ჯობს ჩემი ბრალი იყოს

ქრისტიანობის "პირველყოფილი ცოდვა" აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანები დაარწმუნო, რომ ყველაფერი ცუდი რაც ხდება, მათივე ბრალია. მათი წინაპრის გადაწყვეტილების.

იმიტომ რომ ტვირთის ზიდვა უფრო იოლია, როცა ის შენ თვითონ იტვირთე. არა შეცდომით, არამედ გადაწყვეტილებით. როცა შენი ბრალია. იმიტომ, რომ როცა სხვისი ბრალია, - ეს უსამართლობაა. და იძირები უსამართლობაზე გაბრაზების და შურისძიების დაღმავალ სპირალში.

ერთადერთი გამოსავალია - შენივე ბრალი იყოს. ფაქტიურად სასჯელი შენივე დანაშაულისთვის. მაშინ ეს სამართლიანია და ასატანია.

შურისძიებაში ჩაძირულებმა უბრალოდ ამოწყვიტეს თავის თავი. გადარჩა მხოლოდ ისინი, ვინც ამ თვით-მოტყუების ბილიკს მიაგნო.