შაბათ–კვირა

დილემა: წავიდე სოფელში თუ დავრჩე თბილისში? კარგი ამინდი რომ იყოს, მერე გული დამწყდება რომ სოფელში არ ვიყავი! ცუდი ამინდი რომ იყოს, სოფელში უინტერესოა. არადა ტაქსს ერთი დღით ადრე ხომ მაინც უნდა შევუთანხმდე?

მოკლედ დავრჩი. გამიმართლა _ ცუდი ამინდია.

ახლა მეორე დილემა: წავიდე სამსახურში და წინ წავიგდო საქმე თუ დავისვენო იმ იმედოთ რომ მერე უფრო პროდუქტიული ვიქნები?

არ წავედი სამსახურში. სახლი დავალაგე სამაგიეროდ _ ერთი კვირაა ვუყურებ ჭუჭყიან თაროს ვანაში და ბოლოს და ბოლოს გავწმინდე. მერე ვწევარ და ლოსტოპედიას ვკითხულობ.

თან იმაზე ვოცნებობ, აი სოფელში რომ წავალ (საერთოდ რომ წავალ, ოღონდ მანამდე ინტერნეტი უნდა იყოს იქ ნორმალური) და რომ აღარ ვიმუშავებ. ან ბაღში ვიბუჯურებ, ან სახლში, ან ინტერნეტში. გამოვა, რომ სულ დასვენებაში ვიქნები. ნეტა მომბეზრდება?