლევს _ რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ, შეიძლება თუ არა ადამიანი ასე ერეკებოდეს და გარეგნულად სრულიად არ ეტყობოდეს _ ნუ, ეგეთები. მეორე დღეს გაზონების კრეჭისას საფიქრალი და საკუთარ თავთან სამსჯელო ნეიტრალური მასალა გაქვს.