ინტერნეტმა მოკლა ცენზურა, რედაქტორების ჯარი, საავტორო უფლებები. ინფორმაციის გავრცელებისთვის არავის ნებართვა აღარ გჭირდება.
მაგრამ რაც კიდევ უფრო უკეთესია _ ინტერნეტმა მოსპო სამეცნიერო ირერარქიასთან ბრძოლის საჭიროება. ადრე როგორ იყო _ რაც არ უნდა კარგი იდეა გქონოდა, სადმე სამეცნიერო წრეში თუ ვინმეს ვერ დაარწმუნებდი და თავის "ფრთის ქვეშ" არ შეგიფარებდა, იდეა განწირული იყო. ხოდა თუ დიპლომი ან შესაბამისი ხარისხი არ გქონდა, ხომ საერთოდ _ არც მოგისმენდა არავინ.
ეხლა ინტერნეტი სულ სხვა შესაძლებლობებს გაძლევს: ნებისმიერ იდეას, რაიმე სახით, უბრალოდ აგდებ საინფორმაციო სივრცეში. იცი, რომ ადრე თუ გვიან ვინმეს თვალში მოხვდება, იქედან ტვინში შეაღწევს, მერე მეორეში, მერე მესამეში _ ნელ–ნელა გაიკვალავს გზას. გავა დრო და ხალხის რაღაც "კრიტიკული მასა" აღმოაჩენს, რომ მათთვის იდეა ახალი არ არის. ანუ არ არის "მთლად სიგიჟე" ან "მთლად მიუღებელი". გადაილახება სიახლით გამოწვეული შიში და ანტაგონიზმი. და ამავე დროს იდეის გადახარშვა/განვითარება გაგრძელდება ბევრ ტვინში. ანუ იდეა არ დაიკარგა, არამედ განვითარდა. მე მგონი ეს სერიოზული რევოლუციაა.