скука

პირველად ცხოვრებაში მომწყინდა. დავიბენი. ყოველთვის იოლად ვპოულობ გასართობს. და უცებ ვერ ვიპოვე. ეტყობა ვბერდები.

მამაჩემს პანიკური შიში ჰქონდა მოწყენის. მე უნდა მაინტერესებდესო, უნდა ვერთობოდეო, სხვანაირად მოვკვდებიო.

როგორ ცხოვრობენ ხალხი, რომელსაც ყველაფერი მოსწყინდათ? ამკას რომ უმღეროდნენ:
სკუკა მკლავს, სკუკა მაგიჟებს,
მიკეტავს დიხანიასა
გადავბრუნდები პასტელში,
დავიწყებ მეჩტანიასა...