ექსპერტობა იძულებით

საქართველოში ლოგიკურად მსჯელობის/წერის (ან ამის განსახიერების) უნარი თუ გაქვს, ექსპერტი ხარ. სხვა გზა არ არის და იმიტომ. ეს მოვლენა პირველად რომ აღმოვაჩინე, გავოგნდი. სულ მეგონა, რომ ექსპერტობას რაღაც ხარისხი სჭირდებოდა, რაღაც დამსახურება. სულ ვფიქრობდი: ნუ, მე ვინ ვარ, მე სად შემიძლია, მე ხომ არ დავწერ ამ სფეროს პოლიტიკას/სტრატეგიას! მერე მიიხედ–მოიხედავ და ხედავ, რომ არავინ არაა მეტი! ვერავინ ვერ დაწერს! ბოლოს ათეულ ან ასეულ ათასებს გადაიხდიან, ჩამოიყვანენ უცხოელ "ექსპერტს", რომელიც მობოდავს რაღაცას, რაც ისევ შენი გასასწორებელი იქნება (ნუ, უხერხულია–ს პონტში, მთლად სისულელე რომ არ იყოს), ფულს აიღებს და წავა. ხოდა ბარე მე დამეწერა? ფულის ეკონომია მაინც გამოვიდოდა?

ასე ხდები ექსპერტი. იძულების ძალით. და ტყუილად ატრაკებენ და შაყირობენ _ ეს ყველაფრის ექსპერტებიო. კატასტროფული დეფიციტია ცოდნის და ლოგიკური მსჯელობის უნარის, ხოდა სხვა გზა არ არის _ ხდები ყველაფრის ექსპერტი, რასაც ეხები. კონკურენციაა ნული და იმიტომ.