ზღაპარი 1

ვილიმ იარა–იარა და წააწყდა სოროს.
კაკ–კუკ, დააკაკუნა ვილიმ, ვინ ცხოვრობს ამ სოროში? –კაკ–კუკ!
არავინ უპასუხა.
მიაყურადა ვილიმ და ესმის _ პაკა–პუკი, პაკა–პუკი _ ვიღაცა დაპაკუნობს სოროში.
მოდი, ვნახავ, ვინ არისო – გადაწყვიტა ვილიმ.
შეყო თავიმ მიიხედ–მოიხედა, ვერაფერი დაინახა.
ადგა და ცოტაზე შეძვრა.
_ეი! _ დაიძახა_ვინ ხარ სოროში!
_უუუფ! უუფ!_ გაიგონა უცებ.
და ცხვირში რაღაც წვეტიანი შეერჭო!
წაივლო ვილიმ ცხვირზე ხელი, რომ მოიშორის შერჭობილი ნემსი _ და ეხლა ხელებში უჩხვლიტა ნემსება!
რა არის ეს?
_უფ! უუუფ! _ ეხლა ვილი აფუხფუხდა და უკან–უკან ხოხვით სასწრაფოდ გამოძვრა სოროდან.
ეკლებიც თან გამოჰყვა.
ჩამოიფერთხა ვილიმ და რას ხედავს: ზღარბუნია არ გაუღვიძებია!
_უუფ! უუფ! _ იძახის ზღარბი – ეს ვინ შემოძვრა ჩემს სოროში! ეს ვინ არის, ხელებს რომ იქნევს!
_ ეს მე ვარ, ვილი. შენ ვინ ხარ?
_ მე ზღარბი ბაზღო ვარ. და ეს ჩემი სოროა!
_უი, უკაცრავად, არ ვიცოდი. მოდი დავმეგობრდეთ, არ გინდა?
–მე ძილი მინდა! – უთხრა ზღარბმა.
_კარგი, _უთხრა ვილიმ _დაიძინე და მერე მოვალ. როდის იღვიძებ?
–საღამოს _ წაიდუდღუნა ზღარბმა და სოროში შებანდალდა.
_ხოდა მანამდე მოდი მეც წავუძინებ - გადაწყვიტა ვილიმ.
გადაბრუნდა და დაიძინა.