უჩინმაჩინი

მთელი ცხოვრება მინდა არ ვჩანდე. ვიყო გამჭირვალე. ან რუხი. თან რუხობას არ ვკადრულობ _ ახლა ტიპიური ქართველი ქალივით შავი იუბკა–ბლუზკით ხომ არ ვივლი! შესაბამისად _ ვჩანვარ.
ნეტა რა მინდა საბოლოოდ _ რომ ვჩანდე თუ რომ არ ვჩანდე?
ეტყობა ზოგადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ როგორი ვჩანვარ? აშკარად არ მკიდია. არადა გზა თავისუფლებისკენ დაკიდებაშია. ვცდილობ დავიკიდო. ამიტომ გამოვიყურები ისე, როგორც ამ საზოგადოებას არ მოსწონს. და ვიტან შენიშვნებს და მზერებს. ჯამში _ მამჩნევენ. არადა მინდა რომ არ შემამჩნიონ.
აშკარად რაღაცას არასწორად ვშვები. ან თავს ვიტყუებ...

რა კარგი იქნებოდა, გამჭირვალობა რომ შეიძლებოდეს...