როცა საზოგადოებიდან გარიყული ხარ, აუტსაიდერი ხარ, ამ საზოგადოების პრობლემების დანახვა ერთის მხრივ უფრო იოლია - გარედან ხედავ, ჩართული არ ხარ. მაგრამ მეორეს მხრივ, მისი წევრების სტიმულებს ვერ იგებ, ვერ გრძნობ - არ გამოგივლია იგივე. ანუ ხედავ როგორ იქცევიან, მაგრამ ვერ იგებ, რატომ იქცევიან ასე.