რეალობა და ილუზია

ნარკომანები უამრავ მონდომებას ხარჯავენ, რომ ილუზიებში ჩაყურყუმალავდნენ. მე კი ვერ ვახერხებ გავიწმინდო თვალები ილუზიებისგან და დავინახო რეალობა. და იქნებ სინამდვილეში არ ვცდილობ? მარტო თავს ვიტყუებ?

ძალიან მინდა ხელახლა გადავიკითხო ის მოთხრობა, როდესღაც Химия и жизнь–ში რომ წავაწყდი. რაღაც ეგეთი იყო: ქალი დილით საუზმეს აკეთებს, ბავშვებს აჭმევს, ვარდისფერფარდებიან სამზარეულოს ალაგებს და შემთხვევით, დაბნეულობით თუ ქალური ქერქეტობით თავისი წამლის კაპსულა უტყდება თუ ხარშავს თუ რაღაც _ მოკლედ, იმ დღეს წამალს ვერ სვამს და ნერვიულობს, რომ ქმარი გაუბრაზდება.

ხოდა, როგორც მერე ირკვევა, ეს წამალი ჰორმონი იყო, ეს ქალი კი საერთოდ არ იყო ქალი. არც ბავშვები იყვნენ ბავშვები. და არც სამზარეულოს ჰქონდა ვარდისფერი ფარდები. სინამდვილეში იყო 4–კაციანი კოსმოსური სამედიცინო ექსპედიცია, რომელსაც მოუვიდა ავარია და დაჯდა უკაცრიელ პლანეტაზე. ხომალდის შეკეთების და გაფრენის შანსები მიზერულია, პრაქტიკულად ნულია, ხოდა კაპიტანი, დანარჩენები რომ პანიკობანას გადაარჩინოს, დაუწყებს ჰორმონების კეთებას და ერთს "გააქალებს" დანარჩენ ორს კი "გააბავშვებს", ხომალდის ნამსხვრევებისგან შეაკოწიწებს "სახლს" და ამ "ოჯახს" დაასახლებს. ეს სამნი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ, თავიანთი როლების შესაბამისად. კაპიტანი კი ყოველდრე დადის ხომალდის ნარჩენებთან და ჩალიჩობს, რომ იქნებ რამე მოუხერხოს (სინამდვილეში არ მახსოვს, რატომ დადის, რაღაცას აკეთებს იმ ხომალდში მგონი).

ხოდა ეს "ქალი" ერთი დღე წამალს რომ ვერ დალევს, თანდათან იწყებს რეალობის დანახვას და გახსენებას. თავდება იმით, რომ "ქალი" ააფეთქებს ხომალდის ნარჩენებს, დალევს თავის წამალს და უბრუნდება ბედნიერ ცხოვრებას.

მოკლედ _ მიმიშვით ჩემს ილუზიასთან!