ზღაპრები

ზღაპრები რა საჭიროა?

უბრალოდ ენის სწავლება პატარა ბავშვებისთვის? სიტყვების შეთანხმებების ვარჯიში? ენის ფხანა?

მიკროისტორიების/სცენების გათამაშება/გავარჯიშება (გამარჯობა–გაგიმარჯოს–როგორ ხარ?–კარგად, იმან ის თქვა–ამან ეს უპასუხა)? ქცევის მიკროკლიშეების დამახსოვრება? მარტივი ცხოვრებისეული "ჭეშმარიტებების" მიწოდება? თან საკუთარი კულტურის საძირკვლების ზიარება (რა არის ცუდი და კარგი, რა არის მოსალოდნელი, რა ქცევის ტიპები არსებობს)

ანუ არა მარტო ენის ფხანა _ ინფორმაცია საფუძვლების შესახებ. ანუ ცხოვრების ინსტრუქციის შესავალი!

მაგალითად სრულებით დეგენერატული ზღაპარი 'წითელქუდა". შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ რომ:
ავადმყოფ ბებიაზე უნდა იზრუნო;
მგელი საშიშია;
ტყეში მარტო სიარული საშიშია;
მსგავსება არ ნიშნავს ტოლობას, უნდა იყო დაკვირვებული;
უცხოებს ნუ ესაუბრები;
მგელმა შეიძლება შეგჭამოს:
შეჭმული ხვდება მუცელში; თუ მუცელს გაჭრი, შეჭმულს ნახავ;
შესაძლებელია "ცოცხლად გადაყლაპვა";
მუცლიდან შეიძლება ცოცხალი ბავშვის ამოყვანა;
და ა.შ.

თუმცა ცრუ უნფორმაციაც ბევრია. მარა ეგ არაა მნიშვნელოვანი ეტყობა. ბავშვმა იცის, რომ ზღაპარი სიტყვასიტყვით არ უნდა გაიგოს.