რობოტების ევოლუცია

ლემის ფანტასტიკებს ვკითხულობდი. დასახელება აღარ მახსოვს, რაღაც გრძელი და საკმაოდ მოსაწყენი ისტორია იყო, ბევრი ჯახა–ჯუხით, ბოევიკი რა, ფაქტიურად. საინტერესო იყო თეორია _ რობოტების ევოლუციის შესახებ.

ნუ, მოკლედ, პლანეტაზე მოხვდნენ (ფაქტიურად ჩამოვარდნენ) გონიერი არსებები, რომლებსაც თან ახლდათ რობოტები. ეს არსებები დაიღუპნენ ვარდნისას. რობოტები გადარჩნენ. რობოტებს ქონდათ რაღაც დავალება (установка) – რა, უცნობია, სავარაუდოდ ტერიტორიის შერჩევა და დაცვა ყველაფერი მოძრავისგან (რაც იმ არსებებისთვის მავნე შეიძლება ყოფილიყო). ნუ, რაღაც ასეთი, რაც მათ თავდაცვას და აგრესიას იწვევდა. და ქონდათ კიდე თავისმაგვარების (უფრო სწორად თავის მსგავსების, და არა ზუსტი კოპიოების) შექმნის უნარი.

ნუ, პირველი, რაც ამ რობოტებმა ქნეს, _ გაანადგურეს ყველაფერი ცოცხალი იმ პლანეტის ხმელეთზე (წყალში ვერ ჩადიოდნენ). მერე რატომღაც რობოტების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა (ალბათ სამიზნე გამოელიათ). ხოდა აქ დაიწყო ევოლუცია, რომელიც არ მახსოვს ათასობით თუ მილიონობით წლები მიმდინარეობდა (პრინციპში გამრავლების, ერთმანეთის ხოცვის და ცვალებადობის სიჩქარეს გააჩნია, თორე რამოდენიმე ასეული წელიც ეყოფოდა, ჩემი აზრით). ხოდა, მოკლედ საინტერესო ისაა, რომ ამ ჯგუფების ევოლუცია წავიდა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით (რაც მთლად ლოგიკური ვერაა, თუ მიზანი განადგურება გაქვს და არა თვითშენარჩუნება) – ერთი ჯგუფი წავიდა გიგანტიზმისკენ, მეორე _ დაწვრილებისკენ. თან ორივე მასალად რკინას იყენებდა, რომელიც ამასობაში გამოელიათ. ანუ რესურსებიც შეზღუდული ქონდათ.

ევოლუციის შედეგად გიგანტებმა თანდათან დაკარგეს მობილურობა და ერთ დიდ სხეულად გაერთიანდნენ (ისევ ალოგიკურია აგრესორისთვის, ეს უფრო თავდაცვითი რეაქციაა). იარაღი რა ჰქონდათ, უცნობია, ვინაიდან ადამიანების იქ მოხვედრისას უკვე განადგურებულები არიან.

"წვრილების" იარაღი ცნობილია – ძლიერი მაგნეტიზმი, რომელიც სპობს როგორც ადამიანების, ასევე რობოტების აზროვნებას. მაგნიტურ ველს ქმნიან მილიარდობით ეს "წვრილები" (მილიმეტრის ზომის ტიპები), რომლებიც სამიზნის გარშემო დიდი სიჩქარით ტრიალებენ. თითოეულ "წვრილს" დარჩენილი აქვს სულ რამოდენიმე "რეფლექსი" _ იპოვე, გამოეკიდე, იტრიალე გარშემო. ანუ თვითონაც სრული დეგენერატები არიან. მარა მისიას ასრულებენ, რა.

მოკლედ, მიუხედავად ბევრი სისულელისა, ეს მოგონილი ისტორია მაინც დამაფიქრებელი იყო – რამდენად ადვილია ახსნა ევოლუცია, რომელსაც აქვს მიზანი, მისია. და შედეგი სრულებითაც არ არის გონიერება, არამედ მისიის მაქსიმალურად ეკონომიური შესრულება _ გონის (და სხვა ყველაფრის) ეკონომიის ხარჯზე. უმიზნო ევოლუცია გაცილებით ძნელი გასაგები და ასახსნელია (ან ევოლუცია "თვითგადარჩენის" მიზნით, რაც იგივე უმიზნობაა. რა საჭიროა "თვითგადარჩენა"?). ფაქტიურად ევოლუცია ევოლუციისთვის. აკეთებ, იმიტომ რომ გამოგდის. არსებობ, იმიტომ რომ უფრო ჩქარა მრავლდები, ვიდრე კვდები...

თან აქ კიდევ ფაქტიურად ერთი რთული ორგანიზმის და მარტივი ორგანიზმების ორგანიზებული ჯგუფის დაპირისპირებაა განხილული _ რა ჯობია. თუმცა ზერელედ. არადა პრობლემა მაგარი საინტერესოა _ სისტემის ელემენტების თავისუფლება/დამოუკიდებლობის რა დონეა ოპტიმალური და რა სემთხვევაში (რისთვის)