პროექტომანია

იდეაში პროექტი უნდა იყოს რაიმე საჭირო ქმედებების ლოგიკურად ჩამოყალიბებული და დასაბუთებული გეგმა. დონორი შეხედავს, დაიჯერებს, შეიგრძნობს _ დააფინანსებს.

სინამდვილეში პროექტი არის დონორის (ან მისი დიდი–დონორის) გემოვნებაზე ან ტვინშეზღუდულობაზე მორგებული ბოდვა. "აი მე, მე, მე გავაკეთებ ზუსტად იმას, რაც შენ გჭირდება, ყველაზე კარგად ქვეყანაზე, და თან ყველა გადაირევა, ეს რა საჭირო რამე გააკეთაო და ყველა გაიმსჭვალება ჩემი დონორისადმი მადლიერებით".

მერე პროექტის მწერლები ორ კატეგორიად იყოფა _ 1) ის ვინც დონორს აბოლებს იმისთვის, რომ მართლა საჭირო რამე გააკეთოს. ანუ მე ვიცი რისი გაკეთება მინდა, ვიგებ რა მოსწონს დონორს და ვარქმევ ჩემს საქმიანობას იმ სახელს; 2) ის ვისთვისაც სულერთია რას გააკეთებს, ოღონდ გადაუხადონ. ესენი მართლა იმას აკეთებენ, რაც იმ დეგენერატი დონორის მეტს არც არავის უნდა და არც არავის სჭირდება. ნუ და პლიუს თავის ხელფასს.

ხოდა, თუკი დონორის მოთხოვნაც მარაზმია, პროექტიც იდიოტიზმია და ხელფასიც პრაქტიკულად არაა _ მაშინ რისთვის წერენ პროექტებს, გამაგებინეთ? ჩვევის ამბავია, ეტყობა _ არიქა, არის საშუალება და არ გამოვიყენო? სხვებმა რომ აიღონ?

და აიღონ! და აკეთონ მარაზმი თუ ასე საჭიროა ფულის მარაზმში დახარჯვა მაინცდამაინც.

ნუთუ არ შეიძლება დონორები მარტო მარაზმებს არ აფინანსებდნენ?