ჯერალდ პიტერსონის თეორია

ძირითადი დებულებები:

1. გარე სამყარო ძალიან რთულია უბრალოდ, ზოგადად  აღსაქმელად. მისი აღქმა, "გაგება" შესაძლებელია მხოლოდ დამკვირვებლის საჭიროებების მიხედვით. ანუ აღმქმელს უნდა გააჩნდეს კონკრეტული საჭიროებები - საფრთხისგან თავდაცვის მაგალითად, და მიახლოებითი მახასიათებლები, რომელზეც უნდა მიმართოს თავისი ყურადღება (ზომა, ფერი, ადგილმდებარეობა - ზემოთ, ქვემოთ). და მერე ახდენს შესაბამისი მახასიათებლების მქონე "რაღაცეების" გამოყოფას გარემოდან. მერე ხდება მათი განზოგადება, ერთგვაროვნების გამოყოფა, მათზე ერთნაირი რეაგირება

სხვა სიტყვებით: ადამიანი (ცხოველიც ცხადია) აღიქვამს (ხედავს, ესმის, გრნობს) მხოლოდ იმას, რაც მნიშვნელოვანია, ღირებულია (is important, has value) ამ მომენტში არსებული მიზნისთვის. და ის იბადება წინასწარ ჩანერგილი მიზნებით და შესაბამისი ღირებულებებით. გშია - ეძებ საჭმელს (ხედავ/აღიქვამ მხოლოდ ამ მიზანთან კავშირში მყოფ საგნებს), გცივა - ეძებ სად შეეფარო, გეშინია (იმიტომ რომ შეილება შეგჭამონ) - ეძებ (და ხედავ მხოლოდ) სამალავს, ადროვებული ხარ - ეძებ სექსუალურ პარტნიორს. რაც არ გჭირდება, იმას ვერ ხედავ. არ ხედავ. დახელოვნებული ხარ არასაჭირო გარემოს იგნორირებაში. და მინიმალური საჭირო ინფორმაციის აღქმაში. უცნობი ადგილი/სიტუაცია ქაოსია - იმ გაგებით, რომ არ ვიცით, რა არის მნიშვნელოვანი. შეშდები (ნადირის რეფლექსი) და მერე იწყებ შესწავლას - რა არის საშიში. რა წესები მოქმედებს აქ. რაც საშიში ან გამოსადეგი არ არის, შემდგომში უბრალოდ აიგნორებ, აღარ აღიქვამ.

ანუ: არა მარტო ქმედებებს აქვს მიზანი. აღქმას აქვს მიზანი. რაც მიზანში არ ჯდება, ვერ აღიქვამ, უნდა დაგეჯახოს, რომ აღიქვა.(საფრთხედ იქცეს ანუ). და აღქმა/დამახსოვრება/დახარისხება ხდება ჩვენი რეაგირების მიხედვით. კარგი მაგალითია ღრუბელი (ცხოველი) - მისთვის სამყარო შედგება ორი "რამისგან": სამყაროს მდგომარეობა, როცა ღრუბელი ფორებს აღებს და სამყაროს მდგომარეობა, როცა ის ფორებს ხურავს. ვსო. მეტი არაფერი არაა სამყაროში.

ხელოვნური ინტელექტი იკარგება, თუ არ დაუსახე, რა აღიქვას. რა მასშტაბში, სირთულის/გამარტივების სიზუსტის/განზოგადების რა დონეზე
    • In order to make sense of the world you have to have apriori cognitive structure, body. So it has to be an internal structure that gives form to things around us.
    • we cut things out of world, things with functional utility. We do not see objects and then infer their utility. It is the opposite: we see the useful things, the tools and than infer object.
    • constraints are necessary for understanding. unconstrained AI can not comprehend the world
2. საფრთხის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება ხდება არა გააზრების დონეზე (ეს ნელია) არამედ "სხეულის" (ანუ ტვინის ძველი ნაწილების, მათ შორის ემოციური აპარატის) დონეზე (მნიშვნელოვან საფრთხეებზე რეაგირებ აღქმის გარეშე). მხოლოდ შემდეგ, ქცევის (შენი და სხვისი) ბევრჯერადი გამეორების შედეგად, ხდება მისი გააზრება, გაგება ტვინის ზედა (ახალი) ნაწილების მიერ. ანუ ჩვენ (კაცობრიობა) ნალ-ნელა ვშიფრავთ ჩვენივე ქმედებებს (რომელიც გამოცდილებამ გვასწავლა). პირველად - იგავების სახით (მ.შ. რელიგიური იგავები, ლეგენდები) და მერე, შემდეგი ეტაპია - მათი გააზრება და არტიკულაცია. რაც ჯერ სრულად არ მომხდარა და ჩვენი თაობების საქმეა.
  • we pay attention before we know what we see. How?
  • When the unknown is encountered, first reaction is body reaction - readiness to everything . Freeze and get ready.
  • We embody ideas (not just mimic, but some kind of body-level abstraction), then we abstract them out and then articulate them. Even animals form behavioral patterns. we do the same. and might later perceive and articulate them. (people with damaged visual cortex still react to visual danger). You act. Then you imagine, dream. Then you start understanding (the  pattern which you and others already follow) by formulating a story. And only by abstracting those stories you can formulate rules. ethical rules (that's the dance then? bodily level of generalization put into story...)
  • there are more neurons in authonomic nervous system than in central nervous system. And central NS also has access to all parts of the body. Meaning that the brain is not in the head but is distributed all over the body.
  • first traditions, and then laws, as their generalization. Otherwise nobody will follow them. People will feel that those are not just
3.ჩვენ საერთოდ რამეს ვაკეთებთ მხოლოდ მაშინ, თუ გვაქვს მოტივაცია (point of the story, what you need/want). და ვამჩნევთ/ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც შესაბამისი მიზნის მისაღწევად გვჭირდება. ესენია:
  • ორგანიზმის თვითშენარჩუნებისთვის: შიმშილი, წყურვილი, თერმორეგულაცია
  • თავდაცვისთვის: ტკივილი, ბრაზი/აგრესია, პანიკა/გაქცევა
  • გამრავლებისთვის: სექსუალური ლტოლვა, ზრუნვა/აფილირება
  • სიახლის ძიება
  • თამაში
ამას ყველაფერსდ მართავს ჰიპოტალამუსი. თითოეული ეს მიზანი ქმედების ჩარჩოა, წესია (little personality: goal, framework, emotion, perception, action pattern) მარა თუ ეს მოტივები ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდა, მაშინ გჭირდება დანარჩენი ტვინი. და კიდევ იმისთვის, რომ იცოდე, რისი დაიგნორება შეგიძლია. რაც შესწავლილია, საშიში არაა, და არც გამოსადეგი (ამ მიზნისთვის) არაა. და - რა არის გამოსადეგი, რა უნდა ეძებო, დაინახო და გამოიყენო. ჰალუცინოგენები ამ მახსოვრომას გაკარგვინებენ და ყველაფერს ხედავ ისე, თითქოს პირველად ხედავდე.

  • We see tools, not objects. Our vision is predicated by relevance to the goal we have at this moment.
5. ემოციები ზომავენ ჩვენს მიახლოებას/დაშორებას დასახულ მიზანთან. ეს შეძილება იყოს ყოფითი მიზნები (მშია-მცივა-მეშინია-სექსი მინდა) ან შეგნებულად დასახული მიზნები (სიმდიდრე, კარიერა, აღიარება, ...).

რაღაცნაირად ემოციები აგრეთვე კავშირშია ჩვენს სტატუსთან სოციალურ იერარქიაში (ალბათ უსაფრთხოების მონიტორინგის გამო. დაბლა ყოფნა მეტ საფრთხეს ნიშნავს).

და ჩვენ მიდრეკილი ვართ (ან მეტად ვრეაგირებთ) უარყოფითი ემოციებისადმი. ანუ წაგება ყოველთვის უფრო ძლიერი განცდაა, ვიდრე მოგება. ამიტომ დანაკარგის თავიდან აცილება უფრო ძლიერი მოტივაციაა ვიდრე რაიმეს (იგივეს) მიღება.

და მუდმივ უარყოფით ემოციას შეუძლია ისეთ ტანჯვად აქციოს ადამიანის ცხოვრება, რომ მას სიკვდილი ჯობდეს.

6. მთელი ჩვენი გამოცდილება რეალურია. ობიექტურიც და სუბიექტურიც. მეცნიერება ცდილობს სუბიექტურის გაქრობას/განეიტრალებას, რომ შეიქმნას წარმოდგენა, სინამდვილეში რა არის ჩვენს გარშემო. მაგრამ ცარიელი მეცნიერება ადამიანს დეზორიენტირებულს ტოვებს - რა არის მიზანი, რას უნდა ვესწრაფო, როგორ უნდა ვიცხოვრო? - ამ კითხვებს არ პასუხობს.

7. კითხვაზე "როგორ ვიცხოვრო (ისე, რომ ნაკლებად ვიტანჯო)" პასუხობს ლეგენდები, იგავები, ლიტერატურა, რელიგია - ყველა ის ამბები, რასაც თაობიდან თაობაში ვუყვებით ერთმანეთს.

ამიტომ რელიგიური ისტორიები უნდა გაიშიფროს არა როგორც რეალური ისტორიის გამოძახილი, არამედ როგორც ჭკუის სასწავლებელი, ფსიქიკის დასალაგებელი/მოსაწესრიგებელი იგავები. ისინი გასწავლიან, როგორ იცხოვრო. იმიტომ რომ რეალობა აწყობილია ისე, თითქოს მასში არის ასეთი და ასეთი ღმერთი და იმისთვის, რომ გადარჩეს, ადამიანი ასე უნდა იქცეოდეს. ანუ რელიგია არის ქცევის წესები და მათი დასაბუთებისთვის (ან უკეთესი გაგება-დამახსოვრებისთვის) მოგონილი ისტორიები. ხანდახან - რაღაც რეალური ისტორიული მოვლენების გამოძახილის ფონზე. ანუ რა გაკვეთილი გამოიტანა კაცობრიობამ თავისი ისტორიიდან.
  • opening of eyes (Adam and Eve) =  knowing that you will die = Self-consciousness
  • knowing that you are naked = fear of social judgement, you are exposed, you are vulnerable
  • willingful acceptance of mortality
(და იქნებ ადამ -და-ევას იგავის დანიშნულება სულ სხვაა? იქნებ ის იმისთვისაა, რომ ადამიანი დაარწმუნოს, რომ სამყარო/ღმერთი სამართლიანია. ანუ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება, უბრალოდ კი არ ხდება, არამედ ჩვენ ის დავიმსახურეთ, ეს დამსახურებული სასჯელია. რომ დაიცვას ადამიანი სამყაროზე გაბრაზების/გამწარებისგან. 
და კაინი და აბელის ისტორიის დანიშნულება იქნებ არის მორალის სწავლება, რომ შური ცუდია. ცუდ რამეებს გაქნევინებს და დაისჯები და არ აყვე.)
  • but as you know what hurts you, you know what hurts someone else. You can hurt on pupose. And that's evil. malevolence (ან იქნებ ბოროტება ისაა, როცა იცი, რომ ცუდს აკეთებ და მაინც აკეთებ?ანუ შეგნებულად, განზრახ ცუდის კეთება. ანუ, სანამ აკეთებ ცუდს ისე, რომ არ იცი რომ ეს ცუდია - შენ ხარ innocent, მარა თუ აგრძელებ იგივეს კეთებას მას შემდეგ, რაც გაიგე, რომ ეს ცუდია - შენ ხარ evil. მარა უბრალოდ გაგება რომ რაღაცა ცუდია, ვერ გაჩერებს! როგორ უნდა გააჩერო ის ცხოველი შენში, რომელიც მიჩვეულია ამის კეთებას?! ეს ძალიან რთულია! ხოდა ადამ და ევას სასჯელი ამაშია - რომ ისინი აღარ არიან innocent, ვინაიდან იციან, რა არის კარგი (კეთილი, სიკეთე) და რა ცუდი (ბოროტი) - ანუ რა გამოიწვევს ადამიანების კარგად ყოფნას და ცუდად ყოფნას, ტანჯვას. არადა მათი ცხოველური საწყისი მაინც აიძულებს მათ ქნან ცუდი (ბოროტი), და დაისჯებიან ამისთვის. და ეს არის ჯოჯოხეთი - როცა ცუდად ხარ (და სხვები შენს გარშემო ცუდად არიან) და იცი, რომ ეს შენი ბრალია.) (ან იქნებ უბრალოდ ვერ მართავ შენს სხეულს/ემოციებს კარგად და ჯერ კლავ და მერე განიცდი დანაშაულს)
  • greatest enemy of humankind - the human propencity for evil (ან უბრალოდ ის, რომ აგრესიული ცხოველის სხეულში ვცხოვრობთ და ბოლომდე ვერ ვმართავთ მას?)
  • But you have to reveal your capacity for evil to be a good person (იქნებ ეს ტავტოლოგიაა? ანუ სიკეთე თუ თავად ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია ბოროტების გაკეთება და არ აკეთებ, მაშინ ცხადია გჭირდება იცოდე, ბოროტების რა უნარი გაქვს). ანუ, უნდა იცოდე რა ცხოველი ცხოვრობს შენში, რომ აკონტროლო ის.
იმისთვის. რომ უბედურებებს გაუძლო, უნდა დაიჯერო, პრინციპულ დონეზე, რომ სამყარო კარგია "კეთილია" (სამართლიანია?). ანუ შორეულ შუქურად დაიყენო სიკეთე (სამოთხე) (ანუ რომ ადამიანის კარგად ყოფნა შესაძლებელია პრინციპში) და იარო ამ შორეული მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით. თუ ეს პრინციპული შუქურა არ დაიჯერე, იძირები უბედურებების უსამართლობაში.
  • როცა უბედურება მოვა, შეამცირე შენი დაგეგმვის ინტერვალი - იფიქრე მხოლოდ უახლოეს გასაკეთებელზე.
  • ზოგადი სტრატეგიის დასანახად და გასააზრებლად გამოჰყავი რაღაც დრო - ყოველდღე ერთი და იგივე საათ, როცა ამაზე იფიქრებ. მთავარია შენმა ქვედა ტვინმა იცოდეს, რომ შენ დაბნეული და დაკარგული არ ხარ. შენ გაქვს გეგმა - მერე რა რომ ეს გეგმაა მხოლოდ დაჯდე და იფიქრო. ამდენი იმას არ ესმის. მთავარია გეგმა არსებობს, ამიტომ პანიკაში აღარ ვარდება.
პიტერსონის ლოზუნგია people should be driven by responsibility, not guilt (თუმცა თვითონვე ამბობს, რომ ნებისმიერი ცხოველი რაღაცისგან უფრო ჩქარა გარბის, ვიდრე რაღაცისკენ. ანუ შიში ეფექტური მამოძრავებელი ძალაა) - ამაზეა ჩაციკლული. რომ ადამიანმა შეგნებულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერ ცუდზე რაც ხდება და ეცადოს გამოასწოროს. სოლჟენიცინის მაგალითზე საუბრობს გაუთავებლად, რომ აი გულაგში რომ იყოო, ფიქრობდა იმაზე, რა გავაკეთე მე პირადად არასწორადო, როს გამოც აქ მოვხვდიო.
    ნუ, ფაქტიურად გამოდის, რომ უბედურებების, როგორც სასჯელის ახსნას ანაცვლებს - უბედურების, როგორც გაკვეთილის ახსნით. და ამ გაკვეთილებისთვის უნდა იყო შენი მტრების მადლიერი.

    იმიტომ, რომ თუკი არ დააჯერე შენი თავი რომ ეს უბედურებები რაღაცისთვისაა, ძალიან ბრაზდები და მწარდები და ბოროტდები. და, მოკლედ ეს ის გზაა, საიდანაც ადამიანს ვერ ამოათრევ. განადგურების და გადაშენების გზაა.  თუ ჩათვალე რომ უდანაშაულო მსხვერპლი ხარ და მიჰყევი ამ მიმართულებას, მერე გამოვა რომ სამყაროს შენი ვალი აქვს, რომ შენ მას სულ აყვედრი რაღაცას, და შენ არაფერზე პასუხს არ აგებ.

    და იდეის შესაძლო სისწორეზე მიუთითებს, მისი აზრით ის, რომ დადებითი ემოციები და ზოგადად ცხოვრების "დადებითი აზრი" (არსებობს უარყოფითი აზრიც -ტრაგედია) დამოკიდებულია იმაზე, რომ გქონდეს პოზიტიური მიზანი და მისკენ მოძრაობდე. ემოციები ზომავს შენს პროგრესს ამ მიზნის მიმართულებით. და ტკივილსაც კი თრგუნავს. და რაც მეტი გაქვს პასუხისმგებლობა, მით მეტად ფასეულია ეს შორეული მანათობელი მიზანი. ანუ კარგად ხარ, როცა დადებითი მიზანი გაქვს.

     ლიდერის/ღმერთის იდეის წარმოშობა
    • leadership = capacity to see and speak out. A word creates order from chaos
    • common between the different hierarchies is the capacity to pay attention (madruk had eyes all round his head) and speak/articulate (extract meaning from chaos. marduk spoke magic words) / problem-solving 
    ადამიანი მორგებულია თავის შუალედურ როლს - ერთდროულად ნადირიც არის (ანუ ვისზეც ნადირობენ. ისტორიულად ესენია გველები, კატისებრები და ფრინველები) და მონადირეც - ამიტომ სულ არის ახლის ძიებაში.
    • our vision (and brain) developed to see the snakes. We are pey animals and snakes, Brd and cats are what eat us and what we are afraid of.
    • Our bodily reaction to the unknown is  terror and curiosity. Unknown is predator and source of new/useful information at the same time. 
    • people live (want to live) on the verge of known and unknown, order and chaos.- ადამიანს უბრალოდ სწყინდება რისკის გარეშე. ადამიანი სულ ცდილობს რაღაც ახალი რისკიანი ასპარეზი გამოძებნოს. სრულ უსაფრთხოებაში ადამიანი ცუდადაა. 
    რისკი იძლევა შეჯიბრის საშუალებას, ანუ წარმატების იერარქიის დამყარების საშუალებას.

    იერარქიისადმი სქესებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ქალები ირჩევენ კაცებს, რომლებიც კაცების იერარქიაში არიან ზედა დონეზე (იქნებ იმიტომ, რომ ქალს სჭირდება, რომ მისი ბავშვი სხვა კაცებისგან იყოს დაცული? ანუ ძირითადი საშიშროება ინფანტიციდია?). ქალის მჯობნი კაცი მათ არ აინტერესებთ . სხვა კაცების მჯობნი კაცი აინტერესებთ. ამიტომ კაცისთვის, ქალთან შეჯიბრი წამგებიანია - მას არც გამარჯვება.
    • (იქ, სადაც იერარქია ერთიანია) ქალი ირჩევს თავისზე მაღალი (ან ტოლი) სტატუსის კაცს.
    სოცილური იერარქიები ძალიან მნიშვნელოვანია - ადამიანის (და ყველა სხვა სოციალური ცხოველების) ადგილი სოციუმის იერარქიაში განსაზღვრავს მის რეაქციას გარე სტიმულებზე. და ეს ხდება არა გააზრების დონეზე, არამედ სხეულის-დონის რეაქციის დონეზე. ანუ სხეულებრივი რეაქციები დამოკიდებულია შენს სოციალურ სტატუსზე. დამარცხების/ჩამოქვეითების შედეგად ამიგდალა იზრდება და ჰიპოკამპი "ჭკნება" (კიბოებში საერთოდ "ტვინი" იშლება და ხელახლა ეწყობა). შეიძლება მოახერხო და ამოძვრე - ჰიპოკამპი აღდგება. მარა ამიგდალა აღარასოდეს შემცირდება.

    • მარქსისტებს არასწორად ესმით იერარქიები. იერარქიის მიზანი ვინმეს დაჩაგვრა არ არის. ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი კონსტრუქცია იმისთვის, რომ ვირაცეებს ექსპლუატაცია გაუწიო. იერარქია ადამიანთა საზოგადეობის აუცილებელი მახასიათებელია.
    • match between your map of the world (expectations, desires) and other peoples actions (which is defined by culture/social contract) - is order

    და ძალიან მნიშვნელოვანია მიკუთვნება რაიმე ჯგუფისადმი. სულერთია რა კრიტერიუმით. როგორც კი ადამიანი რამე ჯგუფს მიეკუთვნება (თუნდაც შემთხვევითი არჩევით იყოს), ის ამ ჯგუფის წევრებს იცავს სხვა ჯგუფებისგან. და მოელის იგივე ქმედებას სხვებისგან.

    იდეა იმის თაობაზე, რომ მსხვერპლის შეწირვა არის გარიგება მომავალთან. რომ მე რაღაცას დავთმობ დღეს, იმის იმედით, რომ რაღაც სხვას ან მეტს მივიღებ მომავალში.
    • dalayed gratification
    • work = sacrifice of present for future. sacrifice itself = contract with the future
    • humankind discovered that reality was structured as if you can bargain with it. Give sth valuable now to get more valuable in the future.
    • sacrifice = delayed gratification
    • sometimes you have to sacrifice what is the most loved. because it might be the reason things go wrong. meaning your values. The fact that you value it the most. You might not see the other things which are important. Your ambitions blind you to some of the reality. If you are suffering, it might be that you are fixed on something and do not see some other important thing. It is possible that what you are clinging to is hurting you. If the world you see is not the world you want its time to examine your values.to sacrifice who you are to who you will become.
    • women seek in man capacity to produce and share
    მოსაზრებები ქრისტიანობაზე:
    • ეს იყო რელიგია, რომელმაც პირველმა გაბედა მონების უფლებებზე საუბარი. რომ ვისიმე დამონება ბოროტებაა. და ეს იყო პერიოდი, როცა ამაზე საუბარი, ფიქრი, წარმოუდგენელი იყო. როცა მონობა ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო. და ის, რომ მონა შეგეძლო მოგეკლა - აგრეთვე ბუნებრივი იყო.
    • შემდგომში ქრისტიანობა დამარცხდა მისივე შობილ მეცნიერებასთან
    • Church restrictions were necessary to discipline the thought before setting it free
    • Church/christianity never dare to do what christ said. His sacrifice is not to free the followers from responsibility and to make them to do whatever they want. It is to make them follow , meaning do the same as he did. ინკვიზიტორის პასუხი დოსტოევსკიდან - ეს ძალიან დიდი ტვირთია ადამიანებისთვის და ჩვენ ისინი გავანთავისუფლეთ ამისგან, მარტივი მოთხოვნების და მკაცრი სასჯელების დაწესებითო. 
    ბევრ საუბრობს ტყუილის მავნეობაზე
    • deceit can produce lots of suffering
    • You need to be forced to stay. if you can leave you do not have to tell the truth (marriage). You need to ell the truth . Why?
    • pride of intellect, can become arrogant, fall in love with its creation

    გარდა ამისა, აქვს ბევრი უმისამართო ბოდიალი სხვადასხვა თემებზე
    • eat your breakfast - fat and protein, never have an argument when you are hungry
    • knowing where food is is more than having food
    • Self-consciousness is not pleasant, it associated with anxiety
    • ძველი ამბის მოყოლა არა მარტო გახსენებაა, არამედ საგულდაგულოდ შერჩევა - რა უნდა დაიხსომო, და რა დაივიწყო. ანუ რეალური ამბიდან იგავის, story-ს შექმნა და მისი მორალის გარკვევა / აზრის, გაკვეთილის გამოტანა.
    • when you go from a bad place to a better place, you go to worst place first. Because you go from a known, stable, to unknown, chaos. in order to step up you have to let go something you already have. That will put you in a state of chaos.
    • ქრისტიანული დოქტრინაა, რომ ყველა ადამიანში არის რაღაც წმინდა. ამას ეყრდნობა ადამიანის უფლებები (და ამან გამოიწვია მონობის ინსტიტუტის ნეგატიურ მოვლენად აღქმა)
    • You should treat yourself like you matter. Because otherwise you become vengful and bitter and take this around you and you become malevolent, people do not like you
    • If you act as if others do not matter, they do not trust you. no functional society could be formed
    • The functional society is only formed if everyone act as if everyone matter.
    • Never steal another person's problems. Do not try to solve them. This way you will make him weaker. You should help him to solve his problem himself. 
    • Often people would not let what bites them. They value it too much. If you are suffering try to find  what you value, and sacrifice it
    • Biblical stories are stories of society-creation, state-creation.
    • Money is your contract with the society
    • Sacrifice is your contract with the society.
    • man need a burden to bear, a responsibility - that give the life meaning.
    საინტერესო მოსაზრებები აქვს ქალებს წარმატებაზე - სწავლაში გოგოები ყოველთვის უსწრებენ ბიჭებს - ვინაიდან უფრო დამჯერები არიან (არისო კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ ნიშნები იწერება არა ცოდნაში ან ინტელექტში, არამედ დამჯერობაში). ამიტომ იურისტი ქალები თავიდან კარიერას მაგრა აღწევენ. მარა მერე თხოვდებიან და უწყვეტი მუშაობა აღარ უღირთ და უბრალოდ მიდიან დიდი დატვირთვიანი სამსახურებიდან (მიუხედევად იმისა რომ law firms ძალიან ცდილობენ მათ შენარჩუნებას). იმიტომ რომ ქალს 40 წლამდე აქვს ვადა ბავშვის გაჩენის. მერე - ვსო. ანუ არჩევანი აქვს - ან ბავშვები, ან კარიერა. და უმეტესობა ირჩევს ბავშვებს