ვაჩოვსკებს სათქმელი ჰქონდათ.
ერთი: თვითონ მატრიცის იდეა, ანუ რომ რეალობა ლამაზი ილუზიაა და ნამდვილი რეალობა მძიმე და არამიმზიდველია. ხოდა მერე პატარა სპეკულაცია თემაზე _ ვის რა უჩევნია, ლამაზი ილუზია თუ უშნო რეალობა (ახალი არაა მაგრამ მუდმივი სამსჯელო თემაა).
მეორე – რასაც პიფია აკეთებს. როგორც გინდა გაიგე – ფაქტიურად მანიპულირებს მორფიუსით, ტრინიტით და ნეოთი, რომ მიიღოს სასურველი შედეგი _ ადამიანი, რომელიც მატრიცას მოერევა. მაგარი საკაიფო სქემაა, რომელიც სხვაგანაც ბევრჯერ არის გათელილი, მაგრამ მაინც საინტერესოა:
გზის გამკვალავი (მორფიუსი, იოანე წინასწარმეტყველი), რომელსაც სწამს მესიის და ამ მესიასაც გადასდებს თავის რწმენას.
ქალი, რომელსაც აგრეთვე სწამს, პლიუს უყვარს ეს მესია და მხარს უმაგრებს მორფეუსს მის დარწმუნებაში.
და ბოლოს თვითონ მესიის დახმარება, რომ მან თავისი ძალები "იპოვოს", საბოლოოდ ირწმუნოს. უნდა გაიაროს გამოცდა და გამოვიდეს გამარჯვებული. და პიფია აძლევს იმ უსტანოვკას, რომელიც ამ გამოცდის ჩაბარებისთვის საჭიროა _ შენ არ ხარ რჩეული, მაგრამ ადამიანს, რომელიც შენზე ბევრად უკეთესია, სჯერა რომ ხარ და ის თავის სიცოცხლეს გასწირავს შენთვის. ანუ არ აძლევს საშუალებას რომ ამპარტავნებაში გადავარდეს და თავის თავის დაზოგვა დაიწყოს. და უბიძგებს, რომ წავიდეს დიდ რისკზე, ვინაიდან უნდა გადაარჩინოს მასზე უკეთესი და საჭირო ადამიანი – მორფეუსი. და აქ, სიკვდილის პირას (პრაქტიკულად მიღმა) ნეო აღმოაჩენს თავის ძალებს.
რელიგიების მთელი საუბარი მკვდრეთით აღდგომაზე ამაზეა _ ერთი პიროვნება უნდა მოკვდეს შენში, რომ მეორე გაჩნდეს. ტანჯვა და სიკვდილი უნდა გაიარო, ახალი ცხოვრება რომ დაიწყო. მაგრამ ამისთვის გჭირდება ძლირი მოტივაცია. რაციონალურზე უფრო ძლიერი (იმიტომ რომ სიკვდილის პირას რაციო/გონება ქრება). ანუ ირაციონალური. რწმნა. სიყვარული. რამე ისეთი, რაც გონების მიღმაა.