ლიტერატურა კი არის ინფორმაციის გადმოცემის საშუალება (ნუ, ინფორმაცია ვიღაცის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ან ვითომ–გამოცდილებაზე, ან შესაძლო–გამოცდილებაზე, ან მარტივად ფანტაზიებზე _ ყველა ვარიანტში გამოცდილებაა. თუნდაც იმისა, რა იფიქრა, წარმოიდგინა, ივარაუდა სხვამ). მაგრამ არა მარტო ეს არა.
კიდევ არის გართობა/ჩათრევა/გატაცების მომენტი. ანუ კითხვა (ყურება) იოლი, საინტერესო რომ იყოს. რომ იკითხებოდეს, რა.
ნუ, როგორც საჭმელში _ ერთია კალორიულობა/სარგებლიანობა, მეორე _ გემო, ანუ პროცესისგან მიღებული სიამოვნება, პროცესში ჩათრევის მეთოდი.
ანუ შეიძლება სათქმელი და გასაზიარებელი ბლომად გქონდეს. მარა წერდე დაახლოებით როგორც დარვინი ან ფროიდი _ სრულებით არაწაკითხვადი ენით.
სხვა ნიჭია, როცა ნებისმიერი ისტორიის/სათქმელის საინტერესო/გამტაცებელ ფორმაში მოქცევის, დამაინტრიგებელი მოყოლის/გადმოცემის უნარი გაქვს. თუმცა სათქმელი სეიძლება არაფერი გქონდეს , მარა მერე რა _ აიღებ იმის ნათქვამს, ქე რომ ჰქონდა სათქმელი და გაუგებრად ამბობდა და მოყვები ისე, რომ ყველა გატაცებით მოგისმენს. და ხარ მწერალი.
დასკვნა: მწერალი კარგი მომყოლია და არა ღრმა მოაზროვნე.