წიგნების და კინოების ავტორები რაში გვაინტერესებს? სინამდვილეში ხომ ყველაფერი კოლექტიური ნაწარმოებებია, მთელი იმ საზოგადოების წარმოქმნილია – ტიპმა სადღაც რაღაცას ყური მოკრა, ვიღაცამ რაღაც მოუყვა, აჩვენა, სადღაც რაღაცას შეესწრო, რაღაც იდეები ჰაერში დაფრინავენ, ვიღაცეები მუდმივად მსგავს თემებზე მსჯელობენ – ხოდა ამან მოახერხა _ აღწერა, თავი მოუყარა. მერე რა? რატოა ავტორი, ვერ ვხვდები. ნულიდან ხომ არ შეუთხზავს.
კაცობრიობა ფაქტიურად კოლექტიური ტვინია. თან სულ უფრო და უფრო. ეხლა ეს ავტორები იდეებს და ინფორმაციებს უკვე ქუჩებში და კლუბებში კი არა, ინტერნეტში კრეფენ. ხოდა რას ნიშნავს ასეთ სიტუაციაში ავტორობა? მიღებული ინფორმაციის წრფივად დალაგების და გადმოცემის უნარი აქვს ტიპს. სულ ეგ არის.