ქვეცნობიერება იდიოტია

თუ შენ გეშინია ბუნებრივი მშობიარობის და გინდა გაიკუთო გაუტკივარება და საკეისრო. მაგრამ: გყავს ქმარი, რომელსაც ეს სიმხდალედ მიაჩნია (ნუ, მიიჩნევდა, რომ გაიგოს, რომ გინდა). და: შენ ჩაიტენე თავში რომ ამ ქმრის აზრი შენზე ნუ ისეთი გადამწყვეტია შენთვის, რომ გირჩევნია მოკვდე, ვიდრე მის თვალში დაცემა გარისკო. და _ მაინც საშინლად გეშინია სამშობიარო ტკივილების!

თუ ამ გადაუჭრელ დილემას ასე დატოვებ, მის გადაჭრას ქვეცნობიერება შეეცდება. და შედეგი იქნება ის, რომ მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ფეხსაცმლის ქუსლიდან ჩამოვარდები და ფეხს მოიტეხ. პრობლემა გადაჭრილია იმ მხრივ, რომ ვეღარავინ მოგთხოვს ბუნებრივად იმშობიარო. მაგრამ გონივრული გადაჭრა ეს ნამდვილად ვერაა _ ფეხის მოტეხვა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე მშობიარობა და ტკივილი და გართულებები გაცილებით დიდხანს გრძელდება.

მოკლედ, გაითვალისწინეთ: თქვენს შიგნით არსებობს სხეულის აბსოლუტური მბრძანებელი, რომელიც სამწუხაროდ იდიოტია. თუ მან გადაწყვიტა, რომ თქვენს უსაფრთხოებას რაიმე ემუქრება, ყველაფერზე წავა _ შეიძლება მოგკლათ კიდეც (დაცვის მიზნით. ხო შთავაგონებთ ხოლმე ჩვენს თავს _ "მირცევნია მოვკვდე". არ ღირს ასეტი ფრაზებით თამაში)

ანუ, ნუ დაუტოვებთ პრობლემებს გადასაჭრელად ქვეცნობიერებას. ის მნიშვნელოვანს და ნაკლებად მნიშვნელოვანს, ნამდვილ და მოგონილ საშიშროებას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. და არასდროს გთავაზობს ისეთ მარტივ და გონივრულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა _ დაელაპარაკე რა უბრალოდ შენ ქმარს და აუხსენი, რომ ნუ, ძალიან გეშინია! არ დაინგრევა ქვეყანა და არ შეგაქცევს ის ადამიანი ამის გამო ზურგს! და საერთოდ, მორჩი პანიკას!