ლოსტის თემას ვკითხულობდი ფორუმზე. უცებ გადავიდნენ იმის მოგონებებზე, აი როგორ იკრიბებოდნენ და ერთად უყურებდნენ ლოსტს, მერე როგორ გადაიღეს თავიანთი სურათები და გააკეთეს ლოსტის სტილის კოლაჟი, მერე როგორ ინტერვიუებს იღებდა მათგან ტელევიზიები.
დოდიც სულ იმას ამბობს, რომ ინტერნეტ–ურთიერთობა რეალის დამატებაა.
ძალიან მიკვირს. გაქვს საშუალება გახდე სხვა. სრულებით გაექცე შენი ჩვეული ცხოვრების კლიშეებს. რაღაზე უბრუნდები ისევ იმ საკუთარ ერთადერთ რეალობას?
ან რომ იწყებენ გარკვევას, ვინ ხარ სინამდვილეში, სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ ... რა საჭიროა? რა მნიშვნელობა აქვს?
არადა რო მეკითხებიან _ ვპასუხობ. ზღაპრებს ხომ არ შევთხზავ. ალბათ უნდა შევთხზა ერთი ზღაპარი და ყველას ის მოვუყვე.
რამე ისეთი, "ჩვენს შეხვედრებზე მოდიო" – რომ არ შემთავაზონ – ან ვცხოვრობ შორს, ან ავად ვარ და ვერ დავდივარ? უბრალოდ რომ ვუთხრა, პრინციპი მაქვს ეგეთი და არ ვამბობ, ვინ ვარ–თქო? უფრო დაინტიგდებიან და გარკვევას დაიწყებენ?